კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 იქნება თუ არა წელს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი და მოსალოდნელია თუ არა სტიქიურ უბედურებათა განმეორების შანსი

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 ბოლო წლებია, მკვეთრად შეინიშნება ამინდის ცვლილება, უფრო მეტიც, ოთხი სეზონიდან, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ორი დარჩა – გრძელი ზამთარი და მოკლე ზაფხული. ამ პროცესებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი. ფაქტი ერთია, ზაფხულის აუტანელი სიცხეებიდან, პირდაპირ ზამთრის თბილ ქურთუკებზე გადავდივართ. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ეს ყოველივე გლობალური დათბობით არის გამოწვეული. გავრცელდა მოსაზრება, რომ წელს, ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი გველოდება. ამ ყოველივეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთი მეტეოროლოგი ადასტურებს. მოსახლეობაში თითქოს და პანიკის საფუძველი გაჩნდა, ოქტომბრის დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე, ამ მოსაზრების ჭეშმარტებაში ეჭვის შეტანა ძნელია... იქნება თუ არა ცივი ზამთარი, ამ საკითხის გასარკვევად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსს, რამაზ ჭითანავას ვესაუბრეთ.
რამაზ ჭითანავა
: მიმდინარე ამინდი ფორმირდება კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. კლიმატის ცვლილება საერთო საკაცობრიო პრობლემაა. ამ პრობლემისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებებს შორის, მეტად მნიშვნელოვანია 1972 წელს სტოკჰოლმში გამართული კონფერენცია; 1988 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და „გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის” მიერ კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დაფუძნება; 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში დედამიწის სამიტზე კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მიღება; 1997 წელს კიოტოში მიღებული საერთაშორისო შეთანხმება, სათბურის გაზების ატმოსფეროში გაფრქვევის  შემცირების შესახებ და სხვა. კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთა ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 2015 წელს, პარიზში გაიმართა, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, თავიანთი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილებათა პრობლემების გადაწყვეტაში. ამავე შეხვედრაზე ხაზი გაესვა განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, კლიმატური პარამეტრების მონიტორინგის გაძლიერებისთვის მხარდაჭერის აუცილებლობას. ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დონორმა ქვეყანამ აღმოგვიჩინა დახმარება, საქართველოში მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის გასაძლიერებლად. მათ შორის, აღსანიშნავია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, კლიმატის ცვლილების ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების, ფინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, თურქეთის მთავრობების მხრიდან მიღებული დახმარებები.
– გასაგებია, რომ კლიმატის ცვლილებები გლობალურმა დათბობამ გამოიწვია, მაგრამ უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს ყოველივე?
– კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა საბჭოს დასკვნების თანახმად, დედამიწაზე, ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით, საშუალო ტემპერატურამ 0.8 გრადუსით მოიმატა.  ერთი შეხედვით, ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ამან აშკარად გამოიწვია, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული, კლიმატური სისტემის აღრევა. შეიცვალა  ატმოსფეროს მსხვილმასშტაბიანი ცირკულაციური პროცესები. ამავე დასკვნით, დათბობის შედეგად, ზღვის დონე დაახლოებით, 20 სანტიმეტრითაა აწეული. 1901-1990 წლებიდან, ზღვის დონის აწევის სიჩქარე – 1990-2010 წლებში, 1,7-დან 3,2 მმ/წელიწადამდეა გაზრდილი.  ბოლო 20 წლის განმავლობაში, დიდი მასა დაკარგა გრენლანდიის ყინულოვანმა საფარმა. შემცირდა საფარის ფართობები, უკან დაიხია მყინვარებმა მთელ მსოფლიოში. საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარია, მათ შორის, ზოგი პატარა, ზოგი საშუალო და ზოგიც დიდი. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი პატარა მყინვარი საერთოდ გაქრა, საშუალო მყინვარები პატარას კატეგორიაში გადავიდა და დიდმა მყინვარებმა მნიშვნელოვნად დაიხია უკან, რაც  ნათლად ჩანს გერგეთის მყინვარის მაგალითზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულებში შესამჩნევად გაიზარდა, ამა თუ იმ რეგიონისთვის იშვიათად განმეორებადი, სტიქიური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და მათთან დაკავშირებული, გეოლოგიური ხასიათის მოვლენების სიხშირე და ინტენსივობა. ცალკეულ რეგიონებში აღინიშნა მისთვის უჩვეულო მოვლენებიც. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე გაიზარდა თავსხმა ნალექებისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობა-წყალმოვარდნების, სეტყვის, თოვლის ზვავების, ძლიერი ქარის, გვალვების, ჰაერის ექსტრემალურად ცხელი და ექსტრემალურად ცივი დღეების  სიხშირე და ინტენსივობა.  
– ცივი ზამთარი გველის წელს?
– ამის თქმა ძალიან რთულია. ამინდის პროგნოზის გამართლება მით უფრო მაღალია, რაც მოკლეა პროგნოზის შედგენის წინსწრება. ასე, მაგალითად, თუ 1-4 დღის წინსწრებით პროგნოზის გამართლება 90 პროცენტის ფარგლებშია, 5-10 დღის წინსწრებით, ეს ციფრი 80, ხოლო ერთი თვის წინსწრებით, 65-70 პროცენტამდე ეცემა. კიდევ უფრო დაბალია ეგრეთ წოდებული  სეზონური პროგნოზების გამართლება. ამ ტიპის პროგნოზი ჯერ კიდევ კვლევის დონეზეა და ოპერატიულ პრაქტიკაში არ გამოიყენება. ამიტომ, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოთ მომავალი, ექსტრემალურად ცივი ზამთრის შესაძლებლობას. რაც შეეხება ოქტომბრის დარჩენილ დღეებს და ნოემბერს, ვვარაუდობთ, რომ ამ პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა ამ თვეებისთვის დამახასიათებელი,  მრავალწლიური ნორმის ფარგლებშია. თუმცა, ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, ნორმაზე მაღალი ან დაბალი მააჩვენებლები აღინიშნოს.
– ამბობენ, ზაფხულის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა განაპირობებს ცივ ზამთარსო. ეს რეალურია? ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძლიერ სიცივეს წელს ვერ ავცდებით...
– ასეთი მარტივი რომ იყოს პროგნოზირება, მაშინ პრობლემაც არ იქნება. სტატისტიკა არ ადასტურებს იმას, რომ ცხელ ზაფხულს აუცილებლად ცივი ზამთარი მოჰყვება. მართალია, ოქტომბრის პირველ რიცხვებში მკვეთრად აცივდა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია, ახლო დღეებში არამდგრად, მაგრამ შედარებით, თბილ ამინდებს ველოდებით.
– შარშან ძლიერი ყინვა იყო, წელსაც მოსალოდნელია?
– ვერ გამოვრიცხავთ, რომ ასე იყოს. თუმცა ისეთ ზამთარს არ ველოდებით, როგორიც ჯერ არ ყოფილა. ტემპერატურაც დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ამ სეზონს ახასიათებს.
скачать dle 11.3