№42 ბრძნული აზრები
იუნგი: თუ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გასცეთ.
როკფელერი: ადამიანებთან მოპყრობის ცოდნა ისეთივე პროდუქტია, როგორიც: კარაქი, შაქარი, პური, ყავა. მე სიამოვნებით გადავიხდი ასეთ პროდუქტში გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა, რომელიმე პროდუქტში ქვეყანაზე.
მაკალეი: სიმშვიდე ემოციებზე ძლიერია. დუმილი ყვირილზე ხმამაღალია. უდარდელობა ომზე უარესია.
გერცენი: სადაც მთავრდება მოთმინება, იქ იწყება გამბედაობა.
კონფუცი: სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე – სახიფათო.
გრაჰამი: კარგ იდეას შეუძლია, მეტი პრობლემა შეგიქმნათ, ვიდრე ცუდ იდეას, რადგან გავიწყდებათ, რომ კარგ იდეას საზღვრები აქვს.
მილერი: შეიძლება, ისე გამოვიდეს, რომ საკუთრების უფლების გარეშე, დარწმუნებით არ შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს სიტყვის ან, უბრალოდ, ყოფნის უფლება.
კოელიო: ადამიანმა ბედი კი არ უნდა მიიღოს, არამედ აირჩიოს.
გოეთე: თქვენი ფიქრებთან მარტო დარჩენა საკმაოდ სახიფათო, მაგრამ სასარგებლო მდგომარეობაა.
რემარკი: მარტივია, გამოიცნო სანდოა თუ არა ადამიანი, უბრალოდ, ენდე მას.
ვოლტერი: საკუთარ თავზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ზურგს უკან მაინც საინტერესო ამბებს მოყვებიან.
სტეინბეკი: ადამიანებში ეძებე მხოლოდ კარგი, ცუდს ისინი თვითონ გაჩვენებენ.
კამიუ: ბედნიერება ხასიათის ნაირსახეობაა. ზოგის ხასიათში ეს ვლინდება მოლოდინის დროს, ზოგში – ძებნის დროს, ხოლო ზოგში – პოვნის დროს.
რუსო: რაც უფრო კარგად ვგრძნობთ თავს აწმყოში, მით უფრო ცოტას ვფიქრობთ მომავალზე.
ვოვენარგი: სულში, რაც უფრო მეტი მზეა, მით უფრო ნათელია ირგვლივ.
ლაო ძი: თუ დეპრესიაში ხართ, ესე იგი ცხოვრობთ წარსულით, თუ აღელვებული – მომავლით, ხოლო თუ მშვიდად ხართ – აწმყოთი.
ბონი: ბრბო სიკეთეს სისუსტისგან ძნელად არჩევს. ის მორჩილ პატივისცემას ამჟღავნებს ძალის მიმართ.
მაქკეი: ადამიანებს ჯოგური აზროვნება აქვთ. ისინი ჯგუფურად გიჟდებიან და როცა გონზე მოსვლის დრო დგება, ამას ნელ-ნელა, თითო-თითოდ აკეთებენ.
ჩესტერფილდი: მაჩვენეთ ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ.
მოლიერი: ქალი კატას ჰგავს. ყველაფერი ესმის, მაგრამ ბრძანებას არ ასრულებს.
მოპასანი: ქმრის ერთგულება ვლინდება, როცა მას ყველაფერი აქვს, ხოლო ცოლის, როცა ქმარს არაფერი გააჩნია.