კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ჩამოერთმევა თუ არა მძღოლს, პერიოდული ტექდათვალიერების ვერგავლის შემთხვევაში, მანქანის ტარების უფლება და როდის შეიძლება ქვეყანაში დარჩეს 10 ავტომობილი

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

2018 წლის პირველი იანვრიდან მანქანების ტექდათვალიერება იწყება. წლების წინ ეს სისტემა არსებობდა, მაგრამ შეუსაბამო შედეგების არსებობის გამო, 2004 წლიდან  შეწყდა სავალდებულო ინსპექტირება. სატრანსპორტო საშუალებების რეალური ინსპექტირების შემთხვევების პროცენტულობა საკმაოდ დაბალი იყო და არც  შედეგები ასახავდა ავტოპარკის  ტექნიკურ მდგომარეობას. ამის გამო შესაბამისმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ აშკარა იყო კორუფციის პრობლემა. რადგან იმ პერიოდში რთული იყო ამ საკითხის მოგვარება, გადაწყდა, შეეწყვიტათ სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. რას გულისხმობს ახალი სისტემა და შეძლებს თუ არა სავალდებულო ტექდათვალიერების გავლას საქართველოში არსებული ავტომობილები, ამ საკითხზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილს ვესაუბრეთ.
– როდიდან იწყება მანქანების ტექდათვალიერება?
– პირველ იანვარს არის ოფიციალურად გამოცხადებული თარიღი და იმედია, სწორედ ამ დროს დაიწყება. ეს არის შემთხვევა, როცა მხარს ვუჭერთ არსებულ რეფორმას და არ გვაქვს ჩასაფრებულის პოზიცია. არის სირთულეები, რომელიც მოსალოდნელია – რამდენად ჩავეტევით დროში, მძღოლები რომ სრულად ინფორმირებულები იყვნენ, ეს არ ვიცით. შესასწავლია ისიც, არიან თუ არა მზად ტექცენტრები. საქართველოში 26 აკრედიტებული ტექცენტრია. თუმცა, ერთია, იყო აკრედიტებული და მეორე –  როგორ დააკმაყოფილებ ახალ რეფორმებსა და მოთხოვნებს. ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება. რეალურად, ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და მზად ვართ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.
– შესაძლებელია, პირველ იანვარს არ დაიწყოს? ყველა ავტომობილს მოეთხოვება მისი გავლა?
  მგონია, რომ დაიწყება. ყველას მოეთხოვება, თუმცა ყველა ავტომობილს  ერთდროულად არ მოსთხოვენ მის გავლას. თავიდან, მხოლოდ რაღაც ნაწილს მოუწევს. ერთდროულად შეუძლებელია ამდენი მანქანის დათვალიერება. ამიტომ, დაიყოფა კატეგორიებად. ეს შეიძლება, იყოს ძრავის მოცულობის, ასაკის, საავტომობილო ნომრისა და სხვათა მიხედვით.  გამოქვეყნებულია კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში  ადამიანთა გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ამას გარდა, არსებობს ევროდირექტივები, რომლებზეც ვალდებულება გაქვს შესასრულებელი. ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც უნდა განხორციელდეს ტექდათვალიერება. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა – ერთიანად. ჩვენ რომ მოვითხოვოთ გერმანული სტანდარტი ყველა ავტომობილისთვის, მას ვერ გაივლის ნახევარზე მეტი – დარჩება 10 მანქანა.
– უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს მანქანების ტექდათვალიერება? რის მიხედვით უნდა შემოწმდეს ავტომობილები?
– ძირითადად, არის რამდენიმე პარამეტრი, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცევა გამონაბოლქვს. ჩვენ მანქანების შემოწმება ყველაზე დაბალი დონიდან უნდა დავიწყოთ, თუ „ევრო 6-ის” სტანდარტის მიხედვით შევამოწმებთ გამონაბოლქვზე მანქანას, მაშინ ერთი ავტომობილი დარჩება ქვეყანაში. აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს ნაკლებ გამონაბოლქვს და რაც უფრო მაღალია ის, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვი.  ტექდათვალიერება გულისხმობს შემდეგი სისტემის  გამართულობას: სამუხრუჭე და საჭით მართვის სისტემები; ხილვადობა, გარე მაშუქი ხელსაწყოები, განათების მოწყობილობები, შუქამრეკლები;  საბურავები, თვლები, ღერძები, დაკიდება; ძარა, ძარის ელემენტები და სამაგრები, კაბინა და სხვა მოწყობილობები (სასიგნალე, სპიდომეტრი, სიჩქარის შემზღუდავი). ეს არ არის დიდ სირთულესთან დაკავშირებული. ქალაქში რომ გადიხარ,  სამუხრუჭე სისტემა ისედაც უნდა გქონდეს გამართული. გვინდა, ინსპექტირების მენეჯერი გამოიყოს, რომელიც უშუალოდ კურირებს ამ საქმიანობას.
– ცოტა ხნის წინ, ისრაელში, ამ მიმართულებით სპეციალური კურსი გაიარეთ. იქაური მოდელის დანერგვა იგეგმება ჩვენთან?
– დიახ, გავიარე სპეციალური ტექკურსი ისრაელის კომპანიაში. მთავარი იყო, მენახა, იქ როგორ მუშაობდა ეს სისტემა.  ჩემთვის ყველაზე საინტერესო გახლდათ კორუფციის საკითხი. საქართველოში მანქანების ტექდათვალიერება წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა 2004 წელს გაუქმდა. მაშინ ამ ყოველივეს „ტეხასმოტრებს” ეძახდნენ. თუმცა, რეალურად, ეს არ იყო ავტომობილის შემოწმება. მიხვიდოდი, ქრთამს გადაიხდიდი და გამოგატანდნენ საბუთს. არანაირი შემოწმება არ მიმდინარეობდა. როცა ინსპექტირებაზე მიდგება საქმე, ყოველთვის ხდება მსგავსი რამ – ვიღაცამ რაღაცაზე თვალი დახუჭოს და არ შეამოწმოს. ეს ყოველივე რომ არ მოხდეს, საჭიროა შეიქმნას ელექტრონული ბაზები. იქ ნებისმიერი ინფორმაცია ონალინ იქნება განთავსებული, ისე რომ, მის შეცვლას ვერავინ შეძლებს. თუ ავტომობილი ყველა პირობას დააკმაყოფილებს, არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ ვერა და გარკვეული წესების დაცვა მოუწევს. ეს საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და კიდევ, მოსაფიქრებელია სხვა მექანიზმი, რადგან მარტო შსს ვერ დაძლევს. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი რეალობა: 187 000 სატრანსპორტო საშუალება, უნდა გადიოდეს შემოწმებას. მათთვის ეს არ შეწყვეტილა, ვგულისხმობ, სატვირთოებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თუმცა, რეალურად შემოწებას გადის მხოლოდ 14 პროცენტი. ისრაელის მოდელი  ახლოსაა ევროკავშირში მოქმედ მოდელებთან და ჩვენთანაც თავისუფლადაა შესაძლებელი მისი დანერგვა.
– თუ მანქანა ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, ამ შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება მისი მართვა?
– არა, ჩვენ გვექნება ვადები მითითებული, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გამოასწოროს ეს ხარვეზი. ყველა პარამეტრში ხომ ვერ ჩაიჭრები? შეიძლება, მაშუქი მოწყობილობა ვერ ჩააბარე, მაგრამ ჩაგეთვლება, რომ ნაწილობრივ გავლილი გაქვს შემოწმება. იმ პარამეტრისთვის კი, რომელშიც ჩაიჭერი, მოგეცემა დრო, რათა გამოასწორო, მოაწესრიგო და დაბრუნდე. თუ აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე ვერ გაიარე, მაშინ ბუნებრივია, რაღაცის უფლება შეგიჩერდება, ჯერ ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებულები.
– მძღოლები რამდენიმე სახის საწვავს მოიხმარენ. ამ მიმართულებით იქნება რაიმე განსხვავება?
– დიახ, სხვადასხვა მიდგომაა. გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის, სინამდვილეში, უფრო მარტივია, რადგან გაზი თითქმის არ აბინძურებს გარემოს და სუფთაა. უბრალოდ, გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის კიდევ, ცალკე მოთხოვნაა – აირბალონების შემოწმება. არის საწვავის ხარისხის საკითხიც.  ამ მხრივ,  რეალურად, იმპორტიორებზე ვართ დამოკიდებული – კარგი საწვავი შემოდის თუ ცუდი. შეიძლება, შემოდის კარგი საწვავი, მაგრამ არის მეორე პრობლემაც. როცა ვამბობთ, ავტომობილს არ აქვს გამართული „კატალიზატორი“ და მძღოლი მას ცვლის, ცუდი ბენზინის ჩასხმის შემხთვევაში, ის ისევ ფუჭდება. ჩვენი ინფორმაციით, პრობლემა უშუალოდ ავზებშია, სადაც საწვავი ინახება. ავზები არ ირეცხება და დანაგვიანებული ავზებიდან ვასხმათ  ბენზინს. არანაირი ლაბორატორია არ ახდენს შემოწმებას. ხშირად დანაგვიანებულ ბენზინს ვასხამთ. ხშირად კი, წყალიც ჰყვება ცუდად შენახვის გამო.
– რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიაროს ავტომობილმა ტექდათვალიერება?
– 3 წლის ზემოთ, ავტომობილებმა წელიწადში ერთხელ, ხოლო, ვისაც მგზავრები გადაჰყავთ – წელიწადში ორჯერ. აქამდე ასე იყო მიღებული და შეიძლება, ეს საკითხი შეიცვალოს.
– გაუმართავ ავტომობილებზე იქნება თუ არა, როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე ქულების ჩამოკლებაც? ძველ ავტომობილებზე რაიმე შეზღუდვა იქნება?
– ეგ დღესაცაა, თუმცა ამ მხრივაც სიახლეების შეტანაა საჭირო. თუ საპატრულო პოლიცია ნახავს, რომ სამუხრუჭე სისტემა ან რაიმე მსგავსი მოწყობილობა, არაა გასწორებული, აუცილებლად ჩამოაკლებს ქულას და ჯარიმასაც დაწერს. ჯარიმა 10 ლარია, რომელიც არაფერს  ნიშნავს. მიდგომა ძველია. ავტომობილი ახალი იქნება თუ ძველი, მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, ძველი იყოს, მაგრამ გამართული. მთავარი პრინციპი, რის გამოც უნდა დაიწყოს, შავი ბოლია, რომელიც გუდავს ამ ქალაქს. შავ ბოლში ცხოვრების პრობლემა უნდა გადავჭრათ. აქამდე ჩავთვალოთ, რომ პერიოდული ინსპექტირება საერთოდ არ ყოფილა საქართველოში.
– რამდენი მანქანაა საქართველოში დარეგისტრირებული?
– ზუსტი რაოდენობა ავტომობილების, რომელიც გადაადგილდება გზებზე, არავინ  იცის. არ არსებობს რეგისტრაციიდან მოხსნის სისტემა. შეიძლება, 10 წლის წინ, ვიღაცამ ჯართში ჩააბარა ავტომობილი, თუმცა ისევ რეგისტრირებულია. შესაბამისად, არ ვიცით, რამდენი ავტომობილი დადის. რეგისტრაციის მიხედვით, მილიონ ათას ორასი მანქანაა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ აქედან რამდენი დადის, უცნობია. ამ რიცხვიდან შეიძლება, ეს დათვალიერება გაიაროს მილიონმა, მაგრამ ვერ გაიაროს ორასი ათასმა, არსებული პრობლების გამო.
скачать dle 11.3