№43 კარტოფილის დიეტა და დღეში მინუს 500 გრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
კარტოფილის დიეტა, საკმაოდ ადვილი დასაცავია, რადგან, თქვენ არ მოგიწევთ შიმშილი და მთელი დღის განმავლობაში თავს დანაყრებულად გრძნობთ. ამასთანავე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დღეში დაიკლებთ, ზედმეტ 500 გრამს და გაცილებით ენერგიულად და ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს დიეტა არ შეიცავს ვიტამინებს და ამიტომ, აუცილებელია ვიტამინების დამატებით მიღება.
დღის მენიუ
საუზმე: ერთი ჭიქა თბილი რძე.
სადილი: 300 გრამი კარტოფილის პიურე.
ვახშამი: კარტოფილის სალათა – 250 გრამი კარტოფილი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მარილი, ძმარი, მცენარეული ზეთი, შავი პილპილი – გემოვნებით.
კარტოფილის დიეტის დაცვა, რეკომენდებულია, კვირაში 2-ჯერ და არა უმეტეს.