კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-41(876)


კოკა ჭარხალივით გაწითლდა.
– ახლა არ მითხრა, რომ თამრიკოზე ამბობ ამას, თორემ გავგიჟდები.
– რატომ, ხომ გიყვარდა?
– რა შუაშია სიყვარული... სიყვარული საერთოდ, რა შუაშია? – მოთმინებადაკარგული კოკა მთელი ხმით აყვირდა.
– ნუ ღრიალებ, ფეხზე დადგა მთელი სამეზობლო.
– მკიდია, ეგ სამეზობლო... ჭკუიდან ნუ გადაგყავარ. ჩემი ძმაკაცის ყოფილი ცოლია, ჩემი ძმაკაცის! მაინც ვერ ხვდები ჰო, რა კრეტინიზმია, რასაც მთავაზობ.
– არაფერს არ გთავაზობ. უტვინო ხარ, შვილო, ეჰ, როგორ ვერაფერი გასწავლა ცხოვრებამ.
– მოკლედ რა, მოახერხე და მომშხამე, – კოკამ ჩუმად შეიგინა და იატაკზე მიყრილ ტანსაცმელს დასწვდა, – მივდივარ. აღარ მომასვენე და... ასე ნუ მიყურებ. თუ იმედები გაგიცრუე, ბოდიში. ვერ ვივარგე, რა ვქნა... პირსახოციც მომაწოდე.
შხაპის ქვეშ დიდხანს იდგა. სახე წყლის ჭავლისთვის ჰქონდა შეშვერილი და ცდილობდა, აზრებისთვის თავი მოეყარა. თინა რაღაცაში მართალი იყო. უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდოდა, არც იმ რეალობასთან შეგუებაზე იყო თანახმა, რომელშიც აღმოჩნდა. ძმაკაცის ყოფილთან თუ არა, ახლანდელ ცოლთან ხომ იწვა?! ანუ, უყვარდა ყოფილი, მაგრამ სექსუალურ მოთხოვნილებებს მოქმედ ცოლთან იკმაყოფილებდა. რას იტყოდა, ეს ყველაფერი სხვა კაცზე რომ გაეგო? აუცილებლად შეაგინებდა და უხამსი სიტყვებით შეამკობდა ძალიან არაკაცური საქციელისთვის. ჰოდა, აი, მის ცხოვრებაში რა მოხდა. ბედმა რა „გაუჩალიჩა“. ახლა უნდა მისულიყო და ისე მოქცეულიყო ვახოსთან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. სახეშიც შეეხედა, მზერაც თამამად გაესწორებინა და „ჯიგრულად“ თავისი სამსახურიც შეეთავაზებინა, როგორც ჭეშმარიტ ძმაკაცსა და მამაკაცს. მერე რა, რომ თათიამ წამოაგო ანკესზე, მისი კაცური პასუხისმგებლობა სად იყო იმ დროს, როცა ძმაკაცის ცოლის შიშველმა სხეულმა ვნება აღუძრა.
***
თათიამ ზანტად შეისწორა სათვალე და აუზში მონებივრე კოკას გახედა. ქალის შემფასებლური და მბრძანებლური  მზერა კაცმა მოგვიანებით იგრძნო, როცა თვითონაც გაიხედა ნახევრად შიშველი ქალისკენ. საცურაო კოსტიუმი უფრო აჩენდა, ვიდრე მალავდა მისი ვნებიანი სხეულის ინტიმურ ადგილებს. ლამის ინანა, რომ დარჩა.
– ვახო მალე მოვა? – უხერხულობის დასაფარავად ჰკითხა თათიას და თავი აიძულა, მისი მოშიშვლებული, მაცდური მკერდისთვის არ შეეხედა.
– გინდა, რომ მოვიდეს? – კითხვითვე მიუგო თათიამ და გადაიკისკისა. კოკამ ეგრევე „გაშიფრა“ – „ეს მომცემია“, ნაღდია და წყალი არ გაუვა. საწყალი ვახო. უკვე არ მიკვირს, რომ ოჯახი დაანგრია. მაგრამ რქებით ივლის, თუ უკვე არ დადის. ყოჩაღად და მაგრად დადექი, კოკა, თორემ გაბანძდები.
– წვენი გინდა? – თათია მეგობრულად უღიმოდა. კოკას გული შეუქანდა და მთელ სხეულში საოცარი სისუსტე იგრძნო.
– აუ, რაღაც რომ გთხოვო შეიძლება? – თათია უკვე აშკარად ეპრანჭებოდა.
– მთხოვე, თუ რამე შემიძლია.
– განსაკუთრებული არაფერია. რუჯის ზეთი უნდა წამისვა და თუ მასაჟსაც გამიკეთებ... იცი, ზეთი როგორ უნდა წამისვა? – თათიამ თავისი ნაცრისფერი თვალები მიანათა კაცს, – ცოტას ხელისგულზე დაისხამ და ხელის წრიული მოძრაობით, ნელ-ნელა კანში შემაზელ. მოდი, რა იყო, გრცხვენია? შენ როგორი მორიდებული ყოფილხარ?!
ქალის გამომწვევმა კისკისმა კოკაზე დენის დარტყმასავით იმოქმედა, პირველად რომ შეახო ხელი ქალის ხავერდოვან კანს. მაშინვე მიხვდა, რომ საკუთარ თავთან დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად წააგებდა, თუ ქალი შემხვედრ ნაბიჯს გადადგამდა. ღმერთო, გადამარჩინეო, – ითხოვა გულუბრყვილოდ და ეს უფრო მახეში გაბმული მხეცის უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავდა. იმ მხეცისას, რომელმაც ინსტინქტურად იცის, რაზე მიდის. როცა სიხარბე სძლევს და ერთი, თუნდაც გემრიელი ლუკმისთვის, ყველაზე ძვირფასს – თავისუფლებას სწირავს.
***
თამუნამ კომპიუტერის ეკრანს თვალი მოაშორა და შვილს გაოცებული მზერა მიაპყრო.
– აბა, გაიმეორე, რა თქვი?
– ჯერ რომ რამე მაჭამო, არ გინდა? – ორი თითით ყელი გამოიწია მარინკამ, – იცი, როგორ მშია? ვახო მეხვეწა, წავიდეთ, სადმე ვივახშმოთო, მაგრამ არ გავყევი.
– ეგ არ მიკითხავს. რომ შემოხვედი, მაშინ რა თქვი? – ხმა გაიმკაცრა ქალმა.
– ახლა ნუ გადაირევი... მშვიდად და პოზიტიურად შეხედე ამას. მით უმეტეს, რომ ვახოს ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორსაც ველოდი.
– გოგო, – ამოიოხრა თამუნამ, – შენ ვერ გაიზარდე და ვერაფერი ისწავლე ჩემგან? რამ გათქმევინა ეგ სისულელე?
– რატომ არის სისულელე?
– იმიტომ, მარიკუნა, იმიტომ! ჯერ ერთი, ტყუილი საშინელებაა და იცი, როგორ ვერ ვიტან ტყუილს და მეორე, საერთოდ არ იყო საჭირო მამაშენთან ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი.
მარინკამ დამნაშავე ბავშვის გამომეტყველებით შეხედა გაბრაზებულ ქალს, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მოეხვია.
– კარგი რა, დე... ნუ მებუტები. მე მინდოდა, ვახო გამებრაზებინა. უცებ ისე მომეშალა ნერვები... რატომ არ უნდა შევუქმნა დისკომფორტი იმ პატარა კახპას?
– მარინკა, რას ჰგავს შენი საქციელი?! ან ის გოგო საერთოდ რა შუაშია. ჩემი და მამაშენის ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობაა. შენ მას უთხარი, რომ საყვარელი მყავს, – რატომ გააკეთე ეს?
– დედა! – გააპროტესტა მარინკამ და შეეცადა, როგორმე გამძვრალიყო, მაგრამ ქალი ისე უყურებდა, ხელი ჩაიქნია და გვერდით მიუჯდა. რამდენიმე წუთს ორივე დუმდა. თამრიკო მხოლოდ შესცქეროდა შვილს და თავს უკმაყოფილოდ აქნევდა. მარინკას ნერვებმა უმტყუნა.
– ასე ნუ მიყურებ. შეიძლება, მართალი ხარ, შეიძლება, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენ რომ იმწუთას ვახოს სახე გენახა... არ იცი, რა დაემართა, ყბა ჩამოუგრძელდა და პირი დააღო. შოკშია, ალბათ, ახლაც და ვეჭვობ, იმ ქალბატონმა მოახერხოს მისი ამ შოკიდან გამოყვანა.
– მარინკა, ვერ ხვდები, რა გააკეთე? მართლა ვერ ხვდები?
– ჰო, კარგი... რა გავაკეთე? ინერვიულოს ცოტა შენმა ქმარმა, არაფერი მოუვა.
– შენ გგონია, ვახოზე ვნერვიულობ? მარინკა, როგორი გულუბრყვილო ხარ. ახლა ვახო ეცდება, გაიგოს, ვინ არის ჩემი საყვარელი. როგორ გგონია, მოსვენებული ცხოვრება მექნება?
– კარგი რა, ძალიან აზვიადებ. ვახოს ვუთხარი, დედას თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და ბედნიერი ჩანს-მეთქი. კი არ დამიკონკრეტებია...
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ღმერთო, ეს რა გააკეთე!
– ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა, – მოულოდნელად გაცხარდა მარინკა, – და სულაც არ ვნანობ. მომისმინე, ვახოს ნერვიულობად ეს ყველაფერი ღირდა. თანაც, იქნებ გაგიჩნდეს კიდეც თაყვანისმცემელი. ახალგაზრდა ხარ და საკმაოდ მომხიბვლელიც. თუ მოინდომებ...
– არ მოვინდომებ და მეორედ ეს აღარ თქვა, – მკაცრად მოუჭრა თამუნამ, – საკმარისია ჩემს ცხოვრებაში სიყვარულით გამოწვეული ემოციები. აღარ მინდა.
– სულ ტყუილად. არ მინდა, მარტო იყო. როცა იქნება, ხომ გავთხოვდები. მერე რას იზამ? მამაჩემი ასეთ თავგანწირვას არ იმსახურებს.
– რა შუაშია მამაშენი ან რა თავგანწირვაზე მელაპარაკები. არავინ მჭირდება, რომ ბედნიერი ვიყო. შენც მყავხარ, გათხოვდები, თუ ჩემ გვერდით იქნები, ეს არაფერს შეცვლის. მამაკაცი არაფერში მჭირდება-მეთქი და ამაში ეჭვი ნუ შეგეპარება. რაც შეეხება მამაშენს...
მარიკუნამ ხელები აიქნია.
– არ მთხოვო, რომ სიმართლე ვუთხრა. არ გავაკეთებ ამას. ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ. ვახო მერე არაფერს დამიჯერებს.
– ჰოდა, ამიტომაც ვარ ტყუილის წინააღმდეგი. ახლა ხვდები, რა პრობლემები შექმენი?
– თუ ვახოს სიმართლეს არ ეტყვი, პრობლემებიც არ იარსებებს.
– რა მარტივად უყურებ ყველაფერს. თუ ვახოს სიმართლეს დაუმალავ, პრობლემა მე შემექმნება.
– მოვიფიქრე! – თვალები აუციმციმდა მარიკუნას, – არც დაეთანხმო, არც უარყო... რაც უნდა, ის იფიქროს. კიდევ უფრო დაინტრიგდება.
თამუნამ თავი გადააქნია და სახეზე ღიმილისმაგვარი გრიმასა გაუჩნდა. მარინკა ამას მიხვდა, იგრძნო დედის მხრიდან ბრაზის ტალღა რომ განელდა და ამ მომენტით ისარგებლა. ქალს გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე მიადო.
– დე, რომ გენახა ვახოს სახე... მგონი, ისევ უყვარხარ... მართლა ძალიან იმოქმედა მასზე.
თამუნამ შვილს თმა ალერსით მოუჩეჩა და შუბლზე აკოცა.
– ჩერჩეტო გოგო. სიყვარული რა შუაშია. ყველა კაცი ბუნებით მესაკუთრეა და არც მამაშენია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ წავიდა, მაინც თავისად მიმიჩნევს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ჰოდა, ახლა შეურაცხყოფილია. სტანდარტული მამრის ჩვეულებრივი რეაქციაა. გაუვლის.
– არ გინდა, ცოტა გაერთო? რამე გეგმა რომ შევიმუშავოთ მასთან დაკავშირებით და ვაწვალოთ, ღირსია. არ მეთანხმები?
– გეთანხმები, რომ ღირსია, მაგრამ მე არ ვარ იმისი ღირსი, ქუჩის ქალივით მოქცევას მთავაზობდეს ჩემი ქალიშვილი.
მარიკუნამ გაოცებით შეხედა ქალს.
– რა იგულისხმე? მე არ მინდა, ქუჩის ქალივით მოიქცე.
– კარგია, რომ მეთანხმები. თუმცა, ვახოს არ ვეტყვი, რომ მოატყუე.
– დე, რა საყვარელი ხარ... – აღფრთოვანებით შემოკრა ხელი მარიკუნამ, მაგრამ თამრიკომ მაშინვე ცივი წყალი გადაასხა.
– მომისმინე, ამას მხოლოდ შენს დასაცავად ვაკეთებ. მამაშენმა არ უნდა მისაყვედუროს, რომ ცრუპენტელად გზრდი.
მარინკამ წყენით შეხედა დედას, იმანაც ნიშნის მოგებით გაუღიმა.
***
კოკა იძულებული გახდა, თავს გამოტყდომოდა, რომ თათია შეუდარებელი იყო სექსში ან ძალიან ცდილობდა, შეუდარებელი ყოფილიყო. მასთან გატარებული ღამის შემდეგ სინდისის ქენჯნა გრიპის ვირუსივით „აიკიდა“ და ვეღარაფრით მოიშორა. ვერც იმას მიხვდა, რისთვის სჭირდებოდა გოგოს. მიზანს მიაღწია – ფულიანი, სიმპათიური კაცი ქმრად გაიხადა და თავის ჭკუაზე აპორწიალებდა. კოკას იმის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თათიას ქმარი თუ საყვარელი თავის ჭკუაზე ეპორწიალებინა, მაგრამ პრობლემა ის იყო, მისი ძმაკაცი რომ დაპორწიალებდა ამ გოგოს ნება-სურვილზე. თანაც, ცდუნებას ვერ გაუძლო. სუსტი აღმოჩნდა. საკუთარ სიძლიერეზე განსაკუთრებული წარმოდგენის არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც თათიასთან მოხდა... კოკამ გადაწყვიტა, ამაზე არ ეფიქრა და თათიასგან თავი შორს დაეჭირა. გადაწყვეტილება კომიკური და პირობითი იყო, იმიტომ რომ, თათიამ, როგორც კი დარეკა, მაშინვე მასთან შესახვედრად გაქანდა. თავი იმით დაიმშვიდა, მეტად ეს აღარ განმეორდებაო, მაგრამ...
***
ვახომ ღვინის ბოთლი გახსნა და მოზრდილი ბოკლები სანახევროდ შეავსო მუქი წითელი სითხით.
– ცოტა დავლიოთ... ისეთი ნერვებმოშლილი ვარ, მჭირდება. სად დაიკარგე, ხომ გითხარი, ჩემს არყოფნაში თუ რამე დაგჭირდება, თათიას დაურეკე-მეთქი.
– არ დამჭირდა, – კოკამ ღვინო მოსვა, – რატომ ხარ ნერვებმოშლილი? – სცადა, საუბრის თემა შეეცვალა.
– ეჰ, ჩემი ქალების გადამკიდე... ჭკუიდან გადამიყვანა სამივემ.
– ვინ სამივემ? – ლუკმა ყელში გაეჩხირა კოკას და თათიასთან გატარებული ბოლო ღამე გაახსენდა.
ვახომ გაოცებით შეხედა.
– რა გჭირს, შენ, უკვე დათვერი? ვინ სამი ქალი მყავს მე?
– რა ვიცი, მხრები აიჩეჩა კოკამ, – უკან ხომ არ გამოგეკიდები. არც მაინტერესებს, ვისთან ერთობი.
– რას ვერთობი, ბიჭო, შეიშალე? თათიას, მარიკუნას და თამრიკოს ვგულისხმობდი. მგონი, პირი შეკრეს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მალე გამაგიჟებს.
– რა მოხდა?
– ვახომ თავი გადააქნია და თეფში ხინკლით აივსო, – უჰ, შენ გაიხარე, რომ სახინკლეში გამომყევი. მოვკვდი ამ „ფინფანფო“ საჭმლის ჭამით. ყელში ამომივიდა ბრინჯი და იაპონური ჯოხები. თათიას აქ ვერ შემოიტყუებ, ცხვირს იბზუებს, მდაბიოები დადიანო. თითქოს იმ „მდაბიოებს“ პირში გემო არ ჰქონდეთ. სახლშიც ვინ გაჭმევს ნორმალურ სადილს... ჩაი, კრუასანი, ჰოლანდიური ყველი... ჩახოხბილი და ჩიხირთმა მომენატრა.
– მერე, გამოდი ჩვენთან და თინას გავაკეთებინებ. უარს კი არ იტყვის, ხომ იცი, როგორ უყვარხარ, – მიიპატიჟა კოკამ. ის აღარ უთქვამს, რამდენიმე საათის წინ როგორი ბოღმა გადმოანთხია თინამ შვილის მეგობარზე.
– ო, თინა დეიდას ჩახოხბილი... ნერწყვი მომადგა. მართლა, როგორ არის? ისევ მუშაობს?
– მუშაობს. მერე სახლში მოდის და მე „მამუშავებს“. შემჭამა.
– ნუ წუწუნებ. სამს ვუძლებ მე. შენ ერთს, ისიც დედას, როგორ ვერ უნდა გაძლო. მით უმეტეს, რომ ანგელოზი ნამდვილად არ ხარ.
– მერე, ვამბობ, ანგელოზი ვარ-მეთქი? საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ რა გავაკეთო. ვერ გამოვედი ისეთი, მაგას რომ უნდოდა. უნიჭო გამოვდექი, ვერ ავუღე ცხოვრებას ალღო ზოგიერთივით.
ვახომ ჩაახველა და მეგობარს ისე შეხედა, კოკა მიხვდა, საკუთარ თავზე რომ მიიღო მისი ნათქვამი... გაიღიმა.
– მე ეს ისე ვთქვი, ზოგადად. შენ არ გეხება, რა თქმა უნდა.
– რატომ? მეც მეხება. ავუღე ცხოვრებას ალღო. საყვედური არ მეთქმის. აი, ქალების რატომ ვერაფერი გავიგე, ეგ მიკვირს. მართლა გამაგიჟებენ ეგენი, გეუბნები.
– რა მოხდა, აღარ იტყვი?
– რა ვიცი... ჯერ იყო და მარიკუნა მეჩხუბა... არა, ჯერ თათია მეჩხუბა.
– საჩუქარი არ მოეწონებოდა, – გაღიმება სცადა.
– პრობლემა ისაა, რომ ვერ გავიგე, რას ითხოვს ჩემგან. სულ გვერდზე ხომ არ დავუჯდები. წუწუნებს და ისე ჭირვეულობს, გაქცევა მინდება.
– გაიქეცი მერე.
ვახომ ხელი ჩაიქნია.
– ადვილი სათქმელია, – გაიქეცი... მეორე ცოლსაც ხომ არ გავექცევი. თანაც, მიყვარს. ვერ წარმომიდგენია მაგის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მაწვალებს. ეტყობა, როცა აქ არ ვარ, მოწყენილია. უგროვდება წყენა და მერე თავზე დამატეხავს ხოლმე.
„ჰმ, მოწყენილია, როგორ არა...“ – უნებლიეთ გაიფიქრა კოკამ და საკუთარ თავზე გაბრაზდა. უხერხულობა რომ დაეფარა, თეფშზე ხაჭაპურის ნაჭერი გადმოიღო.
– ერთად უნდა გვესადილა, – განაგრძო ვახომ. კოკას რეაქცია მისთვის შეუმჩნეველი დარჩა, – მაგრამ გაიბუტა, როცა ვუთხარი, შეხვედრა მაქვს-მეთქი.
– მე რომ უნდა შემხვედროდი, მაგაზე გაბრაზრდა?
– რა მნიშვნელობა აქვს, შენ უნდა შეგხვედროდი თუ სხვას. ჩამოხვედი და აქეთ-იქით დადიხარო. გაბუტულია. სასადილოდ არ წამომყვა.
– შეგირიგდება... მაგრამ რამდენი დაგიჯდება, ეგ არ ვიცი.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3