კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 წერილები სულიერ შვილებს

მას, ვინც გვეკითხება:
რატომ არიან წარმატებულნი ცოდვილები

სადამდე იქნებიან წარმატებულნი? მათ და მათ შვილებს საბოლოოდ რა მოელით? ამას მეკითხები? გონებით ნუ წაიბორძიკებ, თუკი ხედავ, ვიღაც თავს საკუთარი ძალით იწონებს, მაგრამ ძალის მომცემელს ივიწყებს. გაიხსენე, ამპარატავანი და მკვეხარა გოლიათი როგორ წარწყმდა ყრმა დავითის შურდულით. ნუ აღელდება გული შენი, როდესაც ხედავ, ვიღაც უმართებულო გზით მდიდრდება, მუცელს როგორ იყორავს და ვერ ძღება; ქურდობს, მაგრამ მაინც ეცოტავება. გაიხსენე სოდომელი მდიდრები, რომლებიც თავიანთ ქონებასთან ერთად ცეცხლმა წამისყოფაში მოსრა. შენ მართლმადიდებელი ხარ, მართლმადიდებლებს კი ყოველივეს შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. სრულად ხედავენ და არა ნაწილობრივ. მართლმადიდებლები ცოდვილთა წარმატებას, დასრულებულ მოვლენად კი არ აფასებენ, არამედ ელიან – შემდგომში რა მოხდება. მართლმადიდებლებმა იციან, რომ ცოდვილი არა საკუთარი გონებისა და ძალის მეოხებით წარემატება, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წარმატება ღმერთმა დაუშვა, თანაც იმისთვის, რომ ღმერთი გაიხსენოს. ჩვენი უფალი გამოუთქმელად სახიერია და უშვებს – ცოდვილებმა მხოლოდ იმისთვის აღასრულონ ის, რაც სურთ, რომ შეიგნონ – მათი წარმატება ღმერთის ნებაა, თავიანთი უკეთური საქმეების შერცხვეთ და გამოსწორდნენ. ღმერთს სინანული და ის ცოდვილები ესათნოება, რომლებიც თავიანთ ცოდვებს გულის შემუსვრილებით აღიარებენ. შემოქმედი ქმნილება არ არის, რომ ის, ვინც მრუდე გზას ადგას, მყისვე დასაჯოს. ღმერთი გვიცქერს და დუმს. ის ელის და არ დაახანებს. არნახულია მისი სიბრძნე და მიუწვდომელი მისი სახიერება. საღმრთო განგებულების სიღრმეს ვინ შეიცნობს? უგუნურნი ბრაზობენ, რომ ღმერთი ქვეყნიერებას მათი შეხედულებისამებრ არ განაგებს, ხოლო გონიერნი მოუკლებლად ცდილობენ ღმერთის განგება გულისხმაყონ. ზოგჯერ ყველაზე გონიერთაც უჭირთ შეიცნონ, ერთ ადამიანს ამგვარად რატომ ევლინება, სხვას კი იმგვარად. ახალგაზრდა და სიცოცხლეს მოწყურებული რატომ კვდება, ხოლო მოხუცი, რომელიც სიკვდილს ნატრობს, ცოცხლობს. ღმრთისმოსავი რატომ იტანჯება, ხოლო უღმერთო წარემატება. ზოგჯერ მომხდარის უცნობელობის გამო წმიდათა გულებიც შეშფოთებულან. წმიდა გადმოცემა ამგვარ შემთხვევას გვამცნობს: ერთი მდიდარი აღესრულა, რომლის ცოდვები საყოველთაოდ იყო ცნობილი. დაკრძალვა განსაკუთრებული ზეიმურობით აღასრულეს, ეპისკოპოსი და საამღვდელოება დაესწრო. ამავე დროს, უდაბნოში, ერთ განდეგილს ლომი დაესხა თავს და დაგლიჯა. მისმა მოწაფემ, რომელმაც ცოდვილის დიდებული დაკრძალვა იხილა, შემდეგ კი თავისი მოძღვრის სასტიკი აღსასრულიც ნახა, ცრემლით შესძახა: „ღმერთო, რატომ მოხდა ამგვარად? რატომ მიანიჭე ცოდვილს კეთილდღეობა და დიდებული აღსასრული, ხოლო მართალს მწარე ცხოვრება და ასეთივე აღსასრული?!“ მას ღმერთის ანგელოზი წარმოუდგა და განუმარტა: „იმ ცოდვილმა მდიდარმა ცხოვრებაში ერთადერთი სიკეთე აღასრულა, ხოლო მეუდაბნოემ ერთადერთი ცოდვა ჩაიდინა. ღმერთმა მდიდარს დიდებული დაკრძალვით იმ ერთი სიკეთისთვის მიაგო, და მას ამის მეტი არაფერი ეღირსება. ხოლო განდეგილმა საშინელი სიკვდილით თავისი ერთადერთი ცოდვა გამოისყიდა, რათა მომავალში ზეცაში სრული ჯილდო მიიღოს“.
გაითვალისწინე ეს, როდესაც საღმრთო განგებულებაზე იზრახავ და შენს შემოქმედს სრულად მიანდე. „ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა“ (ფს. 36,1), ამბობს მართალი მეფე დავითი, რომელსაც დიდხანს და ძლიერ ტანჯავდა ის, რაც შენც გტანჯავს, ვიდრე უფალი გონებას გაუხსნიდა, რათა გულისხმაეყო: „ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არ ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა“ (ფს. 36, 25). ფსალმუნები ხშირად იკითხე, მაშინ მიხვდები და ინუგეშებ.скачать dle 11.3