კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 კითხვა-პასუხია

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ ჩნება ცელულიტი და თუ შეიძლება მისი სახლის პირობებში, ტალახის, მარტივად მოსამზადებელი რეცეპტებით მოცილება? სად შევიძინო ის და როგორ გავიკეთო?
პასუხი:
ცელულიტი კანქვეშა ქსოვილის დაავადებაა, როდესაც სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა ირღვევა ცხიმოვან უჯრედებში. ცელულიტის საწყის ეტაპზე, კანზე შეიმჩნევა ფორთხლის ქერქისმაგვარი ზედაპირი. ცელულიტი ჰორმონალურმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლამ, არასწორმა დიეტამ, სტრესმა, ალკოჰოლმა, მოწევამ. არსებობს ცელულიტთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ყველაზე ეფექტურია, მასაჟი პრობლემურ ადგილებზე.  ასევე, ძალიან სასარგებლოა თაფლის მასაჟი. ის ნამდვილად ებრძვის ცელულიტს. მასაჟის შემდეგ კი, სამკურნალო ტალახი აჩქარებს შედეგს. ტალახი იყიდება აფთიაქებში. აბაზანაში დაწექით, პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ ტალახი და გადაიფარეთ პოლიეთილენის პარკი ისე, რომ დაგროვდეს სითბო. კომპრესი არ მოიხსნათ 30 წუთის განმავლობაში, სანამ წვის შეგრძნება არ გექნებათ. შემდეგ, ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა სასურველია ჩაიტაროთ კვირაში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. ცელულიტი ნელ-ნელა დაიწყებს დაშლას, ამასთან თქვენი კანი გახდება რბილი და ელასტიკური.
კითხვა: მითხრეს, რომ ყოველი დაბანის შემდეგ, ვაშლის ძმრის გადავლება აქრობს ქერტლს და აჩქარებს თმის ზრდას. მინდა, ვცადო და  რეალურია ეს?
პასუხი:
ზოგადად, ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის. ის ხელს უწყობს, პრაქტიკულად, ყველა ორგანოს გაჯანსაღებას და სილამაზის ბევრ რეცეპტშიც გამოიყენება. თმის მოვლისას ვაშლის ძმარი საოცარ ეფექტს იძლევა: თმა ხდება მბზინავი, ხშირი და აბრეშუმივით რბილი. ის კვებავს ძირებს, ანიჭებს ბზინვარებას და არბილებს. თმა ხდება პრიალა და დავარდნილი. აჩქარებს თმის ზრდას, აქრობს ქერტლს,  აცილებს ზედმეტ ცხიმს; ახშირებს თმას და ამაგრებს ძირებს. თმის ფერი უფრო მკვეთრი ხდება. აღადგენს თავის კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს და თმა აღარ იმუხტება. ჯამში ჩაასხით 1 ლიტრი გრილი წყალი და დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ძმარი. დაბანის შემდეგ გადაივლეთ ძმრიანი წყალი და აღარ ჩამოიბანოთ. სველ თმაზე იგრძნობთ ძმრის სუნს, თუმცა, როგორც კი თმა გაშრება, სუნი გაქრება. ძმრის გადავლების შემდეგ, თმა შეიფუთეთ პირსახოცით. როცა შეშრება, მერე დაივარცხნეთ.
скачать dle 11.3