კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 წერილები სულიერ შვილებს

მსჯავრდებულს, რომელიც ცრუმოწმეობის შესახებ გვეკითხება
მსჯავრი დაგდეს და აი, დატყვევებული ხარ, შენს წარსულ ცხოვრებას განსჯი და თითქოს ცხრილავ. გაოცებული ხარ, როგორ ადვილად იხსნება ცხოვრებისეული ხლართები, თითქოს ძაფის გორგალი დაღმართზე მიგორავს. შენი ცხოვრება მშვიდობიანად და კეთილდღეობით მიედინებოდა იქამდე, ვიდრე სიცრუეს დაამოწმებდი, ცდილობდი ძმას დახმარებოდი. თავს იმართლებდი: „ის ხომ ჩემი ძმაა! ვის უნდა დავეხმარო, თუნდაც ცრუმოწმეობით, თუ არა საკუთარ ძმას?!“ ცოდვილმა ზრახვებმა მოგიცვა და სასამართლოზე თავს ასეთივე სიტყვებით იცავდი. ამაზე ერთ-ერთმა მოსამართლემ მოგიგო: „ბოლოს და ბოლოს, ყოველი ადამიანი ჩვენი ძმაა, ამქვეყნად რა მოხდებოდა, ყველა შენსავით რომ მოქცეულიყო“. მხოლოდ მაშინ მიხვდი, ცოდვილმა ზრახვებმა როგორ გიბიძგეს უმართებულო საქმე ჩაგედინა.
ერთმა გლეხმა თავის შესახებ მომითხრო, ერთხელ ძროხის გამო დავა იყო და მან ცრუ ჩვენება მისცა. ცრუმოწმეობის გამო საქმე სასამართლომდე არ მივიდოდა, ამის შესახებ მას თვითონ რომ არ განეცხადებინა. მან აღიარება გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, ადამიანთა სასჯელი ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ღმერთის სასჯელი. ცრუმოწმეობის შემდეგ მის ოჯახს საშინელი განსაცდელები მოეწია, რამაც მეზობლებს ძრწოლა მოჰგვარა. პირველი მათ შორის იყო: ურემში შებმული ხარები ხევში გადაიჩეხნენ. მას ცოლი და ამ ამბით სწორედ იმ დღეს ელოდა, როდესაც ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა. რამდენიმე კვირის შემდეგ პირუტყვის ფარეხს მეხი დაეცა და ცხვრები გაწყვიტა. ამის შემდეგ ორჯერ გაქურდეს. შემდეგ ცოლი ავად გაუხდა და ხანგრძლივი, უშედეგო მკურნალობის შემდეგ ტანჯვით გარდაიცვალა. ერთადერთ ვაჟს, რომელიც აქამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, ბნედა დაემართა, დღე და ღამე კრუნჩხვებით იტანჯებოდა, პირზე ქაფმომდგარი კბილებს აღრჭიალებდა. ერთხელ გაუბედურებულმა, ვალებში ჩაფლულმა, სასოწარკვეთილებამდე მისულმა გლეხმა თავის უბედობის გამო მეგობართან დაიჩივლა. მან კი, როგორც მოწმენდილ ცაზე გავარდნილმა მეხმა, შეაძრწუნა კითხვით: როდესმე ცრუ ჩვენება ხომ არ მიგიცია? ცრუმოწმეს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. უეცრად მისთვის ყოველივე ნათელი შეიქნა. მეგობრისთვის არც უპასუხია, სასამართლოში წავიდა და ყველაფერი აღიარა. სასჯელის მოხდის შემდეგ, ცხოვრება ხელახლა დაიწყო. ადამიანი ღმრთის შიშით ასე განისწავლა.
ხედავ, აღთქმის დამრღვევის თავზე რამდენი უბედურება შეიძლება მოიწიოს? საღმრთო სჯული, ძმაო ჩემო, ცოცხალი ცეცხლია; მას ისე ვერ ჩააქრობ, რომ შენც არ დაიწვა. თუკი უბადრუკ ადამიანურ კანონებს დაარღვევ, რომლებიც უფრო ხშირად იცვლებიან, ვიდრე ფოთლები ხეზე, მრავალი ტანჯვა-უბედურება შეგემთხვევა. ცოცხალი ღმერთის უცვალებელი კანონის შესახებ რაღა უნდა ვთქვათ?
არა ცილისწამო – საღმრთო მცნებაა, რომელიც ღმერთმა ორივე აღთქმაში ჩაგვიწერა – ძველშიც და ახალშიც. სრულებით არ არის უმნიშვნელო – ღმერთისა და მისი ანგელოზების წინაშე იცრუო. სრულებით არ არის უმნიშვნელო, ადგე, ქუდი მოიხადო, დადგე ჯვრისა და სახარების წინაშე და წარმოთქვა „ვფიცავ ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ ეს ჭეშმარიტება არის სიცრუე ან სიცრუე არის ჭეშმარიტება!“ მართლაც გასაკვირი არ არის, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების ღმერთი მათრახს ერთ ცრუმოწმეს ხელებზე გადაუჭერს, მეორეს – ფეხებზე, მესამეს – თვალებზე, მეოთხეს ნათესაობას ამოუხოცავს, მეხუთეს საქონელს და ასე შემდეგ. აჰა, ჩვენი მეზობლები – ცოცხალი მაგალითნი არიან, როგორ დასაჯა უხილავმა მათრახმა ცრუმოწმე. მან დავის დროს მიწის პატარა ნაკვეთის გამო ცრუ ჩვენება მისცა, რისთვისაც უძვირფასესი საფასური – თავისი სული გაიღო. უწინ მიწაზე ის მსუბუქად და თავისუფლად დააბიჯებდა, მაგრამ, როგორც კი ფეხი მიწის ამ ნაგლეჯზე დადგა, თვალისწჩინი დაკარგა. ღმერთმა უხილავი მათრახი ამ ცრუმოწმეს თვალებზე გადაუჭირა. მას შემდეგ საკუთარ სახლში, კერიასთან ზის.
აი, ადამიანებს, ხალხს რა ემართებათ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ქვეყნიერება მათია და არა ღმერთის.
შენ კი წმიდა წერილი იკითხე და ღმერთის გეშინოდეს. მაშინ ყოველივეს შეიცნობ და ყოველივე კარგად გექნება.скачать dle 11.3