კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 გიორგი ჟამუტაშვილი: მეორედ რომ დავიბადო, ისევ ადვოკატობას ავირჩევდი

მამაცი და პატიოსანი, საქმის პროფესიონალი, რომელიც მუდამ ხალხის ადვოკატი იქნება.  ეს გახლავთ მოკლე რეზიუმე ახალგაზრდა კაცისა, რომელიც მუხიანელებს საკრებულოში ადვოკატობას და ერთგულ მხარდაჭერას  ჰპირდება.  ადვოკატ გიორგი ჟამუტაშვილს გაწონასწორებულ პიროვნებად ახასიათებენ, რომელიც მუხიანის მოსახლეობის პრობლემებს კარდაკარ ეცნობა და არჩევის შემთხვევაში, კაბინეტისა და სკამის ჩინოვნიკად გადაქცევას არ აპირებს. მეტიც, მას აქვს მუხიანის განვითარების ეკონომიკური კონცეფცია და ბიზნესპროექტი, რომელიც მუხიანს ქალაქის გულად გადააქცევს.
– გიორგი, როგორი უნდა იყოს  მომავლის თბილისი, თქვენი აზრით?
თბილისის განვითარებაზე კარგა ხანია, მაქვს ჩამოყალიბებული, კონკრეტული ხედვა, როგორც ამ ქალაქის მკვიდრს და მის გულშემატკივარს. უფრო ჩამოყალიბებულად გაწერილი და კონკრეტული ხედვა მაქვს მუხიანის განვითარების მიმართულებით, სადაც კენჭს ვიყრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თბილისი მინდა, იყოს ბედნიერი ხალხით დასაქმებული ქალაქი, სადაც ადამიანებს თავისუფალი არჩევნის საშუალება ექნებათ; ადამიანები შეძლებენ, თვითრეალიზაციას  და სრულფასოვანი განათლების მიღებას.
– როგორია მუხიანის განვითარების  თქვენეული ხედვა?
მინდა აღვნიშნო, რომ მუხიანის მოქმედი მაჟორიტარი დღემდე თვალით არ უნახავს ამ რაიონის მოსახლეობას. არჩევნების დღის შემდეგ მას ლამის სანთლით ეძებენ და ვერ პოულობენ. ასეთი მაჟორიტარების  დრო  უნდა დამთავრდეს. სკამის ჩინოვნიკები წარსულს უნდა ჩავაბაროთ ყველამ ერთად. მე მსურს, ვიყო მუხიანელების ადვოკატი თბილისის საკრებულოში. პროფესიით ადვოკატი ვარ და  უფლებადამცველობა ჩემი სისხლხორცეული, შინაგანი ხედვაა.  ამასთანავე, გარდა შინაგანი მოწოდებისა, მე მაქვს მუხიანის განვითარების კონკრეტული ეკონომიკური ხედვა გაწერილი პარამეტრებით. უფრო კონკრეტულად, მუხიანის ტერიტორიაზე არსებული  389 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება, რომელიც ამჟამად მერიის განკარგულებაში და მის ბალანსზეა. უნდა მოხდეს ამ ტერიტორიაზე ინდუსტრიული პარკის მოწყობა.
აღნიშნული პროექტი, 60 ჰექტარის მოცულობით,  ესტონელების მიერ შემუშავებელი ინდუსტრიული პარკების სქემაა, რომელიც მოიცავს  მსუბუქი მრწეველობის რიგი დარგების განვითარებას, სასაწყობე მეურნეობების, ანგარების განთავსებას, საქონლის შეფუთვა-დასაწყობებას. ასევე, პარალელურად, რეკრეაციულ-გასართობი ზონების, რესტორნების, სასტუმროების, გასართობი ცენტრების მშენებლობას  და ასე შემდეგ. მთლიანობაში, აღნიშნული ინდუსტრიული ზონა მოახდენს მუხიანის, როგორც ცალკე, მსხვილი სამრეწველო პოტენციალის მქონე უბნად ჩამოყალიბებას, რომელიც დაასაქმებს  ადგილობრივ მცხოვრებლებს, აამუშავებს ინტენსიურად ადგილობრივ და ფართო ბიზნესს, გასაქანს მისცემს ბიზნესიდეების რეალიზაციას. გადააქცევს უბანს სულ სხვა პოტენციალის მქონე დასახლებად და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მთლიანობაში, ყველას ერთად და მთლიან ქალაქსაც განსაკუთრებულად წაადგება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თავისთავად, კი ეს შექმნის მუხიანის ახალ ინფრასტრუქტურულ მოცემულობას, სანიაღვრე ქსელების, გზების მოწესრიგებას  და ავტომატურად გამოიწვევს, დაახლოებით, 10 000 ადამიანის დასაქმებას. მუხიანი გახდება არა პერიფერია, არამედ თბილისის ახალი სიცოცხლე და გული, სადაც ცხოვრება  პრესტიჟული იქნება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ეკონომიკური სტრატეგიის ჩამოყალიბება. სწორედ
ამისთვის ვიქნები მე საკრებულოში, რომ აღნიშნული პროექტის ინიცირება და რეალიზება მოვახერხო, რათა მუხიანელებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების შანსი და პირობები, შეიქმნას საინვესტიციო გარემო.
ამას გარდა, არ ვაპირებ, დავშორდე ჩემს ძირეულ პროფესიას. საკრებულოში მე ვიქნები  ადვოკატი, რომელიც დაეხმარება მათი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში – საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის იურიდიულ  კონსულტაციას გაუწევს. მე ვპირდები მუხიანელებს, რომ ვერავინ დაჩაგრავს. ზოგადად, ადვოკატობა ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა და იმდენად გათავისებული მაქვს, მეორე ცხოვრება რომ დავიწყო და ხელახლა დავიბადო, ისევ ადვოკატობას ავირჩევდი. ზოგადად, საქართველოში რატომღაც დამკვიდრდა, რომ არჩევის შემთხვევაში, ადამიანები კაბინეტებში იკეტებიან, გაზულუქდებიან, პირად ინტერესებზე  იწყებენ ფიქრს ... მე ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, არასდროს ავიღებ პრემიასა და დანამატს. შეუძლიათ, ეს სიტყვები დამიდონ წინ. მეტიც, საერთოდ გავაუქმებდი ავტოპარკს მერიასა და საკრებულოში და შევამცირებდი ბიუროკრატიულ ხარჯებს. ეს თანხები სოციალურ და სხვა ტიპის პროგრამებს უნდა მოხმარდეს.
ამბობენ, ოჯახი ადამიანის ყველაზე რეალური სარკეაო. გიორგის მეუღლე და 7 თვის გოგონა ჰყავს. ამჟამად კი ვაჟის დაბადებას  ელოდება.
სალომე ლეთოდიანი (მეუღლე): გიორგი ძალიან მოწესრიგებული და გაწონასწორებული ადამიანია. საერთოდ, ყველაფერს გულით აკეთებს. ასეთია ოჯახშიც და გარეთაც. მე მჯერა, რომ საკრებულოში ის მუხიანელების ერთგული მხარდამჭერი ექნება. ძალიან გაუმართლებთ, თუ მას აირჩევენ. გიორგი თბილი და ყურადღებიანი ადამიანია და მჯერა, თავის ამომრჩეველს  არასდროს დაშორდება  და საკუთარ მოვალეობებს პირნათლად შეასრულებს.
აკაკი ჟამუტაშვილი (ძმა): იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაა. უბრალოდ, გიორგი იდეალისტია, რომელიც საკრებულოში არასდროს წავა ქვენა მოტივებით ან ანგარებით. ის აქეთ მოახმარს ყველას ძალასა და რესურსებს. პატრიოტი კაცია და ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ასეთი ადამიანებით უნდა კომპლექტდებოდეს საკრებულო.
скачать dle 11.3