კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა მოხდა ამ დღეს

9 ოქტომბერი
1872 – აარონ მონტგომერიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნა პირველი მაღაზია ფოსტით.
1963 – ჰაერში აიჭრა პირველი ვერტმფრენი „მი-8“.
10 ოქტომბერი
1975 – ელიზაბეტ ტეილორი ცოლად გაჰყვა რიჩარდ ბარტონს. ბარტონი მისი მეექვსე ქმარი იყო.
1976 – 98 წლის ბერძენმა დიმიტრი იორდანიდისმა გაირბინა მარათონული დისტანცია 7 საათსა და 33 წუთში.
11 ოქტომბერი
1881 – ამერიკელმა დევიდ ჰენდერსონმა დააპატენტა პირველი ფოტოფირი.
1931 – საბჭოთა კავშირში მიიღეს გადაწყვეტილება კერძო ვაჭრობის სრული ლიკვიდაციის შესახებ.
1976 – პეკინში დააპატიმრეს „ოთხთა ბანდა“ მაო ძედუნის მეთაურობით. ეს იყო ჩინეთში საფუძვლიანი ცვლილებების დასაწყისი.
12 ოქტომბერი
1492 – კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის ოფიციალური თარიღი.
1960 – ნიკიტა ხრუშჩოვი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე გამოსვლისას ტრიბუნას ურტყამდა ფეხსაცმელს. სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ცდილობდა, დარბაზში წესრიგის დამყარებას, ხელში შემოატყდა ჩაქუჩი.
13 ოქტომბერი
1963 – „ბითლზის“ გამოსვლა ნახა 15-მა  მილიონმა ტელემაყურებელმა დიდ ბრიტანეთში. ამას მოჰყვა ფანების ვნებათაღელვა სახელწოდებით „ბითლომანია“.
14 ოქტომბერი
1947 – ამერიკელმა მფრინავმა, კაპიტანმა ჩარლზ (ჩაკ) იეგერმა პირველმა გადალახა ბგერითი სიჩქარე თვითმფრინავ X-1-ით.
15 ოქტომბერი
1666 – ინგლისის მეფემ, ჩარლზ მეორემ, შემოიღო ახალი მოდა – პირველმა ჩაიცვა ჟილეტი.
1917 – დახვრიტეს მატა ჰარი, ყველაზე ცნობილი ქალი-ჯაშუში. სიკვდილის წინ მან უარი თქვა თვალების ახვევაზე და ჯალათებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.скачать dle 11.3