კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ქალური შურისძიება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი
კომისარი მეგრე უკვე სამი დღე იყო, მკვლელობის საქმეს იძიებდა და იმ პატარა ტრაქტირში ცხოვრობდა, სადაც ეს საშინელება მოხდა. სავარაუდო მკვლელი მათ შორის იყო, ვინც მკვლელობის ღამეს ტრაქტირში იყვნენ და ეს მეგრემ მოგვიანებით შეიტყო, როცა მეპატრონეში ძველი ბანდიტი ამოიცნო. ფრედი „ბოქსიორი“ თხუთმეტი წლის წინ, მან თავად დააპატიმრა საყვარელ ქალთან ერთად, რომელიც ახლა სამზარეულოში დაფუსფუსებდა და კლიენტებისთვის კერძებს ამზადებდა. ტერეზას ძველი სილამაზისგან ვნებიანი გამოხედვა და სხეულის ფორმებიღა შერჩენოდა. მეგრე მაშინვე იცნო და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. მეგრემ ორივე ეჭვით შეათვალიერა და გამომცდელი მზერა იმ ახალგაზრდა ქალისკენ მიმართა, ტერეზას რომ ეხმარებოდა ბოსტნეულის გასუფთავებაში.
– ეს ლუიზაა, ობოლი. მე და ტერეზამ შევიკედლეთ, – აუხსნა ფრედმა, რომელსაც დამფრთხალი გამოხედვა ჰქონდა.
– მე მინდა, ყველანი მაგიდასთან დასხდეთ, რომელთანაც გუშინ ღამით ისხედით და მოვლენებიც თანმიმდევრულად გავიხსენოთ. მაშ ასე, საწყალი ბორშენი ამ მხარეში ფერმის შესაძენად ჩამოვიდა, თან ასი ათასი ფრანკი ჰქონდა, რადგან ვაჭრობა ქეშით უნდა გამართულიყო. ბორშენი აუქციონის წინა დღეს ჩამოვიდა, რათა ვაჭრობის დაწყებამდე მიწის ნაკვეთი, მეურნეობა და სახლი დაეთვალიერებინა. ფერმის მეპატრონე – გრუც, იმ საღამოს აქ იყო. ხომ ასეა?
გაფითრებულმა გრუმ თავი დაუქნია. არავინ იცოდა, აწყობდა თუ არა მომხდარი. მისი ქუჩაში დარჩენა დროებით გადაიდო, სანამ მეგრე მკვლელს არ იპოვიდა, მაგრამ მერე ბანკი ისევ ჩანიშნავდა ახალ აუქციონს.
– მოკლედ, – მეგრემ ამოიოხრა, კუჭი ატკინა ტერეზას მოშუშულმა ხორცმა, – ყველანი ისხედით, კალვადოსს სვამდით და კარტს თამაშობდით. ბორშენი რას აკეთებდა? ვინმემ ნახეთ მისი საფულე? პირველმა ნიკოლამ დააქნია თავი – ადგილობრივმა დურგალმა, რომელიც ფრედს ზოგჯერ ტრაქტირის საქმიანობაში ეხმარებოდა.
– დიახ, საკმაოდ სქელი საფულე იყო, რეზინით შეკრული. ამაყად გვაჩვენა ყველას, სანამ დასაძინებლად წავიდოდა.
– მომხდარის შესახებ როგორ გაიგეთ? – სუნით, – თქვა გრუმ, – ფრედმა დაუძახა ტერეზას, სამზარეულოში რამე ხომ არ გეწვისო. მერე ყველანი მასთან შევცვივდით და როცა ვნახეთ, გაზქურაზე არაფერი იდგა, ბოლი კი უკვე კიბის თავზე იდგა, ერთად გავიქეცით მეორე სართულისკენ. ლეიბს, რომელზეც საცოდავი ბორშენი იწვა, ცეცხლი ეკიდა. მას კი თავი ჰქონდა გახეთქილი. საფულე გაქრა.
მეგრემ ამოიოხრა და იქ მყოფებს დაძაბული მზერა „მოავლო“.
– ალბათ, ხვდებით, რომ ყველა, ვინც აქ ხართ, ნიკოლის გარდა, ეჭვმიტანილები ბრძანდებით. მხოლოდ მას არ დაუტოვებია ოთახი მას შემდეგ, რაც ბორშენი ზემოთ, დასაძინებლად ავიდა და მისი მკვლელობის შესახებ გაიგეთ. გარედან რომ შემოსულიყო ვინმე, ფრედის ისეთი ავი ძაღლი ჰყავს, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. პოლიციელებმა აქაურობა მთლიანად გაჩხრიკეს. საფულე ვერ იპოვეს. ის თითქოს უკვალოდ გაქრა. სამაგიეროდ, აღმოჩენილია მკვლელობის იარაღი – ნაჯახი... გასისხლიანებული ფარდულში ვიპოვეთ.
– მაგით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ის უბედური მე მოვკალი, – წამოხტა ფრედი, – რომ მომეკლა კიდეც, ცეცხლს რაღატომ მოვუკიდებდი, საკუთარ ტრაქტირს დავწვავდი? სად არის ლოგიკა?
მეგრემ ჩაიცინა და სასმელი მოწრუპა.
– სწორედ მაგაშია ლოგიკა. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, გვამი დილით რომ აღმოეჩინათ? სახლში მარტო შენ, ტერეზა და ლუიზა იქნებოდით. ეჭვმიტანილთა რკალი სამ ადამიანამდე დავიწროვდებოდა. ხანძრით ყველა ფეხზე დადგა და ახლა ეჭვმიტანილი ექვსია. აქედან, ოთხს თავისუფლად შეეძლო ბორშენის მოკვლა, მათ შორის, ქალბატონებსაც. მინდა, თითოეულისგან მოვისმინო  ვერსია, რა მიზნით დატოვეს ოთახი და ავიდნენ ზევით. სხვათა შორის, ის ოთახი, სადაც ბორშენს ღამე უნდა გაეთია, ზედ კიბის თავზეა, ანუ, მარტივად შეგეძლოთ შესვლა ისე, რომ აქ მყოფები ვერ შენიშნავდნენ. ტერეზა, რატომ ახვედი მაღლა? იცოდე, პასუხი დამაჯერებელი უნდა იყოს.
– ავედი, რომ კორსეტი მომეხსნა. ჰო, რა არის ამაში გასაკვირი. მე კორსეტს ვატარებ, რომ ფიგურა შევინარჩუნო. საღამოს კი გემრიელად ვივახშმე.
– ზემოთ ბრძანდებოდა მეორე ქალბატონიც. ლუიზა, რამდენიმე წუთი თქვენც დატოვეთ ეს ოთახი, რატომ?
ლუიზა შეყოყმანდა და ფრედის შეხედა.
– თქვი, ლუიზა, დამალვას აზრი არა აქვს, – ამოიოხრა „ბოქსიორმა“, – რა აზრი აქვს დამალვას, – ფრედმა ცოლს შეხედა, – მაინც მალე ყველაფერს გაიგებდი. ლუიზა მაღლა იმიტომ ავიდა, რომ ჩემთვის წერილი დაეტოვებინა. დიახ, ჩვენ საყვარლები ვართ და შენს მიტოვებას ვაპირებდი – ახალ ზელანდიაში გადასვლას და იქ ცხოვრების თავიდან დაწყებას. ტრაქტირს შენ გიტოვებდი. ყველაფერს გიტოვებდი და მიმაჩნია, რომ ასე სამართლიანი იქნებოდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ერთად გადავიტანეთ. მაგრამ,  აღარ მიყვარხარ. რა ვქნა?!.
– აღარ გიყვარვარ? – იკივლა ლუიზამ, – დიდი ხანია, ვხვდები, რომ ამ პატარა ბოზთან მღალატობ. როგორ მძულხართ ორივე! გგონია, გამომაპარებდით? ახალ ზელანდიაში უფულოდ აპირებდით წასვლას? კომისარო, ხედავთ? ესეც დანაშაულის მოტივი. ის უბედური ჩემმა ნაძირალა ქმარმა მოკლა და ფულიც მიითვისა.
– ფრედი, რას იტყვი, თავს რით დაიცავ? – გაფითრებულ „ბოქსიორს“ მიუბრუნდა მეგრე, – სერიოზული ბრალდებაა. ახლა მხოლოდ ნივთმტკიცება უნდა ვიპოვოთ და ვეღარაფერი გიშველის.
– ტყუილია, მე არ მომიკლავს ბორშენი. მე აღარ მინდოდა ციხის ჯოჯოხეთი, რომელიც უკვე გამოვიარე. ახალი და ბედნიერი ცხოვრებისთვის ვემზადებოდი. ამიტომ, ტერეზას ჩუმად, კრივის თამაშებში ვდებდი ფულს და ვაზღვევდი. ორასი ათასი ფრანკი უნდა გადამიხადონ, როგორც კი ორმოცდათხუთმეტი წლის გავხდები. ეს კი ერთი თვის შემდეგ მოხდება. სწორედ ერთი თვის შემდეგ ვაპირებდით მე და ლუიზა გამგზავრებას. მე შემიძლია, ეს დავამტკიცო.
– მე კი, შემიძლია, დავამტკიცო, რომ ბორშენი შენ მოკალი. ვიცი, სადაც შეიძლებოდა, დაგემალა მოპარული საფულე – ტერეზა სამზარეულოში შევარდა, ნარჩენებით სავსე დიდი სათლი აიღო და გადმოაპირქვავა. ბოსტნეულის ნარჩენები იატაკზე დაიყარა. ქალმა სათლს ძირზე რამდენჯერმე დაარტყა მაგად ხელი და მოხდა საოცრება. სათლს ერთი ფსკერი მოძვრა და შიგნით სამალავი გამოჩნდა. იქიდან კი, ტერეზამ მოზრდილი საფულე და რაღაც ქაღალდები ამოიღო. საფულე მაშინვე იცნო ყველამ. მეგრე კი ქაღალდებით დაინტერესდა.
– მოიცადეთ, ეს რა არის? ფრედი, მეგობარო, თუ არ ვცდები, ეს შენი ალიბია. დოკუმეტები სადაზღვევო კომპანიიდან, სადაც გარკვევით წერია იმ თანხის გადახდის ვალდებულებაზე, რომელსაც ერთ თვეში მიიღებ. ტერეზა, დიდი ხანია, ამ სამალავის შესახებ იცი?
გაფითრებული ქალი სკამის საზურგეს მოებღაუჭა. მეგრემ სიბრალულით შეხედა.
– ასეც ვფიქრობდი. ბორშენი შენ მოკალი. თავად აღიარე,  რომ იცოდი, ქმრის ღალატის შესახებ და შურისძიება დაგეგმე. მაგრამ, აჩქარდი და სერიოზული შეცდომა დაუშვი. არ დაინტერესდი იმ დოკუმენტებით, რომელიც სამალავში იყო. ეჰ, ტერეზა, მეცოდები, მაგრამ მე კანონს ვემსახურები. მკვლელობა კი ღალატზე მძიმე დანაშაულია, გაცილებით მძიმე.
скачать dle 11.3