№41 როგორ ჩავდგეთ სასურველ ფორმაში ერთ კვირაში, შიმშილის გარეშე
თუ გსურთ, ერთ კვრიაში ზედმეტი კილოგრამები, შიმშილის გარეშე დაიკლოთ და სასურველ ფორმაში ჩადგეთ, მაშინ ეს დიეტა ზუსტად თქვენთვისაა გამოწერილი. ამ დიეტის დროს, მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილსა და შაქარზე. ასევე, ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, სოუსებსა და მარინადებს. დიეტის დაცვა რეკომენდებულია, სასურველი შედეგის მიღებამდე.
გაფრთხილებთ! ეს დიეტა ეკრძალება, ვისაც გასტრიტი ან ნაწლავების ანთებები აწუხებს. ასევე, მათ, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვს.
ორშაბათი
საუზმე: 200 გრამი შვრიის ფაფა, ერთი ნაჭერი ყველი, ერთი ნაჭერი ქატოს პური.
წახემსება შუადღეს: კივისა და ვაშლის სალათა, ორი კოვზი უშაქრო იოგურტით.
სადილი: 200 გრამი სოკოს წვნიანი, 1 ნაჭერი ქათმის მკერდის ფილე მარილის გარეშე, 100 გრამი კარტოფილის პიურე.
ვახშამი: უცხიმო ხაჭო, ჩაი.
სამშაბათი
საუზმე: 200 გრამი წიწიბურა ბოსტნეულით, ჩაი ლიმონით და ორი ორცხობილა.
წახემსება შუადღეს: 2 ცალი დაჭრილი კივი, დაბალპროცენტიან, 1 კოვზ ნაღებთან ერთად.
სადილი: 200 გრამი ბოსტნეულის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული 1 კატლეტი და 150 გრამი ბრინჯი.
ვახშამი: 200 გრამი ბოსტნეულის რაგუ ყაბაყითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი, ჩაი, ყველის ნაჭერი.
ძილის წინ - კეფირი.
ოთხშაბათი
განტვირთვის დღე
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით რძის პროდუქტი, კივი, ჩაი და წყალი.
ხუთშაბათი
საუზმე: 200 გრამი ხაჭო, ყავა.
წახემსება : 2 კივი.
სადილი: 200 გრამი ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული თევზი და 150 გრამი მოთუშული კომბოსტო.
ვახშამი: 200 გრამი ბრინჯის ფაფა, ჩაი და 2 ორცხობილა.
ძილის წინ: კეფირი.
პარასკევი
საუზმე: 200 გრამი შვრიის ფაფა, ყავა, 1 ნაჭერი ყველი.
წახემსება: 1 კივისა და 1 მსხლის სალათა.
სადილი: 200 გრამი წვნიანი მაკარონით, 1 ნაჭერი მოხარშული მკერდის ფილე.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო და ჩაი.
ძილის წინ: იოგურტი.
შაბათი
საუზმე: ორთქლზე მომზადებული 2 კვერცხის ომლეტი კამასთან ერთად, ყავა.
წახემსება: 2 კივი.
სადილი: 200 გრამი წვნიანი, 150 გრამი ორთქლზე დამზადებული გუფთა ბრინჯით.
ვახშამი: 200 გრამი ბურღულის ფაფა, ჩაი.
ძილის წინ: დაბალცხიმიანი იოგურტის, კივისა და მსხლის სმუზი.
კვირა
იკვებეთ ისე, როგორც ორგანიზმი მოგთხოვთ. მაგრამ, შეეცადეთ, კერძები იყოს უცხიმო, უმარილო და უშაქრო.