№42 როგორ გძინავთ
იცოდით, რომ ადამიანის ძილის პოზა, მის ხასიათზე მეტყველებს? თუ არა, მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა. მთავარია, მეტი დაკვირვებულობა გამოიჩინოთ და გაარკვიოთ, რა პოზაში იძინებთ ყველაზე კომფორტულად. მერე კი ნახეთ ტესტის შედეგები, რომელმაც შეიძლება, გაგაოცოთ.
1. თუ ვინმეზე ან რაიმეზე მუხლით დაყრდნობის გარეშე ვერ იძინებთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საიმედო და მშვიდი პიროვნება ხართ. თქვენი წყენინება რთულია. მომავლის საერთოდ არ გეშიანიათ. შეიძლება, იმიტომ რომ, ოპტიმიზმი თქვენი ხასიათის მთავარი უპირატესობაა. თქვენნაირ ადამიანებს შეუძლიათ, სიცილი ადრიან დილითაც და ადვილად ეგუებიან ნებისმიერ ცვლილებას. უნდა გიხაროდეთ, თქვენ იცით, როგორ იყოთ ბედნიერი.
2. თუ ემბრიონის პოზაში გძინავთ – ეს ნიშნავს, რომ ხშირად საჭიროებთ დაცვას და თანაგრძნობას. ამაოდ ცდილობთ პრობლემებისგან თავის დაღწევას, რადგან ამ მცდელობებში რეალობას ხართ აცდენილი. არ იცით, როგორ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები – გააკეთეთ, რაც გულით გინდათ: ხატეთ, იცეკვეთ, იგიჟეთ. მოეშვით საკუთარი თავის ტერორს.
3. თუ მუცელზე გძინავთ და ხელ-ფეხი ფართოდ გაქვთ გაშლილი – თქვენ გაქვთ ლიდერის თვისებები. ასეთი ადამიანები იმპულსურები არიან. იცავენ წესრიგს ოჯახში, სამსახურსა და სამეგობრო წრეში. უყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და არ მოსწონთ მოულოდნელობა. სხვათა შორის, თავისი სიჯიუტით ასეთი ადამიანები ხშირად აღწევენ წარმატებას.
4. ზურგზე მეფეებს სძინავთ... როგორც ჩანს, თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, თუმცა შინაგანად. მიუხედავად იმისა, რომ არავინ გამეფებთ, პოზიტიური და ხალიასიანი ხართ, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. საქმეში პრინციპული და ჯიუტი ხართ, თანაც რაციონალური, სიმართლეს ყოველთვის პირდაპირ ამბობთ.
5. წეროსავით გძინავთ? ანუ ფეხშეკეცილს? ამოუცნობი პიროვნება ბრძანდებით, რომლსაც იზიდავს ახალ-ახალი თავგადასავლები. ხასიათი ისეთი არასტაბილური გაქვთ, რომ გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებსაც კი გაურკვევლობაში აგდებთ. არჩევნის გაკეთება ძალიან გიჭირთ. გირჩევნიათ, სტაბილურობა, მაგრამ არ გამოგდით. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება – ფეხშეკეცილს კი შეგიძლიათ, გეძინოთ.