კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 თეიმურაზ იოსელიანის მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ქართული ენდოსკოპიის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

თეიმურაზ იოსელიანის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია ქართული ენდოსკოპიის განვითარების საქმეში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და 1972 წლიდან ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. ჰქონდა პატივი, ემუშავა ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ: პროფესორები – ეგნატე ფიფია, მიხეილ ჩაჩავა, აკაკი თელია, რუბენ დავიდოვი. მისი პროფესიული საქმიანობის 26 წელი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას უკავშირდება. ამჟამად ის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპიური და ენდოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია. მისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. საკუთარი გამოცდილებისა და ცენტრის ენდოსკოპიური განყოფილების საქმიანობის შესახებ, რამდენიმე საინტერესო კითხვაზე, თავად თეიმურაზ იოსელიანი გვპასუხობს.
– ბატონო თეიმურაზ, როგორ მოხვდით აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ცენტრში?
– რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ვმუშაობდი, მოგვიანებით, ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი გახლდით. 1991 წელს, მას შემდეგ, რაც შესანიშნავი პიროვნება, მეცნიერი, პროფესიონალი და მეგობარი – ბატონი ფრიდონ თოდუა მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა, დავიწყე მუშაობა მის მიერ დაარსებულ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მხარდამხარ მოვდიოდით ამ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩემი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი წლები ამ კლინიკაში გავატარე. აქ დავიცავი დისერტაცია, გავხდი სახელმწიფო და  გრიგორ მუხაძის პრემიების  ლაურეატი და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი პირადად ბატონ ფრიდონს მიუძღვის.
– ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი ხართ, როგორ დაახასიათებდით თქვენს განყოფილებას?
– ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილება ერთ-ერთი წამყვანია ჩვენს ინსტიტუტში. ჩვენთან ტარდება ურთულესი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ენდოსკოპიური ოპერაციები ულტრათანამედროვე აპარატურით. დანერგილია ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია. ოპერაციები კეთდება როგორც გასტროენტეროლოგიური დაავადებების, ასევე ბრონქოპულმონალური პათოლოგიების დროს. ჩვენი განყოფილების წარმატება განპირობებულია ინსტიტუტში არსებულ დიაგნოსტიკურ და კლინიკურ განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. განყოფილება ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას სტუდენტებისა და ექიმებისთვის.  ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა სამეცნიერო, საერთაშორისო კონფერენციებში. ამა წლის  7 ოქტომბერს საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის ეგიდით ჩავატარეთ მეექვსე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ენდოსკოპისტები: უკრაინიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ კორეიდან,  გერმანიიდან... მსგავსი კონფერენციები თითქმის ყოველ წელს ტარდება, რაც ხელს უწყობს ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ბატონი ფრიდონი ყოველთვის ზრუნავდა ჩვენი ექიმების სამეცნიერო დონის ამაღლებაზე, რაზეც მეტყველებს ჩვენს კლინიკაში დაცული 100-ზე მეტი სამეცნიერო დისერტაცია. ჩვენი ექიმები არიან სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისა და ასოციაციის  წევრები. სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონი ჩვენს გვერდით აღარ არის. ჩვენმა ქვეყანამ, სამეცნიერო საზოგადოებამ, კოლეგებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა დაკარგეს საზოგადო მოღვაწე, შესანიშნავი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი, ახალგაზრდების გულშემატკივარი და თავისი ქვეყნის მოსიყვარელე პიროვნება.
– თქვენ,  როგორც პროფესიონალი, რას ურჩევდით მომავალ ექიმებს?
– დამწყებ ექიმებს მინდა, ვუთხრა, რომ მკურნალობა ავადმყოფის საწოლთან ჩამოჯდომით იწყება, რადგან ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია. რადგან დღეს განსაკუთრებული როლი აპარატურულ დიაგნოსტიკას ენიჭება,  დამწყებმა ექიმებმა, კლინიკურ ნიშნებთან ერთად, კარგად უნდა იცოდნენ აპარატურის მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია და აქედან გამომდინარე, მკურნალობის სწორი ტაქტიკის დანერგვა.
скачать dle 11.3