კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ ედგა გიგა კვენეტაძე გვერდში მეუღლეს მძიმე ავადმყოფობის დროს და რით გააოცა ის სოსო პავლიაშვილმა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

გიგა კვენეტაძე უკვე ცხრა წელია, მოსკოვში წარმატებით მოღვაწეობს და სიმღერებს წერს უამრავი რუსი და ქართველი მომღერლისა და ჯგუფისთვის. ნოემბერში ის მოსკოვში კონცერტის გამართვას აპირებს, სადაც ყველა მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც კი მისი სიმღერა შეუსრულებია. მიუხედავად კარიერული წინსვლისა, გიგას ცხოვრებაში ურთულესი წელი იდგა. მისი მეუღლე ლეიკემიით იყო ავად. მათ ბევრი ბრძოლით ეს დაავადება დაძლიეს და დღეს უკვე გიგა „თბილისელებთან“ იმ პერიოდს იხსენებს.  
გიგა კვენეტაძე:
უკვე მეცხრე წელია, რაც მოსკოვში ვმოღვაწეობ და მეცხრე წლის თავზე გადავწყვიტე, ყველა ჩემი მუსიკალური ნაწარმოები შევკრიბო და ჩავატარო კონცერტი, ცოცხალი ორკესტრის თანხლებით. ის 21 ნოემბერს გაიმართება, ისეთ სერიოზულ დარბაზში, როგორიც „ვეგას სითი ჰოლია“. „ა სტუდიო“, ნიკალაი ბასკოვი, გელა გურალია, ნოდარ რევია, გიორგი რევიშვილი, აჩი ფურცელაძე, რომელიც ყველაფერთან ერთად,  ჩემს კონცერტს წაიყვანს და ყველა ის მომღერალი და ჯგუფი იმღერებს ჩემს საავტორო სიმღერებს, ვისთვისაც კი ის დამიწერია. თავადაც ვიმღერებ ამ კონცერტზე და გაიმართება ჩემი ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია. ასე ვთქვათ, უფრო ვკომპოზიტორობ. რაც შეეხება სოლო კარიერას, მე ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუდგები ამ მიმართულებას. ვფიქრობ, უკვე დადგა ამის დრო. ერთი წლის წინ გავაკეთე ჩემი სტუდია და ნელ-ნელა ვიწყებ ახალი სოლო ალბომის მომზადებას.
– შენ უკვე შემდგარი კომპოზიტორი ხარ რუსეთში. ალბათ, რთული გზის გავლა მოგიწია უცხო ქვეყანაში, სანამ ასეთ წარმატებას მიაღწევდი. ოდესმე გინანია, რომ წახვედი?
–  კი, რთული გზის გავლა მომიწია, მაგრამ არასდროს მინანია წასვლა. იმიტომ რომ, მე იმ ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, ვისაც ერთი ადგილის ტკეპნა არ შეუძლია, ყველა მომღერლისთვის ის პერიოდი დადგა, როცა, რაღაც მიზეზთა გამო, გადაწყვიტა, ჩრდილში დამდგარიყო, ან ქვეყანა დაეტოვებინა. მე წავედი რუსეთში. ჩემთვის ძალიან რთული იყო, მიმეტოვებინა ყველაფერი – პოპულარობა, ყურადღება. რუსთაველზე მქონდა სტუდია და რომ გამოვდიოდი, უდიდეს სიყვარულს ვიღებდი  ქუჩაში შემხვედრი ხალხისგან, რაც ჩემთვის დიდი ადრენალინი იყო. გადავწყვიტე, ეს ყველაფერი დამეტოვებინა და წავსულიყავი ქალაქში, სადაც არავინ მიცნობდა და არავის ვუყვარდი. არავის უნდოდა იქ შენი მუსიკა და ყველაფერი ნულიდან გქონდა დასაწყები, დასამტკიცებელი. მქონდა დეპრესიული მომენტები. ვფიქრობდი, ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, მაგრამ იმდენად ამაყი ვარ, რომ საკუთარ თავს იმწამსვე ვპასუხობდი, – არა-მეთქი. მე მაქსიმალისტი ვარ და მინდა, ჩემი შემოქმედება იყოს აღიარებული, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ეს აღიარება მე მოვიპოვე. ჩემმა სიმღერებმა დაჯილდოების ისეთ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, როგორიცაა „წლის სიმღერა“. წელს ავიღე „ოქროს გრამაფონი“ – ნიკალაი ბასკოვისა და  ალინა ავგუსტის დუეტი ჩემი საავტორო სიმღერაა. იგივე სიმღერა გახდა – „წლის სიმღერაც“.
– რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან თუ გრძნობდი თანადგომას?
– იქაური ქართველებისგან სულ ვგრძნობდი თანადგომას. ქეთა თოფურია ყოველთვის გვერდში მედგა. ქეთა ჩემი შვილის ნათლიაა, მასთან ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა მაქვს. ქეთა ჩემი დაიკოა, რომელმაც თავის დროზე ხელი გამომიწოდა და ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ა სტუდიოს“ დამფუძნებელს, ბაიგალი სერგებაევს. მან ჩემი ნიჭი შეამჩნია და ჩემს სიმღერებს დღესაც პირველ ადგილზე აყენებს „ა სტუდიოს” რეპერტუარში. „ა სტუდიომ“  30 წლის თავზე გამოუშვა ვინილის ფირფიტა. მასში ოცი ჰიტია შესული ყველა იმ სიმღერიდან, რაც ამ ხნის განმავლობაში ჯგუფს გაუკეთებია და ამ ოციდან, ორი ჩემია. ახლა ბოლო კონცერტის აფიშა დავდე და გაოცებული დავრჩი, როდესაც ეს აფიშა ვნახე სოსო პავლიაშვილის „ინსტაგრამზე” გაზიარებული. მე და სოსოს ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, კონცერტებზე თუ შევხვდებით ერთმანეთს. პირადად დავურკე და დიდი მადლობა გადავუხადე. ეს ნიშნავს, რომ ასე თუ ისე, ქართველობა ერთმანეთს გვერდში უდგას.
– კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებაც რუსეთში ააწყვე. მახსოვს, შენ და შენი მეუღლე საქართველოში აპირებდით ჯვრისწერას. დაიწერეთ ჯვარი?
– ჩემი მეუღლე ძალიან თბილი ადამიანია. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისა და იმისთვის, რომ მაჩუქა ისეთი საყვარელი ადამიანი, როგორიც ნიკუშაა. ჯვარი არ დაგვიწერია, რადგან მარის ჯანმრთელობამ შეგვიშალა ხელი. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წელი მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სიკვდილი დავძლიეთ. შარშან ზაფხულში მარის ლეიკემია დაუდგინდეს, რაც არასდროს მითქვამს, პირველად ვამბობ. შემთხვევით გავიგეთ. თავს სუსტად,  უენერგიოდ გრძნობდა. ერთ დღეს ნიკუშას ტანზე გამოაყარა და ექიმთან მივიყვანეთ. ექიმმა მარის უთხრა:  იცით, მარი, მე თქვენი სახის ფერი არ მომწონს და ანალიზები აიღეთო. მეორე დღეს ზღვაზე წასვლა გვინდოდა, მაგრამ დავუჯერეთ ექიმს და ანალიზები ნაცნობ ექიმთან ავიღეთ.  მეორე დღეს ის მირეკავს: გიგა, სასწრაფოდ მოდიო. მივედი და მეუბნება, ლეიკოციტები და ერითროციტები ძალიან მომატებულია, ეს რაღაცის ნიშანია და გირჩევთ, ლეიკემიასთან დაკავშირებით, სპეციალისტთან მიხვიდეთო. მივედით, კიდევ ერთხელ ავიღეთ ანალიზები და ექიმმა დახედა თუ არა მეუბნება: ბილეთები ნაყიდი გაქვს? რა ხდება-მეთქი.  გიგა, თუ ერთ კვირაში ქიმიოთერაპიას არ დაიწყებთ, შეიძლება, მეუღლე დაკარგოო. ჩვენ სასწრაფოდ გადავფრინდით და მეორე დღესვე მარი საავადმყოფოში იყო. ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის გადანერგვა – ეს ყველაფერი გავიარეთ. ჩვენ გავიარეთ ეტაპი, როცა მარის ფეხზე სიარული არ შეეძლო და 33 კილო იყო.
– გქონდათ იმ პერიოდში უიმედობისა და სასოწარკვეთილების მომენტები?
–  ძალიან რთულად გადავიტანეთ, მაგრამ სიყვარულის გამო, ყველაფერს ვაკეთებდი. მაქსიმალურად ვედექი გვერდში. თვითონ ძალიან სასოწარკვეთილი იყო. ბავშვი სულ ჩვილი გახლდათ, ეს ამბავი რომ დაგვატყდა. ქიმიიდან გამომდინარე, თმის პრობლემა დაეწყო. ფეხზე ვერ დგებოდა. ერთადერთი, ხვალინდელი დღის რწმენას, მასში ნიკუშა იწვევდა. ნიკას არსებობა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დაგვეხმარა, მარის გადაელახა ეს პრობლემა. მე არასდროს მქონია უიმედობის პერიოდი. თვითონ კი ჰქონდა, მაგრამ მე ადამიანის შეცოდება არ მიყვარს. როცა გეცოდება, ის კიდევ უფრო ვარდება დეპრესიაში. პირიქით, ვამხნევებდი და მომენტებში, ვუწყრებოდი კიდეც და ეს მას შველოდა.
– სიურპრიზებს თუ უკეთებდი?
–  მინდოდა, სიურპირზებით გამენებივრებინა, მაგრამ ძალიან რთულია, სიურპრიზებით მოხიბლო, როცა ადამიანს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, სულიერად უჭირს. ახლა კარგად არის. ყვავილების ჩუქება არ მიყვარს, თუმცა თვითონ უყვარს და მეჩხუბება, რატომ არ მოგაქვსო. რა ვქნა, არ ვანიჭებ პრიორიტეტს. მანქანას შევპირდი და იმედია, მალე ვუყიდი. ზოგჯერ ეჭვიანობს, მაგრამ აბა, როგორ შეიძლება, ეჭვიანობის გარეშე. ეჭვიანობა უფრო დიდ სიყვარულს წარმოქმნის. შემდეგ კი – დაფასებას. წარმოგიდგენიათ, ისეთი ცხოვრება, სადაც ყველაფერი კარგადაა და მეუღლე არ ეჭვიანობს... არ იქნება საინტერესო. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ მარის სიცოცხლისთვის და შემიძლია ვთქვა, ამხელა პრობლემამ უფრო დაგვაახლოვა და პირადად მე, ძალიან გამაძლიერა.



скачать dle 11.3