კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ტესტი საკუთარ თავზე

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

ამ ტესტით საკუთარ თავზე ძალიან საინტერესო სიახლეებს აღმოაჩენთ. მთავარია, დიდხანს არ იფიქროთ პასუხებზე. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო პასუხებია ის, რაც პირველად მოგივათ თავში. სხვათა შორის, ტესტი და კითხვები შედგენილია ძველი ტიბეტური სწავლების მიხედვით.
კითხვები:
1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა ეს ხუთი ცხოველი. დააყენეთ ისინი ნებისმიერი თანამიმდევრობით, რომელიც მოგწონთ: ძროხა, ვეფხვი, ცხვარი, ცხენი, გოჭი.
2. თითო სიტყვით გამოხატეთ და დაწერეთ, რასთან ასოცირდება თქვენთვის თითოეული ამ სიიდან:
ძაღლი, კატა, ვირთხა, ყავა, ზღვა;
3. იფიქრეთ იმ ხუთ ადამიანზე, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. თითოეულს შეუსაბამეთ ერთ-ერთი, ქვემოთ ჩამოთვლილი ფერებიდან. თითოეულ ფერს შეიძლება, მიუსადაგოთ მხოლოდ ერთი ადამიანი:
ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, თეთრი, მწვანე.
ახლა კი ვნახოთ ტესტის შედეგები:
1. პასუხში პირველ კითხვაზე თქვენი ცხოვრებისული პრიორიტეტები ასე განისაზღვრება:
ძროხა – კარიერას ნიშნავს;
ვეფხვი –  საკუთარი ღირსების გრძნობაა;
ცხვარი – სიყვარულია;
ცხენი – ოჯახს ნიშნავს;
გოჭი – ფულის სიმბოლოა. როგორი თანამიმდევრობითაც დაალაგეთ, ისეთი თანმიმდევრობით გაქვთ პრიორიტეტები.
2. რაც შეეხება მეორე შეკითხვას. ის მთლიანად თქვენს პიროვნულ „მეს“ უკავშირდება. ზუსტად იმ სიტყვით შეაფასეთ ის, რა სიტყვაც მიუსადაგეთ ასოციაციურად.
ასოციაცია ძაღლთან გულისხმობს თქვენს პიროვნებას.
ასოციაცია კატასთან გულისხმობს თქვენი პარტნიორის პიროვნებას – ანუ, როგორადაც ხედავთ მას.    
თქვენი ასოციაცია ვირთხასთან გულისხმობს თქვენს მტრებს, როგორც წარმოგიდგენიათ ისინი.
ასოციაცია ყავასთან გულისხმობს თქვენს დამოკიდებულებას სექსის მიმართ.
თქვენი ასოციაცია ზღვასთან გულისხმობს თქვენს ცხოვრებას.
3. გაშიფრეთ ფერები, რომელიც აირჩიეთ თქვენი ცხოვრების 5 მნიშვნელოვანი ადამიანისთვის:
ყვითელი – ადამიანი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ და რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე.
ნარინჯისფერი – ადამიანი, რომელიც თქვენთვის ნამდვილი მეგობარია.
წითელი – ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვართ.
თეთრი – თქვენი მონათესავე სული.
მწვანე –  ეს ის  ადამიანია, რომელიც სულ თქვენ გვერდით იქნება, მთელი ცხოვრება – ან ფიზიკურად, ან ფიქრებსა და მოგონებებში.

скачать dle 11.3