კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მაია გაგოშიძის ტრენინგცენტრი „აუდიტკომპანია“ – ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად გაიაროთ ბუღალტრული კურსები, მაშინ მაია გაგოშიძის ცენტრი საუკეთესო ადგილია, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების პროფესიონალი ბუღალტერი ყველაზე ეფექტური გზებით შეგასწავლით მას. მაია გაგოშიძის მოქმედი და ყოფილი მოსწავლეების მრავალრიცხოვანი არმია ერთხმად აღიარებს, რომ მას აქვს გადმოცემის განსაკუთრებული უნარი, რომლის წყალობითაც მისი ახსნილი მასალის აღქმა უმარტივესია. პროფესიონალი ბუღალტერი უზომოდაა შეყვარებული საკუთარ საქმეზე. გამოირჩევა უშრეტი ენერგიით და მიუხედავად ძალიან დატვირთული სამუშაო განრიგისა, მისი მოსწავლეები ვერასდროს გრძნობენ მასწავლებლის დაღლას.
2012 წლიდან „აუდიტკომპანია“ გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ რთული მარტივად და გახდეთ ნამდვილი პროფესიონალები. მათი მაღალკვალიფიციური პედაგოგები შეგასწავლიან საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრულ აღრიცხვას, კომპიუტერულ საოფისე და ბუღალტრულ პროგრამებს.
„აუდიტკომპანიას“ აქვს სამთვიანი კურსები დამწყები ბუღალტრებისთვის და ასევე, ბუღალტერიის გაძლიერებული კურსები, რომელთა გავლის შემდეგ, თქვენ იქნებით ჩამოყალიბებული, უძლიერესი მთავარი ბუღალტერი არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
„აუდიტკომპანიაში“ ბუღალტრულ და ფინანსურ აღრიცხვას შეგასწავლიან პედაგოგები, რომელთაც აქვთ მიღებული არაერთი ჯილდო მედალი პროფესიული დამსახურებისთვის, ორდენი „ეკონომიკის ვარსკვლავი“, სერტიფიკატები – „წლის სპეციალისტი“, „წლის ხელმძღვანელი“ და „ფინანსები და აუდიტი“.
„აუდიტკომპანიას“ ჰყოლია როგორც 15, ასევე 77 წლის მოსწავლეც კი, რადგან აქ სწავლა მარტივი და სასიამოვნოა. აღსანიშნავია, რომ „აუდიტკომპანიის“ კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე და ამტკიცებენ იმას, რომ ნამდვილად შესაძლებელია, ისწავლო რთული მარტივად და მიაღწიო იმას, რაც სწავლის დასაწყისში შეუძლებლად მიგაჩნდა.
მაია გაგოშიძე:
სასწავლო ცენტრ „აუდიტკომპანიაში” შეგიძლიათ, შეისწავლოთ ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტით, როგორც დამწყებმა ბუღალტრებმა, ასევე მოქმედმა. დამწყებ ბუღალტრებს გარანტიას ვაძლევთ, რომ თავისუფლად იმუშავებენ მთავარ ბუღალტრად ნებისმიერ სფეროში. ამის
დასარწმუნებლად ჩვენთან პირველი ხუთი მეცადინეობა სრულიად უფასოა. რაც შეეხება მოქმედ ბუღალტრებს, აქ მთავარი პირობაა, პირველი კურსის გავლა ან უკვე მუშაობა მთავარ ბუღალტრად. ამ კურსის გავლის შემდეგ, თქვენ არ გექნებათ არანაირი კითხვა არც ბუღალტრული და არც საგადასახადო კუთხით! აქაც პირველი ხუთი მეცადინეობა  უფასოა, რათა დარწმუნდეთ, სად მოხვედით და რატომ მოხვედით.
– როდის გახსენით საკუთარი სასწავლო ცენტრი და როგორ განვითარდა ის?
– 2012 წლიდან გავაკეთე საკუთარი ცენტრი. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა კუთხიდან მყოლია მოსწავლეები და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, ყოველთვის საუკეთესო შედეგები ექნებათ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოდის ჩემამდე ყოფილი ან ამჟამინდელი მოსწავლეების რეკომენდაციებით.
– რა ტიპის მეცადინეობები გაქვთ და რამდენი კურსისგან შედგება სასწავლო პროცესი თქვენთან?
– გვაქვს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური გაკვეთილები. ორი კურსია. პირველი კურსი სამთვიანია და მისი დასრულების შემდეგ თავისუფლად მიდიან და მუშაობენ მთავარ ბუღალტრად, ხოლო მეორე კურსის გასავლელად, ჩვენთან, ძირითადად, მოდიან სხვადასხვა კომპანიის მთავარი ბუღალტრები. ეს არის ერთგვარი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი მოქმედი ბუღალტრებისთვის. საგადასახადო კოდექსთან, რაც არის დაკავშირებული, აბსოლუტურად ყველაფერს ვასწავლი პირველივე კურსზე.
მეორე კურსის გასავლელად, ან პირველი კურსი უნდა ჰქონდეს ჩემთან გავლილი და ან მოქმედი ბუღალტერი უნდა იყოს და ძალიან კარგად იცოდეს ბუღალტერია. მეორე ეტაპი  ძალიან გაძლიერებულია და თუ უმაღლეს დონეზე უნდათ, დაეუფლონ, მაშინ გადიან მეორე კურსს. მაქვს პირადად ჩემი შედგენილი ამოცანების კრებული, რომლითაც ვხელმძღვანელობ. კურსის დასრულების შემდეგ, გავცემთ შესაბამის სერტიფიკატს. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, აქედან რომ წახვალთ, სივში ჩაწერეთ: „გამეჯიბროს ნებისმიერი გამოცდილი ბუღალტერი“.
– ქალბატონო მაია, თქვენი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად გაღიარებთ, როგორც უძლიერეს პროფესიონალს, რომელსაც აქვს საოცარი გადმოცემის უნარი და თქვენი ახსნილი მასალის ვერგაგება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

– ჩემთან პირველი ხუთი მეცადინეობის შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება. ამ ხუთი მეცადინეობის განმავლობაში, მოსწავლე თვითონ ხვდება, შეუძლია თუ არა სწავლა. თუმცა, ჯერ ჩემი პრაქტიკის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია, რომ მე ამეხსნა და ვინმეს რამე ვერ გაეგოს. ხშირად მოსულან ჩემთან მოსწავლეები, რომელთაც პირდაპირ უთქვამთ, რომ ორჯერ ორის დონეზე არიან მათემატიკაში, მაგრამ იმდენად კარგად აუთვისებიათ ყველაფერი, თვითონვე გაჰკვირვებიათ. ბუღალტერიაში მათემატიკურ უნარებზე მეტად ლოგიკური აზროვნებაა საჭირო. საოცარი დადებითი აურა მოდის ჩემი მოსწავლეებისგან და ბევრი მათგანი თავის კეთილგანწყობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. მაგალითად, დღემდე ვინახავ მათ დაწერილ ლექსებს ჩემსა და ჩემი სწავლების მეთოდებზე. ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ უნაკლოდ ვუდებ თავში მათ ცოდნას.
რაც შეეხება ჩემს კურსდამთავრებულებს, მათი ცოდნა იმის საშუალებას იძლევა, რომ ადვილად დასაქმდნენ და გაართვან თავი ყველა სირთულის ბუღალტრულ საქმიანობას. ჩემი ყოფილი მოსწავლეები დღეს არაერთი ცნობილი და წარმატებული კომპანიების ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებენ. ცოტა ხნის წინ მყავდა მოსწავლე, რომელიც ოთხ სხვადასხვა კომპანიაში მივიდა ბუღალტრის ვაკანსიაზე და გასაუბრების შედეგად, ოთხივეგან აიყვანეს. დამირეკა და მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ერთად გასაუბრებას ჩემზე ბევრად გამოცდილი ბუღალტრები გადიოდნენ, მაინც ჩემზე გააკეთეს არჩევანიო და ამით სასიამოვნოდ იყო გაოცებული.
– თქვენი შვილებიც საკმაოდ გამორჩეული მოსწავლეები არიან. თქვენ, როგორც მშობელი, ალბათ, ძალიან ამაყობთ.
– ორი შვილი მყავს, ორივე ძალიან წარმატებულია. უფროსი მე-11 კლასშია. კომაროვის მათემატიკურ სკოლაში სწავლობს და ოქროს მედლის კანდიდატია. მეორე 173-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა, ისიც სულ ათოსანია. ერთი ცხრიანიც კი არ ჰყოლია. ძალიან დამოუკიდებელი ბავშვები არიან. დედისთვის უდიდესი ბედნიერებაა, შვილების წარმატება.
მობილური: 598 27 08 97.
скачать dle 11.3