№41 ორ ფრონტზე
ორი მორალით?!
უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ ერთ დროს საქართველოს ორგზის პრეზიდენტმა ბ-ნმა სააკაშვილმა ფრონტის ორი ხაზი გახსნა ერთდროულად.
აქეთ (საქართველოს მხარეს) „ევროპულ საქართველოს“ შემოუტია (პათოსით: ივანიშვილის თამაშს აძლიერებსო), რის გამოც თამარ ჩერგოლეიშვილმა თვით „მორალისგან დაცლილი“ უწოდა (აი, ის კი აღარ დაუკონკრეტებია, მორალისგან დაცლა როდის შეამჩნია?!), იქით – პეტრო პოროშენკოს.
მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს ოთხპუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა: შეებრძოლე კორუფციას! გაყიდე ბიზნესი! ძირეულად განაახლე უკრაინის პოლიტიკური სისტემა! კომუნალური ტარიფების ზრდაზე დააწესე ერთწლიანი მორატორიუმი (თუ არადა გადადექიო!).
მეტიც, უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკრაინას სუვერენიტეტს დააკარგვინებს, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ პეტრო პოროშენკოს შემხვედრი პასუხი დაახლოებით ასეთი პათოსითაა მოსალოდნელი: იქნებ გასაღებიც იმ ბინისაა, სადაც ფული ინახება?! –