კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ღალატის ფასი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ვინც დაკარგავს ძველსა გზასა ანდა ძველსა მეგობარსა“


გასულ კვირას დაღესტნის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე დამსწრეებმა საშუალო სკოლებში დაღესტნური ენების, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციის სწავლების გადახედვა განიხილეს. ამ ინიციატივის ავტორი პალატის წევრი, ვინმე მაგარმან ალიჯანოვია, რომლის თქმითაც, მისი მოსწავლეობისას ეს საგანი კვირაში ერთხელ ისწავლებოდა (ისიც, მხოლოდ მერვე კლასამდე) და რაკი ფიქრობს, რომ ამას არც მისთვის და არც მისი თანასოფლელებისთვის ხელი არ შეუშლია, მოხვედრილიყვნენ სსრკ-ის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში და არც დაღესტნური ადათი და კულტურა დაუკარგავთ (არადა დაუკარგავთ და მეტი არა?!) საგნის თითქმის გაუქმებას ითხოვს (ზემოჩამოთვლილს ერთ საგნად, „დაღესტნოლოგიად“ გაერთიანებას). მით უფრო, რომ დაღესტნელი ბავშვები არც ესწრებიან მშობლიური ენის გაკვეთილებს და ვერც დაღესტნური ენების დაკარგვის პროცესს გავექცევითო.
მართალია, დაღესტნის საზოგადოებრივი ორგანიზაციები განგაშის ზარებს არისხებენ მშობლიურ ენათა გაკვეთილების შემცირების გამო, მაგრამ ამ განცხადებითაც ჩანს, რომ იქ, ზემოთ (კრემლის მიდამოებში), გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
შესაძლოა, იფიქროთ, დაღესტანთან რა გვესაქმებაო, არადა გვესაქმება და თანაც – როგორ. თუ გავიხსენებთ, რომ არც ჩრდილო ოსეთშია ოსური სკოლები და აფხაზეთშიც მხოლოდ კანტი-კუნტად  – აფხაზური (ისიც დაწყებითი), რადგან ეს ჩვენი, დამოუკიდებლობას მოწყურებული სეპარატისტები, რუსულ ენაზე ნათლდებიან და ლაპარაკობენ (თუმცა, მაგალითად, ჩვენთვის აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა), მარტივი გამოსაცნობია, რომ იგივე ბედი ელის აფხაზურსა და ოსურსაც.
ხოლო, თუ უბიხების ისტორიასაც გავიხსენებთ (ადიღელების, აბაზგებისა და აფხაზების მონათესავე ტომის ხალხი): უკანასკნელი უბიხი 1992 წელს აღესრულა თურქეთის ტერიტორიაზე (რომელმაც უბიხური იცოდა). ვფიქრობ, დაღესტნის ზემომოტანილი მაგალითის ფონზე, მათი მონათესავე აფხაზების ბედ-იღბალი ნათელზე-ნათელი, ანუ ბნელზე-ბნელია. –
скачать dle 11.3