კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ გახდა თემურ კილაძე ქალის გულის მოსაპოვებლად პროფესორი და მილიონერი ორჯერ და რა არ დაუჯერა მან სადამ ჰუსეინს, რომელმაც დიდი ჰოლდინგის მმართველად დანიშნა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

თემურ კილაძეს ძალიან საინტერესო და უჩვეულო ცხოვრება აქვს გავლილი. იმისთვის, რომ თავის რჩეულ გოგოს შეემჩნია, 37 წლისა უკვე პროფესორი, კათედრის გამგე და ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახდა... ის ბაშკირეთის ენციკლოპედიაშიც შევიდა. ორჯერ გახდა მილიონერი და ორჯერვე იმაზე მალე გაკოტრდა, ვიდრე მილიონები მოიპოვა. ცხოვრებას არასდროს ეპუებოდა, ყველაფერს ტოვებდა და თავიდან იწყებდა...
თემურ კილაძე:  17 წლის წავედი საქართველოდან და დიდხანს, უაზროდ ვიხეტიალე... ვინ იცის, იმ ასაკში დროის ფასი და განა მარტო იმ ასაკში? შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი წასვლისა ის იყო, რომ ამ დალოცვილ თუ ღმერთისგან მიტოვებულ ქვეყანაში უპატრონოდ არავინ ხარ. ქვეცნობიერმა ყველაფერი იცის და წადი, წადიო... 2008 წელს დავბრუნდი. მოსკოვში, გუბკინის ინსტიტუტში, რომელსაც ყველა „კერასინკას“ ეძახდა, თავადაც არ ვიცი, რატომ,  მაინცადამაინც ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ გადავედი უფაში, ნავთობის ინსტიტუტში, იმავე სპეციალობაზე. მერე, როცა ყველაფერი კარგად მქონდა ცხოვრებაში, ისევ ქვეცნობიერმა – რუსეთიდანაც  წადი და გადარჩებიო და წავედი ჯერ ვენაში, თითქმის ერთი წელი...
– ადრეულ ასაკში როგორ გახდით კათედრის გამგე და ასამდე ნაშრომის ავტორი?
– ქალზე დიდი სტიმული არაფერია და გამარჯვებისთვის ჯილდოც ხომ ქალია? განა მეტი ბედნიერება არსებობს? არა მგონია... უზომოდ შეყვარებული ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ იმ გოგოს დაენახა და ჩემზე ეთქვა: რა ბიჭია, ყველას სჯობიაო. აი, ქალისთვის რომ დამემტკიცებინა, თუ რა მაგარი ვარ, ვცდილობდი, მთები გადამებრუნებინა. ამის გამო მთებს ყოველთვის ვაბრუნებდი, მაგრამ ჯილდო ყოველთვის არ მიწევდა. ამიტომ, გავხდი 36 წლის ასაკში დოქტორი, 37 კი – პროფესორი და კათედრის გამგე, ასამდე ნაშრომის ავტორი... კომუნისტების დროს ძალიან „პაჩოტში“ იყო – თან ჯინსებიანი და ყელზე, პერანგში ხელსახოცჩატანებული პროფესორი. მერე სპეციალობით წიგნი ხელში აღარ ამიღია. არ მომეწონა, რომ მეგობარმა ჟენია კანტორმა ჩემზე მეტი იცოდა. ის ახლაც კათედრის გამგეა და პატივსაცემი პიროვნება, მე კი ვაპირებ, წანწალის გაგრძელებას და იტყვით, ბედი არააო? ალბათ, მაგიტომ შევძელი ყველაფერი...
– დაგინახათ იმ გოგომ?
– იმ გოგომ მართლა შემნიშნა და მეც მთელი ოცი წელი თვალს ვერ ვაშორებდი. მერე წავიდა... არავის ვტოვებდი – ცხოვრებას მოჰყავდა და მიჰყავდა. უფრო ისინი მტოვებდნენ. მკითხეს – როგორ დავიჯერო, მაგ ლაწირაკმა გოგომ მიგატოვაო და კი, ნამდვილად მიმატოვა-მეთქი. გული დამწყდა, რომ არაფერი გავაკეთე მის შესაჩერებლად. ისე, როგორ წარმოგიდგენიათ მუდმივი სიყვარული? სიყვარულით სულ სამჯერ ვიყავი „გადატვინებული“, მეოთხეზეც არ ვიტყოდი უარს და საერთოდ, სიყვარულის აგონია რომ გჭირდეს, რა, ცუდია? ეჰ, მაგას ვინ ეღირსება. ჩემგან  წასული მერე ყველა ბედნიერი იყო, ახალ ცხოვრებას იწყებდა.
– როგორ გახდით მილიონერი?
– მილიონერი ორჯერ კი გავხდი და უპორტფელო მინისტრიც კი ვიყავი. თუმცა, რომ მიმეღწია ამის ჭკუა მეყო, მაგრამ რამე შემენარჩუნებინა, იმის – არა.  საბჭოთა კავშირი რომ ინგრეოდა და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, დაიწყო კოოპერეტიული მოძრაობები. საინტერესო იყო ის, რომ რამდენიმე ჩემი ნაცნობი ძალიან მაღლა ავიდა. მაშინ რუსეთში პრემიერი გაიდარი იყო და იმასაც არაფრად აგდებდნენ. ქვეცნობიერმა მითხრა: წადი რუსეთიდან წადიო. არცერთი არაა ცოცხალი. მე კოოპმოძრაობასთან არაფერი მესაქმებოდა, ინსტიტუტში ვასწავლიდი. დისერტაციის თემა იყო „93 ოქტანური რიცხვის ბენზინის წარმოება“. როცა მივხვდი, რომ იქნებ რამეში გამომადგეს-მეთქი, მოვსინჯე ნავთობის კერძოდ გადამუშავება. გამომივდა და ძალიან მალე, ალბათ, ერთ წელიწადში გავხდი მილიონერი. თუმცა, ერთი წელიც არ გასულა, გავკოტრდი.
– გაკოტრება როგორ მოახერხეთ?
– იმ დროს სად იყო სახელმწიფო და ერთ ტიპს გადავუტვირთე 20 000 ტონა ჩემი პირადი ნავთობპროდუქტი. სამ თვეში საბჭოთა კავშირი დაინგრა და ის ტიპიც გაქრა... „გარეკა” ლონდონში და პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ამიტომაც არ მჯერა იმათი პოლიტიკურობის, ვინც ამ საბაბით ქვეყნებიდან გარბის. მერე იმან ბევრი „გადააგდო”...  გაკოტრებას განსაკუთრებული ნიჭი უნდა – ამას ჰქვია ადამიანების ნდობა და თურმე, ყოველი ნდობა მთავრდება მოტყუებით, ისევე როგორც ყოველი მოტყუება იწყება ნდობით. ეს, რაც შეეხება გაკოტრებას. რაც შეეხება გამილიონერებას, არის ორი გზა: ტრადიციული, რასაც წარმატებით მიმართავს მსოფლიოს მოსახლეობა და განსაკუთრებით ის ნაწილი, სადაც კანონი არაა: წაართვა, მოატყუო, გადააგდო. ყველაზე იოლი კი ვისი გადაგდებაა? – ვინც გენდო. ასე რომ, ყოველ გაკოტრებას მოჰყვება ვიღაცის გამდიდრება. მეორე გზა არასტანდარტული აზროვნება, არასტანდარტული იდეაა და ეს იდეა მუდამ ზედაპირზეა. მთავარია, დაინახო. აი, ეს დანახვაა ყველაზე რთული, იმიტომ რომ, ყველა ღრმად ეძებს.
– რატომ მოხვდით ბაშკირეთის ენციკლოპედიაში?
ბაშკირეთის ენციკლოპედიაში 2007 წელს მოვხვდი როგორც ქიმიკოსი, რომელსაც ნავთობგადამამუშავებელ სფეროში ასზე მეტი ნაშრომი აქვს. რაში მაინტერესებს, რომ ენციკლოპედიაში მოვხვდი, 1990 წლიდან არაფერი გამიკეთებია იმ სფეროში. იმ ჟენია კანტორმა მომწერა ტომი 3, გვერდი 85 – აღარც ეს მახსოვს იმდენად უინტერესოა დღეს ჩემთვის.  ამის მერე „სადამისტანში“  (ასე ვეძახი ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს) გავხდი, ფაქტობრივად, მინისტრი – უზარმაზარი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი, სადაც 6 200 კაცი მუშაობდა... მოვეწონე სადამს,  მაგრამ როგორც კი არ გავიარე მის ჭკუაზე, იმწამს „გადავეწონე“.
– ბატონო თემურ, იღბლიანი ხართ თუ უფრო რისკიანი, ასე ადვილად რომ აღწევდით და ტოვებდით ყველაფერს? როგორ გამოგდიოდათ ცხოვრების ამდენჯერ თავიდან დაწყება?
– ყველაფერი იოლად გამომდიოდა და ამიტომაც ვტოვებდი, ალბათ, ყველაფერს. რაც იოლია, შემოქმედ ადამიანს, ალბათ, არ უნდა აწყობდეს. ორმოცი წლისამ დავწერე განცხადება, დავტოვე კათედრის გამგეობა და ევროპაში, ადრიატიკის ზღვის პირას გადავსახლდი. მეგონა, რაც ვიშოვე, სიცოცხლის ბოლომდე მეყოფოდა. ყველაზე მეტად ჩემს ყოფილ ცოლსა და შვილს გაუმართლათ. პირველი იტალიაში, ვენეციაში ცხოვრობს და მეორე – დედისგან თხუთმეტ კილომეტრში. თავად მე ხორვატიასა და იტალიაში 15 წელი ვიცხოვრე, დაახლოებით ერთი წელი კი – ვენაში. პარტნიორი მყავდა ბოსნიელი მულტიმილიონერი, რომელიც ვენაში ცხოვრობდა. ერთხელ მითხრა: წამოდი, წაგიყვან ხორვატიაში, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს და თუ მოგეწონება, დარჩიო. როცა ნახევარკუნძულ ისტრიაზე ჩავედით, ხორვატიაში ომი იყო, თუმცა იქ ეს საერთოდ არ იგრძნობოდა. იქაურობა ისე მომეწონა, რომ მანქანა და სახლი ვიყიდე, რაც იმ დროს ძალიან ადვილი იყო. რუსეთში საქმეების მოგვარებას ერთი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც ისევ უკან დავბრუნდი. ჩემი სახლიც ადგილზე დამხვდა და მანქანაც. ვიფიქრე, რუსეთში აღარც წავალ-მეთქი და მართლაც, იქ მარტო საქმეებზე თუ ჩავდიოდი ხოლმე. ევროპაში რომ გადავსახლდი, სამ წელში „მშვიდობიანად“ გავკოტრდი და ამის მერე, სიტყვა „ნავთობის“ გაგონებაც არ მინდოდა. თუ იღბლიანი ვარ, ჩემს ქვეყანაში რატომ არ აღმოვჩნდი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას? ისე, რა საინტერესოა, რუსეთს დავჭირდი,  ხორვატიასაც, იტალიასაც, საქართველოს – არა. ანუ, აქ ის საჭირო ადგილი და დრო ვერ მოვძებნე. ესეც პატარა ბრძოლები იყო და მგონი, მთავარი ომი ახლა მეწყება – წერა დავიწყე. აქ მე დამაგვიანდა, მაგრამ არა – ბედს. ბედმა გადაწყვიტა, ახლაა დროო. სულ გოგენი მომყავს მაგალითად... კაი ხანს სულ არ იცოდა, ხატვა თუ შეეძლო. ისე, წიგნში მიწერია: ყველა გამოშტერებულმა თუ იფიქრა, გოგენიაო, კარგად ყოფილა საქმე. ასე რომ,  როგორც მას „ეკაიფებოდა” ხატვა და სულ არ აწუხებდა, რას იტყოდნენ ქართველები, ისე მეც „მაკაიფებს” წერა და სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ქართველები. „ოქროს საწმისი“ იტალიურადაც ვთარგმნე. შევამოწმე, ვნახოთ, რა მოხდება-მეთქი და… საკმაოდ ცნობილმა ბოლონიურმა გამომცემლობამ, „ისმეკალიბრიმ“, კონტრაქტი გამომიგზავნა: მოგვეწონა, გავარედაქტირებთ და დაგიბეჭდავთო. ვიცი, რომ ერთ დღესაც „პულიცერის პრემიასაც” მივიღებ.
скачать dle 11.3