კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ გაიხსნა სამმაგი მკვლელობის საქმე ქურდი ქალის მეშვეობით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

„კაჭკაჭი“
31 წლის შორენა კოხია კრიმინალურ წრეებში „კაჭკაჭის“ მეტსახელით გახლდათ ცნობილი. ამ ლამაზმანის კრიმინალური კვალიფიკაცია ქურდობა იყო და ამ მუხლით ორჯერ მოხვდა ციხეში. საერთო ჯამში კი, 7 წელი ჰქონდა გატარებული საპყრობილეებში.
„კაჭკაჭი“ მდიდარ უცხოელებზე ნადირობდა. მეძავის ნიღაბს ამოფარებული კოხია, ჯერ კლიენტს შეათვალიერებდა და „შეაბამდა“. შემდეგ მის სასტუმრო ნომერში ადიოდა, სასმელში დასაძინებელ წამალს უყრიდა და „ობიექტი“ რომ ხვრინვას ამოუშვებდა, მის ნომერსა და თავად „კლიენტს“ პირწმინდად „გაასუფთავებდა.“ მერე კი შემთხვევის ადგილიდან ნისლივით უჩინარდებოდა.
მეტსახელი „კაჭკაჭი“ კი შორენას ადრეულ ბავშვობაში, ჯერ კიდევ სოფლის სკოლაში სწავლის დროს შეარქვეს, იმიტომ რომ პატარა შორენა კაჭკაჭივით ყველა ბრჭყვიალა ნივთს ეტანებოდა, იპარავდა და სახლში მიჰქონდა.
კოხიას თავის საქმიანობაში მილიციის უფროსი ლეიტენანტი, ლენორ ხორგუა ეხმარებოდა, რომელიც ქურდ გოგონას „კრიშავდა“. საქმის შესრულების შემდეგ კი, „პაძელნიკები“ ნაქურდალს იყოფდნენ და თავ-თავიანთ გზაზე მიდიოდნენ.
„კაჭკაჭი,“ ძირითადად, „ინტურისტთა“ სასტუმროებში მუშაობდა, რადგან იქ ჩერდებოდნენ უცხოელები.

საეჭვო წერილი
1969 წლის 15 სექტემბერს შორენა კოხიამ მორიგი „ფირმაჩი“ (უცხოელი) გააბა მახეში და მასთან ერთად, სასტუმროს მეოთხე სართულზე ავიდა, რომ „წაემუშავა“. ლენორ ხორგუა მას ქუჩის კუთხეში, მანქანაში ელოდებოდა. „კაჭკაჭი“ მალევე, 20 წუთის შემდეგ, უკან დაბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. „პაძელნიკები“ გზას გაუყვნენ. შორენამ შარვლის ჯიბიდან მოპარული საფულე ამოაცურა და უკმაყოფილოდ თქვა:
– აი, ამის მეტი არაფერი იყო.
– რამდენია მანდ? – იკითხა ხორგუამ.
– არ ვიცი, არ გამიჩითავს, – მიუგო „კაჭკაჭმა“.
„პაძელნიკები“ ერთ მყუდრო ქუჩაზე შეჩერდნენ და ვერც კი შეამჩნიეს, თუ როგორ წამოადგა თავზე მილიციის გენინსპექციის ოთხი ოპერი. ისინი ლენორს უთვალთვალებდნენ. მისი არაკეთილსინდისიერების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და კუდზე ასხდნენ. კოხია და ხორგუა იქვე გაკოჭეს. ორივე გაჩხრიკეს და ბოლოს „კაჭკაჭის“ მიერ მოპარული საფულეც გულდასმით შეამოწმეს. საფულეში 690 დოლარი, თბილისი-მოსკოვისა და მოსკოვი-პარიზის თვითმფრინავის ბილეთები იდო. აგრეთვე, ფრანგი მოქალაქის, 1920 წელს დაბადებული, შარლ კოლერის სახელზე გაცემული პასპორტი. საფულეში აღმოჩნდა ქართულ ენაზე დაწერილი ბარათიც, რომელშიც ეწერა: „თემურ, ეს კაცი ჩემი ახლობელია და მოგაკითხავს და ნივთსაც მოგიტანს. მისი კუთვნილი თანხა გადაუხადე და ბელგიაში გადასვლაში დაეხმარე. კარგი იქნება, თუკი სუფთა საბუთებს უშოვი. კოლია“.
„პაძელნიკები“, ფაქტიანად, შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს, რადგან გენერალური ინსპექცია იქ იყო განთავსებული.

მოულოდნელი გარემოება
რადგან საქმე უცხოელს ეხებოდა, მილიციამ სამინისტროში „კაგებეს“ გამომძიებელი მიიწვია და შორენა კოხია, თავის ფაქტებიანად, მას გაატანეს. უფროსი ლეიტენანტი ლენორ კოხია კი „დასაკაჩავებლად“ დაიტოვეს.
„კაჭკაჭი“ რომ „კაგებეში“ ჩვენებას იძლეოდა, უშიშროების ოპერები „ინტურისტის“ გაძარცვულ  ნომერს ეწვივნენ და საწოლში ჯერ კიდევ მხვრინავი, შორენა კოხიას კოქტეილისგან მთვრალი, ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცი აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ ეძინა, როცა მისი ფიზიონომია პასპორტში ჩაკრულ შარლ კოლერის სურათს შეადარეს, რომელსაც წვერ-ულვაში და ბაკენბარდები ჰქონდა. მაიორმა გივი კაკაბაძემ თქვა:
– თითქოს ჰგავს, მაგრამ აქ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე...
მძინარე გააღვიძეს. იქვე „კაგებეშნიკურად“, გულდასმით შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ახალგაღვიძებულის წვერ-ულვაშიც, ბაკენბარდები  პარიკი ყოფილა. ხოლო, მთელი ეს ატრიბუტიკა რომ მოხსნეს, ოპერების წინაშე სულ სხვა ადამიანი წარდგა. ის შევჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეში“ წაიყვანეს დაკითხვაზე და როდესაც მისი პიროვნება დაადგინეს, მილიციის მიერ ძებნილი ქურდი-რეციდივისტი, ოთხჯერ ნასამართლევი, ჯემალ აპოლონის ძე ქავთარაძე, მეტსახელად „პეგასი“ აღმოჩნდა. ქავთარაძეს რომ ჰკითხეს, თუ სად იყო ფრანგი შარლ კოლერი, „პეგასმა“ ვენების კბილებით გადაღრღნა სცადა, მაგრამ გაკოჭეს.

სამმაგი მკვლელობა
სანამ ქავთარაძეს ამშვიდებდნენ და ის ერთადგილიან საკანში ჰყავდათ გამომწყვდეული, „კაგებემ“ დაადგინა, რომ გაუჩინარებული შარლ კოლერი ქართველი ემიგრანტის, კოტე ერისთავის ვაჟი – შალვა იყო. ერისთავი 1917 წელს გაიქცა საფრანგეთში და თავისი ქონება აქ დატოვა, რომელიც კონფისკაციაში მოჰყვა. ერისთავი იუველირი გახლდათ და ალმასებისა და ბრილიანტების მდიდარი კოლექცია ჰქონდა. მათ შორის, გამორჩეული იყო ბრილიანტი „კაკლის გული“, რომელიც 11 კარატს იწონიდა. ეს შედევრი ვერ იპოვა „ჩეკამ“ გაქცეული იუველირის სახლში. „კაგებემ“ ივარაუდა, რომ სწორედ მამისეული ბრილიანტის მოსაძებნად იყო ჩამოსული კოლერი თბილისში და რაღაც მოხდა...
„პეგასი“ დაკითხვაზე გაიყვანეს, კარგად „შეაჯანჯღარეს“ და ასეთი ჩვენება დაწერა: „ციხიდან გაქცევის შემდეგ დამიკავშირდა ჩემი ძველი ნაცნობი ომარ გორდელაძე და მითხრა, რომ 5 ათას მანეთს გადამიხდიდა, თუკი ერთ საქმეს გავაკეთებდი. მან ამიხსნა, რომ სოლოლაკელი იამზე კეკელიძის სახლში უნდა შევპარულიყავი. მომეძებნა საიდუმლო სამალავი და იქიდან ძვირფასი ქვა მომეპარა და მასთან მიმეტანა. ამის შემდეგ კი, მე ჩემს 5 ათასს მივიღებდი. მე შეკვეთა შევასრულე და როცა ფულს ვიღებდი, მივხვდი, რომ ეს ქვა გაცილებით მეტი ღირდა. გორდელაძე დავაბი და გამოვტეხე, რომ სინამდვილეში, ეს ნივთი 3 მილიონამდე ღირდა და რომ მასში თბილისში ჩამოსული ფრანგი დიდ ფულს იხდიდა. მე ფრანგის ვინაობა და ადგილსამყოფელი ვათქმევინე გორდელაძეს, რომელიც წამებისგან გარდაიცვალა. ფრანგს რომ შევხვდი, აღმოჩნდა, რომ მას ქართული სცოდნია. სწორედ მაშინ მომივიდა აზრად, ფრანგის მაგივრად გავმგზავრებულიყავი პარიზში და ეს ქვა 3 მილიონად გამეყიდა. საამისოდ ფრანგს უნდა დავმსგავსებოდი გარეგნულად და პარიკი მოვირგე. ფრანგი კი დანით მოვკალი და მტკვარში გადავაგდე...“
„პეგასმა“ დაასახელა აგრეთვე თავისი თანამონაწილე, ძველი ქურდი-რეციდივისტი კოლია ღლონტი, რომელიც 1895 წელს იყო დაბადებული. სწორედ მის მიერ დაწერილი წერილი იპოვეს კოლერის საფულეში. ღლონტი თავის ძველ მეგობარს, თემურ წერეთელს წერდა, რომ „პეგასს“ „კაკლის გულის“ გაყიდვასა და ბელგიაში გადასვლაში დახმარებოდა. ქავთარაძემ განაცხადა, რომ 75 წლის კოლია ღლონტს ჰქონდა ბრილიანტი, არ აჩენდა და შემოაკვდა.
„კაგებემ“ ჯერ მოკლული ღლონტის ბინა გაჩხრიკა, მაგრამ ნივთი ვერსად იპოვეს. ბოლოს ისევ მაიორმა გივი კაკაბაძემ იმარჯვა და „პეგასის“ რენტგენზე გაშუქება მოითხოვა. არც შემცდარა, ქავთარაძეს ძვირფასი ქვა გადაყლაპული ჰქონდა და „კაკლის გული“ ბუნებრივი გზით „ამოიღეს“, რომელიც შემდეგ მოსკოვმა წაიღო და საქართველოში აღარც დაუბრუნებიათ.
„პეგასი“ კი სამი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს და დახვრიტეს.
скачать dle 11.3