კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მოუხელთებელნი და კრეატიულნი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ნიჭს ხალთაში ვერ დამალავ
აქამომდე ევროპელებს იმით დავამახსოვრეთ თავი, რომ არათუ კავკასიაში (ლამის მთელ პოსტაბჭოთა სივრცეში) ყველაზე დემოკრატიულები ვართ, ევროპის ტერიტორიაზე კი – მოუხელთებელნი და შემოქმედებითნი (აი, კრეატიულებიო, რომ ამბობენ თანამედროვე ქართველები), ოღონდ ქურდბაცაცები.
მაგრამ, რაკი ვერც შუბს დამალავ ხალთაში და ვერც ნიჭს – ისევ გავაოცეთ. სახელდობრ, შემდეგით, თუმცა სულ თავიდან დავიწყებ.
ისე მოხდა, რომ გასულ კვირას ბერლინში საიმიგრაციო სამსახური გაქურდეს და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მოიპარეს თავშესაფრის მაძიებელთა საბუთები, ბლანკები, ბეჭდები და შტამპიც კი.
იკითხავთ, რა შუაშია კავკასიაო?! არადა, განა შუაში – სულ მთლად თავშია!
კერძოდ, გერმანული პოლიციის ცნობით, თავს საემიგრაციო სამსახურის იმ განყოფილებას დაესხნენ, რომელშიც ქართველების, სომხებისა და რუსების საბუთები მუშავდებოდა.
აქვე მოგახსენებთ, რომ გამქრალია 20 ათასი ცალი სუფთა ბლანკი, რომლებიც ვიზებისა და ლტოლვილთათვის თავშესაფრის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტებად გამოიყენება.
ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, კონკრეტულად, რომელი ეთნოსის წარმომადგენლებმა იჩაუქეს (ქართველებმა, სომხებმა თუ რუსებმა), თუმცა ვიცით, რომ გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის 20 000  მაძიებლის კოჭი ზედ ალჩუზეა დამჯდარი (პრინციპით: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა, თუმცა, ცხადია, უკეთესი ის იქნებოდა, ჩვენს თანამემამულეებს ხერხ-ხერხემლიანობა უფრო სარფიან საქმეებში დაებანდებინათ). –
скачать dle 11.3