კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ წავისვათ ლაკი, რომ შეღებილი ფრჩხილები დიდხანს ლამაზად გამოიყურებოდეს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ლამაზი მანიკიური ძვირად ღირებული სალონის პროცედურების გარეშე, სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
იდეალური მანიკიურისთვის, საკმარისი არ არის ლაკის თანაბრად წასმა ფრჩხილებზე. მნიშვნელოვანია, ამ პროცედურამდე, მათი წინასწარ დამუშავება – ნუნების მოშორება, ფრხილების ერთ ზომაზე დაჭრა, დასუფთავება, ზედმეტი წანაზარდებისგან გათავისუფლება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაკის წასმა.
გამჭვირვალე ფუძე არამარტო ასწორებს ფრჩხილის უსწორმასწორო ზედაპირს, ასევე იცავს მას  ფრჩხილის ლაკის მავნე, აგრესიული კომპონენტებისგან. ფუძედ შეიძლება, გამოიყენოთ გამჭვირვალე ლაკი ან ფრჩხილების გასამაგრებელი საშუალება.
სანამ უშუალოდ წასმის პროცესს შეუდგებით, მოიმზადეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, დაგჭირდეთ. მაგალითად, ბამბის ჩხირები, ბამბის რგოლი და ლაკის მოსაშორებელი საშუალება. ფრჩხილების აკურატულად და ლამაზად შესაღებად, უპირველესად, დაიბანეთ ხელები საპნით. შეარჩიეთ კარგად განათებული და ხელების დასადებად მოსახერხებელი ადგილი.  გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ლაკი. ყურადღება მიაქციეთ, მათი გამოყენების ვადას. გახსნამდე ფლაკონი ხელისგულებით გაათბეთ და შეანჯღრიეთ. მოკლე ფრჩხილებზე წასასმელად უფრო ადვილია თხელი კონსისტენციის ლაკი. გასქელებულ ლაკს შეიძლება, დაუმატოთ გამხსნელი. ფუნჯს ლაკი ზომიერად ამოაყოლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანიკიური აკურატული არ გამოვა. მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყეთ პირველი ფენის წასმა ფრჩხილის შუა ნაწილიდან – ნუნიდან ფრჩხილის ბოლომდე, ერთი მკვეთრი მოძრაობით. შემდეგ, რამდენიმე შეხებით, წაისვით ლაკი ფრჩხილის დარჩენილ ნაწილზე. მეორე ფენა მხოლოდ მას შემდეგ წაისვით, როცა წინა ფენა ბოლომდე გაშრება. ლაკის ერთი ფენა, საკმარისია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალიან სქელია.
არ გამოიყენოთ ჩასქელებული ლაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აცდებით ფრჩხილის გარშემო კანის დასვრას. სასურველია, მოკლე ფრჩხილებზე ლაკი წაისვით ფუნჯზე მცირე რაოდენობით. ფრჩხლის კიდეებს თუ შეუღებავს დაიტოვებთ, სიგრძე ვიზუალურად უფრო გაიზრდება.
გრძელ ფრჩხილებს ნებისმიერი  ფერის ლაკი უხდება. მთავარია, ლაკის წასმამდე სათანადოდ გაიკეთოთ მანიკიური. გაათბეთ ხელისგულებით ფლაკონი, ლაკი ერთგვაროვანი  კონსისტენციის გახდება და ფრჩხილზე თანაბრად წაესმევა.  წასმა დაიწყეთ ნეკა თითიდან, ხელი მოხერხებულად დადეთ მაგიდის კიდეზე. სასურველია, სინათლის წყარო მოდიოდეს მარცხნიდან. ფუნჯი ბოლომდე ჩადეთ ფლაკონში, შემდეგ კი მოაშორეთ ზედმეტი ლაკი ფლაკონის კიდეზე გასმით. თუ ლაკი არ გეყოთ, დაიმატეთ ის ფლაკონიდან. თუ ზედმეტი მოგივიდათ, ფრთხილად მოიშორეთ ფუნჯის დახმარებით. დაიცადეთ, სანამ ლაკი გაშრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვით მეორე  ფენა. ბოლოს, სასურველია,  ლაკის გასამაგრებელი, გამჭირვალე საშუალება გადაისვათ.скачать dle 11.3