კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მუზაზე მოსული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ მეფე ლირივით დამწუხრებული?!



მართალია, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთელი ორი (განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა) კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავდნენ, მაგრამ ამ თემამ უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი (რადგან იგი უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრია, ფაქტობრივად, პოლიტიკოსია) სულ სხვა მუზაზე მოიყვანა.
კერძოდ, მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გულდათუთქულმა (ჩემი შთაბეჭდილებით – გულდათუთქულმა) ჰკითხა: „ზოგიერთ სკოლაში რატომ არ ისწავლება რუსული ენა? ნუ ამოვიჩემებთ ახლა, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, თქვენი აზრი როგორია?“
განათლების მინისტრის მოადგილემ (ამოჩემების დამწუნებელ) ხალხის რჩეულს  განუმარტა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია, მეორე უცხო ენას კი სკოლა თავისი შეხედულებისამებრ ირჩევს, ანუ რუსულ ენას არც არავინ ზღუდავსო.
თითქოს შეკითხვაში არაფერია უჩვეულო, იქნებდა ხალხის რჩეულს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბ-ნ პაპუაშვილს) ის ადარდებს, რომ აფხაზსა და ოს სეპარატისტებს რუსულის გარდა, სხვა ენაზე ვეღარ დაველაპარაკებით (სხვათა შორის, სწორედ ოკუპანტის ძალისხმევის გამო), თუ რუსულის სწავლა არ გავაძლიერეთ, თუმცა, თუ მისი შეკითხვის პასაჟს („ნუ ამოვიჩემებთ, რომ ოკუპანტის ენაა“) გავიხსენებთ, მთლად ასე ამაღელვებლადაც ვერ უნდა გვქონდეს საქმე.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ქართულ საჯარო სკოლებში კვლავ გაიხსნა რუსული სექტორები (და იქ, ძირითადად, საქართველოს ეთნიკურად არაქართველი მოაქალაქეები სწავლობენ), დავამატებთ, რომ ამით არათუ კვლავ ფერხდება არაქართველი მოსახლეობის ინტეგრირება ქართულ სინამდვილეში, მათ გაუცხოებას უფრო ინტენსიურად ეწყობა ხელი (საქართველოს ბიუჯეტის ფულითვე საქართველოსვე სახელმწიფო სკოლებში) და ვერც ჩვენს ქვემო ქართლელსა და ჯავახელ თანამემამულეებს დავასწავლეთ ქართული და მათთან საკომუნიკაციო ენად კვლავ რუსულს ვიყენებთ, ოღონდ ეს, სულაც, არ აწუხებს არც ზემოხსენებულ ხალხის რჩეულს (არც დანარჩენებს) და არც განათლების მინისტრის მოადგილეს (ან კი როგორ შეაწუხებს, როდესაც განათლების სამინისტროა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მომყვანი?!), იბადება კითხვა: რამ დაამწუხრა მეფე ლირივით ეგზომ უსაშველოდ ეს ჩვენი რჩეული?! –
скачать dle 11.3