№41 ბრძნული აზრები
დოსტოევსკი: ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის, ვინც გაჭირვებაში დაგეხმარება, არამედ ის, ვისაც შენი ბედნიერება არ შეშურდება.
კასტანედა: თუ არ მოგწონს, რასაც იღებ, მაშინ შეცვალე ის, რასაც აკეთებ.
მონტენი: პატიებას დამნაშავე კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ ის, ვინც ურთიერთობებს უფრთხილდება.
დიდრო: გაგაჩნდეს უნარი, საკუთარი შეხედულება გქონდეს და სიბრძნე – დაფარო ის.
ტვენი: სიკეთე არის ენა, რომელიც ყრუებს ესმით და ბრმები ხედავენ.
სანდი: ოდესღაც ყველა მიხვდება, რომ მთავარია, იყო ბედნიერი და არა – იდეალური.
ჰიპოკრატე: ბედნიერებაა, როდესაც შენი ესმით; დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ უყვარხარ; ხოლო ნამდვილი ბედნიერებაა, როდესაც შენ გიყვარს.
რემარკი: როდესაც წამოდგომას აპირებ, მეგობრები ხვდებიან, ვინ ხარ შენ; ხოლო როდესაც ეცემი, შენ ხვდები, ვინ არიან შენი მეგობრები.
შამფორი: სიძნელეები წარსულის სასჯელი კი არა, გამოცდაა კარგი მომავლისთვის.
ჰიუგო: მდიდრების სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგანაა შექმნილი.
მარენი: წარმატებული ადამიანი ზოგჯერ დინების წინააღმდეგაც უნდა წავიდეს.
ჩესტერფილდი: ხანდახან საჭიროა გემის ჩაძირვის იმიტაცია, ვირთხები რომ გაიქცნენ იქიდან.
კონფუცი: თუ გეზიზღება, ესე იგი, შენ დაგამარცხეს.
ბულგაკოვი: თქვენ დამცინით იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებული ვარ. მე კი იმიტომ დაგცინით, რომ თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.
ჰემინგუეი: წარუმატებლობა არ ნიშნავს, ღმერთმა მიგატოვა, ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთმა საუკეთესო გზა შეგირჩია წარმატების მისაღწევად.
სენეკა: რაც უფრო წყნარად ხარ, უფრო კარგად გესმის.
ჩინგის ყაენი: თუ გეშინია – არ გააკეთო, თუ აკეთებ – ნუ გეშინია, თუ გააკეთე – ნუღარ იდარდებ.
დიკენსი: ის, რაც არ ხდება, ხდება დროულად.
როკფელერი: მეუღლის რჩევების გათვალისწინების გარეშე, ძველებურად ღატაკად დავრჩებოდი.
მოპასანი: თუ ქალი მართალი არ არის, პატიება მაინც უნდა სთხოვო.