№42 M&D Family – გზა მეგობრობიდან წარმატებულ ბიზნესამდე
ორი წლის წინ საუკეთესო მეგობრებს – თაკო აბესაძესა და მედეა დრობიშევს საერთო ბიზნესის წარმოების იდეა გაუჩნდათ და დღეს მათ განხორციელებულ იდეას მაღაზია M&D Family ჰქვია, რომელიც მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ბერძნული და იტალიური ბრენდის სამოსს და აქსესუარებს თქვენთვის მისაღებ ფასად შეხვდებით. კონკრეტულად რისი შეძენაა შესაძლებელი M&D Family-ში და რა ტიპის აქციებს სთავაზობენ მომხმარებელს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი – თაკო აბესაძე გვპასუხობს.
თაკო აბესაძე: მე და მედეა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, 90-იან წლებში მეც უცხოეთში წავედი და ისიც, საბერძნეთში წავიდა საცხოვრებლად. ასე დაგვაშორა ამ მდგომარეობამ. 2 წლის წინ, მე საბერძნეთში ვისვენებდი, სადაც ერთმანეთს შევხვდით და გაჩნდა თბილისში, მაღაზიის ერთობლივად გახსნის იდეა. მას ჰქონდა ადრე მაღაზია და შესაბამისად, გარკვეული გამოცდილებაც – ამ კუთხით. წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი იდეა სისრულეში მოვიყვანეთ და უკვე ორი მაღაზიით ვფუნქციონირებთ. მალე დავიმსახურეთ მომხმარებლის მოწონება. საბურთალოს ფილიალში, თავდაპირველად, შედარებით მცირე ფართში ვიყავით და უკვე ერთი წელი ხდება, რაც გავფართოვდით.
– ვინ გამარაგებთ ბერძნული და იტალიური ბრენდებით?
– რადგან ჩემი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი – მედეა დრობიშევი საბერძნეთში ცხოვრობს, ჩვენი პროდუქცია შემოდის საბერძნეთიდან და გახლავთ ბერძნული და იტალიური ბრენდები. მედეა ჩვენი მაღაზიისთვის აგზავნის მოდურ და ხარისხიან პროდუქციას. მე არ მიწევს ადგილზე ჩასვლა და წამოღება, რაც ბევრად ამცირებს ხარჯებს და გვაძლევს იმის საშუალებას, ცნობილი და მოდური ბრენდები ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს. სწორედ ჩვენმა მისაღებმა ფასებმა განაპირობა მომხმარებლის დიდი ნაწილის მოზიდვა.
– კონკრეტულად, რა პროდუქციის შეძენა შეიძლება თქვენთან?
– რაც შეეხება ქალბატონების ხაზს, შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით ყველაფერი გვაქვს. საუბარია, როგორც სამოსზე, ასევე, ფეხსაცმელზე, ჩანთებზე, აქსესუარებზე, თეთრეულზე, სუნამოებზე, თმის სამაგრებსა და პარფიუმერიაზე. გარდა ამისა, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია მამაკაცისა და ბავშვის სამოსი და ფეხსაცმელიც.
– რა სიხშირით ხდება თქვენთან კოლექციის განახლება?
– გვაქვს ბერძნული ბრენდი „დოკა,” რომელიც მხოლოდ ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში. ყველა მოდელი ექსკლუზიურია და არ მეორდება, ჩვენთან ვერ შეხვდებით მაგალითად: ორ ერთნაირ ჩანთას, ფერში მაინც იქნება განსხვავება, ასეა ტანსაცმლის შემთხვევაშიც. ახლა ველოდებით კიდევ ახალ კოლექციას, სადაც არაერთ საინტერესო და მოდურ სამოსს შორის, იქნება „დუბლიონკებიც”, სულ 5 ცალი და ყველა მათგანი – ერთმანეთისგან განსხვავებული. ჩვენი მიზანია, ყველასგან განსხვავებული მოდელები შემოვიტანოთ და არ იყოს ბევრი ერთნაირი.
– ხშირად გაქვთ აქციები და ფასდაკლებები?
– ჩვენთან ფიქსირებული ფასი არ ნიშნავს საბოლოო ფასს. ყოველთვის ვითვალისწინებთ კლიენტის მდგომარეობას და ვუწევთ გარკვეულ შეღავათს. ხშირია შემთხვევა, როცა მომხმარებელი რამდენიმე ნივთს ერთად იძენს. რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვან შეღავათს ვუწევთ. რაც შეეხება ფასდაკლებებს, მაგალითად: სექტემბრის ბოლომდე მთელი ზაფხულის კოლექცია ფასდაკლებაში გვქონდა. ყოველთვის გვაქვს შუა სეზონური ფასდაკლებებიც. როგორც უკვე გითხარით, ყველა ნივთი ექსკლუზიურია და ძალიან ხშირად, იმდენად
სწრაფად იყიდება, რომ ვერც ვასწრებთ ბევრ პროდუქციაზე ფასდაკლებას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, მომხმარებელი უკმაყოფილო არ წავიდეს ჩვენგან. თითქმის ყოველკვირას შემოდის ახალი კოლექცია. რაც შეეხება აქციებს, ჩვენს მომხმარებლებს გარკვეული თანხის პროდუქციის შენაძენისას ვასაჩუქრებთ არაჩეულებრივი ფრანგული ბრენდის „ბაოლიშის” კოსმეტიკით. თუმცა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ნებისმიერი აქსესუარით ჩავანაცვლოთ. ჩამოგვაქვს დაპატენტებული ფრანგული სუნამოები, რომლებითაც დღესასწაულებზე ვასაჩუქრებთ ჩვენს მომხმარებლებს. მაგალითად, ახალ წელს ყველა მომხმარებელმა მიიღო საჩუქარი ჩვენგან.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ვგეგმავთ, ქვეყნის დიდ ქალაქებშიც იყოს ჩვენი ბრენდის მაღაზიები. თუმცა, ამ ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება. იდეა არსებობს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, შევძლებთ მის განხორციელებას.
მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ. ¹11 ბ; დუმბაძის პროსპექტი, სავაჭრო ცენტრი „მუხიანი სითი”
საკონტაქტო ტელ: 577 43 70 07
Facebook: M&D Family