კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 პოლიტსადომაზო

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „შეიყვარებ თხასაც“?!

იმის მიუხედავადაც, რომ რფ-ის საოკუპაციო ჯარი საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან 200 მეტრშია, ხოლო თავად რფ-მ საქართველოს ორი რეგიონი არა მხოლოდ აღიარა, არამედ ქართული კვალის ამოძირკვაშიც აქტიურად ეხმარება ჩვენს მხოლოდაღიარებულ სეპარატისტებს, ჩვენს თანამემამულეებს შორის ისეთებიც მოიძებნებიან (და არც თუ მცირერიცხოვანნი), რომლებსაც გული ეწურებათ ჩრდილოელისადმი სიყვარულით (პოლიტსადომაზოს სტილში?!).
ჰოდა, რაკი უფეთქავთ, „რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყიფიანმა პრ. პუტინს არა მხოლოდ დაბდღე მიულოცა, არამედ საიდუმლოც გაგვიმხილა.
კერძოდ (მოვიხმობ მილოცვის ტექსტს გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით): „ვულოცავ მამას დაბადების დღეს!“
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რამეთუ მიმლოცველს არ დაუკონკრეტებია, სულიერი მამობაა ნაგულისხმები, ფიზიკურიც თუ, საერთოდაც, ხალხებისა, მაგრამ ვიცით, რომ ის (ანუ „ძვირფასი“ პრ. პუტინი) მას (ანუ ირ. ყიფიანს) ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავლენიან და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად მიაჩნია, ამიტომაც არა მხოლოდ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს, არამედ ყველა ოცნების ასრულებასაც (რომლებიც ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანსო). მეტიც, „ყველა საქმე, რაც ჩვენ დავიწყეთ, კარგად დასრულდებაო.“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, პრ. პუტინს არაერთხელ უხსენებია „ტიფლისსკაია გუბერნია“ (რის კონტექსტიცაა, გუბერნიად გაქცევთო), იბადება კითხვა, მხოლოდ ამ ოცნების ასრულებას უსურვებს ზემოხსენებული მიმლოცველი ყიფიანი იუბილარს, თუ ამაზე მეტისაც?! –
скачать dle 11.3