კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: დაკვირვებული ვარ, როგორც კი აცივდება, თმა სუსტი და მტვრევადი მიხდება. მიუხედავად იმისა, რადიკალურად არაფერს ვცვლი ამ სეზონზე – დაბანის ინტენსოვობას, შამპუნსა და თმის მოვლის სხვა საშუალებებს ვგულისხმობ, მაინც შესამჩნევია ცვლილება. იქნებ მიპასუხოთ, რისი ბრალია და რა მოვიმოქმედო?
პასუხი
: ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის ცვლა ასუსტებს და აუარესებს თმის ღერის მდგომარეობას ცივ სეზონზე. ვისაც ისედაც პრობლემატური თმა აქვს, მათთვის განსაკუთრებით რთულია წელიწადის ამ სეზონში თმის სიჯანსაღის შენარჩუნება. ამიტომ, გასწავლით როგორ დაიცვათ თმა ამ სეზონზე. გააკონტროლეთ წყლის ტემპერატურა თმის დაბანისას. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. ეს უფრო მეტად აშრობს და მტვრევადს ხდის თმას. არ დაივიწყოთ ბალზამი-კონდინციონერი, ის თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. თავი შეიკავეთ თმის უთოსა და საშრობებისგან. მსგავსი მოწყობილობები წვავს თმას. თმა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, ძალიან სუსტდება, ცივი და მშრალი ჰაერის აგრესიული ზემოქმედებისგან. გირჩევთ, თმა გაიშროთ ბუნებრივი გზით, ფენისა და სხვადასხვა მოწყობილობის გარეშე. შეღებვაც ასუსტებს თმას. ამიტომ, ზამთარში მოერიდეთ რეგულარულად თმის ღებვას. შეგიძლიათ, ბუნებრივი საღებავი საშუალებით შეიღებოთ, მაგალითად, ინით ანუ ხნით.  გამოიყენეთ თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები. ზამთრის პერიოდში თმას სჭირდება დამატებითი კვება და დატენიანება. გირჩევთ, ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ. დააკვირდით თქვენს რაციონს. კვება უნდა იყოს ბალანსირებული. მიიღეთ ვიტამინები და მინერალები. ყოველდღიურ მენიუში სასურველია, იყოს თევზი, რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ფაფები, თხილეული და ნაკლებცხიმიანი ხორცი.
скачать dle 11.3