№42 როგორ იწყებენ საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად შეფასებას და ხდებიან წარმატებულები სწავლაში „თავისუფალი ცოდნის სახლის” აღსაზრდელები
თანამედროვე სამყარო ახალ მოთხოვნებს უყენებს ადამიანებს. ხშირად მხოლოდ ცოდნა არ კმარა იმისთვის, რომ წარმატებული გახდე, დაიმკვიდრო შენი ადგილი საზოგადოებაში და შეძლო იყო გამორჩეული, აკეთებდე საყვარელ საქმეს. ადამიანის პიროვნული ბედნიერება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ახერხებ საკუთარი თავი შესთავაზო გარშემო მყოფებს, წარმოაჩინო შენი პიროვნება... მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც წარმატებულ ადამიანებს აქვთ, ბავშვობიდან იღებს სათავეს. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ აღზრდის ძველი მეთოდები არ იძლეოდა საშუალებას, ბავშვი ინდივიდად, მოაზროვნე და თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო
. ევროპისა და ამერიკის აღზრდისა და განათლების სისტემა გაცილებით ადრე გადავიდა ახალ მოდელზე. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ადამიანები უფრო ადვილად აღწევენ წარმატებას, ვიდრე საქართველოს ტიპის ქვეყნებში. თუმცა, დღეს უკვე ჩვენთანაც გამოჩნდა იმ ტიპის სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებული გარემოა შექმნილი. რა არის ბავშვისთვის მთავარი, რომ თანამედროვე ტიპის განათლება მიიღოს? – უპირველესად, აღმზრდელსა თუ მასწავლებელს მისი უნდა ესმოდეს. მოძებნოს მასში ინდივიდუალურობის მარცვალი და განავითაროს ის.
ბავშვებს არ მოსწონთ ერთფეროვნება, არ უყვართ, როცა დაძალებით აკეთებინებენ რამეს. მაგრამ, განსაკუთრებულად გახსნილები არიან ყოველივე ახლისა და საინტერესოს მიმართ.
როცა სახელოვნებო-შემეცნებითი „თავისუფალი ცოდნის სახლი“ გაიხსნა, მისმა დამფუძნებლებმა თავიდანვე ჩადეს პროგრამაში მთავარი – თითოეულ აღსაზრდელში პიროვნება აღმოეჩინათ. სწორედ ამის მიხედვით არის შედგენილი სასწავლო განრიგი.
სახელოვნებო-შემეცნებითი სკოლა „თავისუფალი ცოდნის სახლი” არ არის ჩვეულებრივი სკოლა. აქ მთელი ყურადღება იმაზეა გადატანილი, რომ ბავშვმა მიიღოს ის ცოდნა, რომელიც მას სამყაროს აღქმას გაუადვილებს.
რა თქმა უნდა, ბავშვმა ჩვეულებრივ სკოლაშიც უნდა იაროს, მაგრამ ის აბსოლუტურად სხვანაირად ვითარდება, სხვანაირად ეხსნება აზროვნების დიაპაზონი, როცა თავისუფალ გარემოში, პროფესიონალების ხელშეწყობით, ეძლევა საშუალება, აღმოაჩინოს საკუთარ თავში განსაკუთრებული ნიჭი, უნარები. საამისოდ,
სახელოვნებო-შემეცნებით სკოლა „თავისუფალ ცოდნის სახლში” ყველა პირობაა შექმნილი. სასწავლო პროგრამა მორგებულია ფინურ მოდელზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად და საუკეთესოდაა აღიარებული. აქ ბავშვებს უყალიბდებათ მსოფლმხედველობა სამყაროს, მოვლენებსა და ჩვენს რეალობაზე – გარდა საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო საგნებისა, ინგლისურსა და ისტორიასაც სწავლობენ. ასევე, აზრების გაზიარებას, ინდივიდუალიზმს, საკუთარი აზრის თამამად გამოთქმას. მათთვის საგანგებოდ ეწყობა შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიები. დადიან სპექტაკლებზე, გამოფენებზე, მუზეუმებში. ხვდებიან ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს. სეირნობენ ქალაქში და იღებენ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მის წარსულზე, ღირსშესანიშნაობებზე.
ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილები, მსოფლიო ლიტერატურული შედევრების გაცნობის საათები აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უვითარდებათ უნარი სხვადასხვა თემატური პროექტების წერისა, ასევე ინტელექტუალური რესურსის მობილიზებისა, რომელიც მომავალში დიდწილად განსაზღვრავს მათ წარმატებას როგორც პროფესიის სწორად არჩევის, ისე საზოგადოებაში ადვილად ინტეგრაციის საქმეში.
თუ სურვილი გაქვთ, თქვენი შვილი ლაღი, ყველანაირი კომპლექსებისგან თავისუფალი და ბედნიერი გაიზარდოს, ისწავლოს რთული სიტუაციებიდან მარტივად გამოსვლა და ნახოს სამყარო სხვა თვალით, იცოდეს და დაიცვას საკუთარი უფლებები. მისთვის სწავლა უსიამოვნო, დამთრგუნველი პროცესის ნაცვლად, სიახრული მომტანი იყოს; შეიძინოს ცოდნა, რომელსაც მომავალში რეალურად გამოიყენებს წინსვლისთვის და გახდეს მომავლის ადამიანი – „თავისუფალი ცოდნის სახლი” სწორედ თქვენთვისაა.
არ არის საჭირო, ბავშვს სწავლა დავაძალოთ და დასვენების დღეები როგორც მისთვის, ისე ჩვენთვის ტანჯვად ვაქციოთ. უფროსებს ხომ არასდროს გვყოფნის დრო და მოთმინება პასუხი გავცეთ იმ შეკითხვებს, ჩვენს პატარებს რომ უჩნდებათ და ითხოვენ მათზე ადეკვატურ პასუხებს. „თავისუფალი ცოდნის სახლი” სწორედ ის ადგილია, სადაც ამას, ჩვენ მაგივრად, პროფესიონალები გააკეთებენ და ძალიან მალე, საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ ყალიბდება თქვენი შვილი პიროვნებად. როგორ უჩნდება ცოდნის მიღებისა და მისი გამოვლენის სურვილი.
„თავისუფალი ცოდნის სახლში” სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, აღმოაჩინოთ თქვენს შვილში ის უნრები, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით და პირველი აგური ჩადოთ მისი მომავალი, ბედნიერი და წარმატებული კარიერის საძირკველში.
აღმაშენებლის 122.
ტ: 555 96 55 50; 593 38 75 61.