კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რის გამო მიაყენეს ქუჩაში 7 ჭრილობა თიკო მოსემღვდლიშვილის შეყვარებულს და რატომ გადაწყვიტა თიკომ მასთან, ამერიკაში წასვლა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

19 სექტემბერს, თემქაზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ზვიად ლურსმანაშვილზე, რომელიც თავის შეყვარებულთან, მომღერალ თიკო მოსემღვდლიშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდასხმა მოხდა. ზვიადს ერთმა პირმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა შეძლო. ზვიადი, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე იყო, გარკვეული პერიოდი მკურნალობას საქართველოში გადიოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ის სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს. მასთან წასვლას გეგმავს თიკო მოსემღვდლიშვილიც. ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთი ვერსია გაჩნდა. ერთ-ერთი, ძარცვის მიზნით თავდასხმა გახლდათ, მეორე  – შურისძიება, ძველი დაპირისპირება. დღეს დამნაშავის ვინაობა ცნობილია, თუმცა, ამჟამად მიმალვაშია. გამოძიებამ ზვიადი დაზარელებულად სცნო. თუ რა მოხდა იმ დღეს და რა არის დანაშაულის მოტივი, ამის შესახებ თავად თიკო მოსემღვდლიშვილი გვესაუბრება:
– იმ დღეს მე და ზვიადი ჩემს სახლში ვიყავით. შემდეგ ერთად გამოვედით. მოულოდნელად, ვიღაც მიეპარა ზვიადს და დანა ჩაარტყა. პირველი დარტყმა მახსოვს და შემდეგ უკვე, ჩემი არაადეკვატური კივილი. ზვიადს 7 დარტყმა აქვს დანით მიყენებული და ზოგადად, ამ მომენტების გახსნება ჩემთვის ძალიან რთულია. ბევრ ისეთ რამეს მიყვებიან, რაც არ მახსოვს. ვერც მივხვდი, იმ წუთებში რა მოხდა, რადგან პირველი დარტყმისთანავე, ზვიადს ფეხები მოეკვეთა და დაეცა. ამიტომაც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. რომ დაეცა, ვიფიქრე, რამეს ხომ არ წამოჰკრა ფეხი-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, ყველაფერს. შვიდივე დარტყმა ისეთი სწრაფად მოხდა, გაგიჟებული რომ ურტყამ. ანუ, პირველი ჩარტყმის შემდეგ, უკვე მახსოვს იმ ადამიანის ძალიან სწრაფი მოქმედებები. ფეხშიც იყო ზვიადი დაჭრილი, საძილე არტერიასთან მილიმეტრებით არის აცდენილი და ასევე, გულ-მკერდის არეშიც. გადავრჩით, რადგან არ იყო შემავალი ჭრილობა. გონება არ დაუკარგავს, უბრალოდ, კისერზე მიყენებული ერთ-ერთი დარტყმის დროს, ფეხებში მგრძნობელობა დაკარგა, ნერვი დაუზიანდა და ამიტომაც წაერთვა ფეხები. საკმაოდ ბევრი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მკურნალობის პერიოდში თორმეტგოჯა ნაწლავიც გაუსკდა და შემდეგ ეს ოპერაცია დასჭირდა. სასწაული დღეები გამოიარა.
– შენ შეძელი იმ ადამიანის სახის დანახვა, ვინც ზვიადი დაჭრა?
– ორივემ დავინახეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ვიცნობდით. არ ვიცით, ვინ იყო და რატომ, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, ვერ ვხვდებით. პირველი აზრი, რაც იმ დროს გიჩნდება, არის ის, რომ გინდა, დაეხმარო. ვცდილობდი, მანქანა გამეჩერებინა, რომელშიც ჩავსვამდი და წავიყვანდი. ის ადამიანი რა მომენტში გაიქცა, არც მახსოვს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
– სად მოხდა ზუსტად დანაშაული?
– ჩემს სახლთან ახლოს.
– მან იცოდა თქვენი მარშრუტის შესახებ, სად და როდის გადაადგილდებოდით?
– არა, ზვიადის გადაადგილება, წესით, მას არ უნდა სცოდნოდა. ზვიადი, ძირითადად, მანქანით დადის, ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ფეხით გამოვედით.
– გავრცელდა ვერსია, რომ ძარცვის მიზნით მოხდა თავდასხმა?
– შესაძლებელია, რომ ძარცვის მიზნით მოხდა ეს ყველაფერი. უბრალოდ, დღისით, მზისით, ქუჩაში ეს როგორ უნდა მომხდარიყო?! ვალუტის გადასაცვლელ ჯიხურთან ვიდექით და ალბათ, სწორედ ძარცვის გამო სცადა თავდასხმა.
– გავრცელდა მეორე ვერსიაც: შენ გამო მოხდა დანაშაული. წლების წინ შენმა ყოფილმა მეუღლემ დაჭრა ის ადამიანი, რომელმაც ახლა ზვიადს ჩაარტყა დანა.
– არა, ტყუილია. ჩემს ყოფილ ქმარს თავისი ოჯახი, შვილები ჰყავს და ეს საკითხი დალაგებული გვაქვს. თან, ძალიან დიდი ხანია, დაშორებულები ვართ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს გამორიცხულია. ეს ადამიანი ჩემი შეყვარებულიც ვერ იქნებოდა, რადგან მე და ზვიადი ვართ შეყვარებულები ძალიან დიდი ხანია. 8 წელია, ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში, სხვა შეყვარებული არ მყოლია. მეუღლეს რომ დავშორდი, მას შემდეგ დავიწყე ზვიადთან ურთიერთობა და დღემდე ერთად ვართ. ეს თემა გამორიცხულია, რომ ჩემ გამო შეჯახება მომხდარიყო.
– ზვიადიც არ იცნობდა მას?
– არა, არ იცნობდა.
– ასევე, გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ზვიადი შეიარაღებული იყო და რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგო ხალხმა. ახლოს დაგდებული იარაღიც იპოვეს. რატომ დადიოდა შეიარაღებული, ვინმესგან იცავდა თავს?
– კი, ამბობდნენ ამასაც. ზვიადი ჩემთან, სახლში იყო. ერთად გამოვედით და კარგად ვიცი, რა ჰქონდა. არცერთს არაფერი გვქონია. ის იარაღი ზვიადს არ ეკუთვნოდა. მე გასროლის ხმაც არ გამიგია. დაკითხვაზე რომ ვიყავი, იმასაც მეუბნებოდნენ, ვიღაც გაჯანჯღარებდაო და ესეც არ მახსოვს. ერთი ის მახსოვს, რომ ხმამაღლა ვკიოდი. მანქანების კარს ვაღებდი, რომ თავისუფალი მენახა და ზვიადი ჩამესვა.
– ზვიადს მანამადე თუ ჰქონია ვინმესთან დაპირისპირება ან სამართალდამცველებთან პრობლემები?
– არა, ასეთი ტიპი არ არის, რომ იფიქრო, ეს რაღაცის გამო მოხდა. ამერიკაში ცხოვრობს და პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. წყნარად, მშვიდად ცხოვრობს, სამართალდამცავ სტრუქტურებთან არასდროს ჰქონია შეხება.
– ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც ზვიადზე თავდასხმა განახორციელა? გამოძიება უკვე დაადგენდა მის ვინაობას.
– გამოძიებამ იცის მისი ვინაობა. თავდამსხმელს დანაშაულის ადგილას პირადი ნივთები დაუვარდა და უკვე ცნობილია ვინაობა. ჯერჯერობით ეძებენ, არ დაუჭერიათ. ასე, ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო, თუნდაც ძარცვის მიზნით, ვერ წარმომიდგენია.
– ამიტომაც გაჩნდა ვერსია, რომ ეს იყო შურისძიება.
–  გამორიცხულია, რადგან არც მე და არც ზვიადი არ ვიცნობთ მას.
– გამოძიება რა ვერსიაზე მუშაობს?
– დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ეძებენ და ჯერ არ დაუჭერიათ. მე იმ დღესვე ვიყავი დაკითხვაზე, ზვიადიც დაკითხეს და ის აღიარეს დაზარალებულად. დაკითხვის შემდეგ ჩემთან კითხვები აღარ გასჩენიათ, ამიტომ მეც მეტი დეტალი არ ვიცი.
– როგორია, ამჟამად ზვიადის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– როგორც კი დასტაბილურდა ზვიადის მდგომარეობა ისე, რომ ფრენა გახდა შესაძლებელი, კერძო რეანიმატოლოგი აიყვანეს და გაჰყვა ამერიკაში. მისი ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ, დახვდნენ და აეროპორტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერ დაუსტაბილურეს სიტუაცია და ახლა რეაბილიტაციის საკითხი მიდის, რომ სიარული შეძლოს და ფეხებში მგრძნობელობა აღუდგეს. სანამ აქ იყო, სახლში ერთი საათი შევდიოდი, თან ყოველდღე – არა. სულ მასთან ერთად ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში პირველად შევესწარი ასეთ ამბავს, თან ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებით. იმ დღეებში იმდენად ვიყავი მობილიზებული, ისე ვცდილობდი, მისთვის მიმეცა ძალა, რომ საკუთარ თავზე არც მიფიქრია. ღამეები ვრჩებოდი მასთან – ვათენებდი და ვაღამებდი. ჩემი გვერდში დგომა ძალიან დაეხმარა და ახლაც მინდა, წავიდე და მის გვერდით ვიყო ყველაზე რთულ პერიოდში. ახლა მას განსაკუთრებულად სჭირდება გვერდში დგომა, თან საყვარელი ადამიანისგან. მეც მინდა, ყველაფერში დავეხმარო, ვიყო მის გვერდით მანამდე, სანამ ფეხზე არ გაივლის. თვითონაც იბრძვის და ცდილობს შეძლოს გავლა. მელოდება და უნდა, რომ მის გვერდით ვიყო. ყველაზე რთული პერიოდი ერთად უნდა გავატაროთ, რადგან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რასაც ახლა სხვა ვერავინ მისცემს.

скачать dle 11.3