№42 სამთა კომპანია
ანუ იგინივე და ოკუპანტი
მაშინ, როდესაც ეს ჩვენი თანამემამულეები პრ. პუტინს ოცნებების ასრულებასა და დიდ ბედნიერებას უსურვებენ, რფ. იუჟნაია ოსეტია და აფხაზეთი ერთ ხმაში არისხებენ განგაშის ზარებს, რომ საქართველო-„ნატოს“ თანამშრომლობის გაღრმავება სრულიად სამხრეთ კავკასიას უქმნის საფრთხესო.
ეს განცხადება (ერთობლივი) რფ-ის საგარეო უწყების გვერდზე გამოქვეყნდა (ჟენევის 10-11 ოქტომბრის კონსულტაციების შემდეგ).
მასში კი ვკითხულობთ: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწავლებებისას, რომლებიც ამა წლის ზაფხულსა და სექტემბერში გაიმართა და მონაწილეობა მიიღო მძიმე ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეთა უპრეცედენტო რაოდენობამ, „ნატოს“ სხვადასხვა სახელმწიფოს ემისრები ხაზს უსვამდნენ სამხედრო მანევრების ანტირუსულ მიმართულებას და ამის მნიშვნელობას საქართველოს დეოკუპაციისთვის.“
ამიტომაც დაასკვნეს, რომ ეს (საქართველოს დეოკუპაცია) რეგიონში დაძაბულობას იწვევს. ან კი რატომ არ დაასკვნიდნენ, როდესაც, მათი ლოგიკით, უსაფრთხო სამხრეთ კავკასია, საერთოდაც, საქართველოს გარეშე წარმოუდგენიათ (ანუ, თუ სამუდამოდ მივიძინებთ).
იმის გათვალისწინებით, რომ მიძინებას არ ვაპირებთ, სხვა გზა არაა – იმედი უნდა გავუცრუოთ. –