კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ დააგროვა „საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციის თავჯდომარე გიორგი ლომიას მეუღლემ 47 000 აშშ დოლარი, ნაღდი ფულადი დანაზოგის სახით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გიორგი ლომია
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით, გიორგი ლომია 1985 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო და მისი სპეციალობა საერთაშორისო სამართალია (თუმცა, უნივერსიტეტში სწავლის წლები უცნობია). გიორგი ლომიას შრომითი ბიოგრაფია 2005 წელს დაწყებულა თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიაში, სადაც მთავარ სპეციალისტად 2006 წლამდე იმუშავა. 2006 წელს საქართველოს სპორტსმენთა ლიგაში გადაინაცვლა – პირდაპირ გენერალურ დირექტორად (2011 წლამდე). 2007–2016 წლებში ფედერაცია „სეიბუკაი კიოკუმინ კარატეს“ ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2003–2012 წლებში – არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი გზის“ გენერალური დირექტორი. 2012 წლიდან კი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტმდივანი გახლდათ. აწ კი, როგორც მოგახსენეთ, ხალხის რჩეულია და ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ თავმჯდომარეც.
შესაბამისად, გიორგი ლომიამ თავისი პირველი დეკლარაცია 2011 წლის იანვარში შეავსო, ცხადია, როგორც დეპუტატმა და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე – 1985 წელს დაბადებული ნინო თარხან-მოურავი.
წყვილს არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია. ჰყავთ მხოლოდ ავტომანქანები: გიორგი ლომიას 2015 წლის „მერსედესი“ 13 000 აშშ დოლარად ღირებული, ხოლო ნინო თარხან-მოურავს – 2005 წლის ნაჩუქარი „მიცუბიში პაჯერო“ 5 300 აშშ დოლარად ღირებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს „კორსტანდარტ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე  1 980 ლარი ერიცხებოდა. ნაღდ ფულად კი გიორგი ლომიას 15 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს 47 000 აშშ დოლარი (მითითებულია, როგორც დანაზოგი), თუმცა, თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, წყვილს 2016 წლის განმავლობაში არანაირი დანაზოგი არ ჰქონია.
ემზარ კვიციანი
საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით ემზარ კვიციანი, 1961 წელსაა დაბადებული, უმაღლესი განათლება უკრაინის ნაციონალური თავდაცვის აკადემიაში მიიღო და მისი სპეციალობა სახმელეთო ჯარის მართვაა. 1993–1995 წლებში თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „მონადირის“ მეთაური იყო, 1995–1998 წლებში – თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დაზვერვის ოფიცერი, 1998–2000 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, 1998–2004 წლებში კი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართულება კოდორის ხეობის სარდალი. ამის პარალელურად, 2000–20004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობდა, 2004–2006 წლებში კი – სააქციო საზოგადოება, გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაში. ამჟამად კი, 2016 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს პარლამენტის წევრია.
ემზარ კვიციანის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან დეპუტატის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, თეთნულდი ანსიანი და სამი შვილი: გიორგი, იესე და გაბრიელა.
ემზარ კვიციანის საკუთრებაა: 2016 წელს ნაჩუქარი მიწის სამი ნაკვეთი წალკაში (5 000, 5 128 და 2 189 კვ. მ. ფართობების) და საცხოვრებელი სახლი, ასევე, წალკაში (220 კვ. მ); საცხოვრებელი სახლი (300 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (10 000 კვ. მ.) სოფელ ჩხალთაში (აფხაზეთი).
დეკლარაციის შევსების მომენტში ემზარ კვიციანს „თი ბი სი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშებზე ერიცხებოდა: 4 723 ლარი და 1 985 აშშ დოლარი.
скачать dle 11.3