№42 რა მოხდა ამ დღეს
16 ოქტომბერი
1946 – სისრულეში მოიყვანეს ნიურნბერგის პროცესზე მიღებული გადაწყვეტილებები – ჩამოახრჩვეს 10 ნაცისტი მეთაური.
1964 – ჩინეთში გამოსცადეს პირველი ბირთვული იარაღი. გადაწყვეტილება საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნის თაობაზე ჩინელებმა 1955 წელს მიიღეს.
17 ოქტომბერი
1902 – დეტროიტში გამოუშვეს „კადილაკის“ ტიპის პირველი ავტომანქანა.
1933 – ალბერტ აინშტაინი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ლტოლვილი.
18 ოქტომბერი
1867 – ალასკა რუსეთის მფლობელობიდან გამოვიდა და გადაეცა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1941 – იაპონიაში დააპატიმრეს საბჭოთა მზვერავი რიჰარდ ზორგე.
19 ოქტომბერი
1860 – გერმანიაში დაარსდა პირველი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა შიდაწვის ძრავებს.
1911 – დაიწყო რაულ ამუნდსენის მოგზაურობა სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად.
20 ოქტომბერი
1818 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დაადგინეს კანადის საზღვრები.
1968 – არისტოტელე ონასისისა და ჟაკლინ კენედის ქორწილი.
21 ოქტომბერი
1879 – თომას ალვა ედისონმა გამოიგონა ელექტრონათურა.
1923 – მიუნხენში გაიხსნა მსოფლიოში პირველი პლანეტარიუმი.
1997 – ყაზახეთის დედაქალაქი ალმა-ატადან ასტანაში გადავიდა.
22 ოქტომბერი
1797 – ფრანგი ანდრე ჟან გარნერენი მსოფლიოში პირველი გადმოხტა პარაშუტით (საჰაერო ბურთიდან).
1842 – გუსტავ ფაბერჟემ გახსნა მოსკოვში პირველი საიუველირო სალონი.
1883 – ნიუ-იორკში გაიხსნა „მეტროპოლიტენ ოპერა“.