კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირი ატომური განადგურებისგან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიამ რომ, ეგრეთ წოდებული, შიდა ატომური ფარი შეუქმნა საბჭოთა კავშირს, უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გახსნილი მასალები ოპერაცია „საკვოიაჟის“ შესახებ. მარშალმა ბერიამ ყველაფერი კარგად დაგეგმა და განახორციელა კიდეც, რამაც ქვეყანა ამერიკელთა და მათ „ატომურ მოკავშირეთა“ თავდასხმისგან იხსნა. ისტორიკოსი საველი ფროლოვი წერს: „ცივი ომის“ გაჩაღებიდან საბჭოეთის მიერ ატომური ბომბის დამზადებამდე, შეერთებული შტატები თავის ატომურ პოტენციალს ინტენსიურად ზრდიდა და საბჭოეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, რომ მიწასთან გაესწორებინა იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დათმობას ვერ მიიღებდა. საამისოდ მათ საიდუმლო გეგმა „დრობშოტი“ შეადგინეს და მასში 49 საბჭოთა ქალაქი შეიტანეს. როდესაც საბჭოეთმა პირველი ბომბი გამოსცადა, ამერიკელები პანიკაში ჩავარდნენ და „დრობშოტის“ დაუყოვნებლივ ამოქმედებაზე დაიწყეს ზრუნვა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ამერიკული გეგმა „დრობშოტი“ ჩვენმა მზვერავებმა ბერიას მაგიდაზე დადეს ამ გეგმის დამტკიცებიდან ორ კვირაში და ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავით. თუმცა, მისი ამოქმედების შემთხვევაში, კატასტროფას ნამდვილად ვერ ავიცილებდით თავიდან. ამიტომ, მაქსიმალური დაძაბვით მუშაობდა საბჭოთა დიპლომატია და ატომურ შანტაჟს უმკლავდებოდა. ბერიამ გააათმაგა ატომური პროექტის ტემპები. როგორც კი ბომბი შევქმენით, შტატები პანიკამ მოიცვა და „დრობშოტის“ ამოქმედება დღის წესრიგში დადგა. ისინი (ამერიკის შეერთებული შტატები) ასე საზღვრავდნენ – სანამ საბჭოეთს ბომბების საკმარისი მარაგი არ აქვს, მოვასწოროთ და მიწასთან გავასწოროთ  ეს ურჩი რუსებიო. ბერიამ საბჭოთა დაზვერვის მესვეურები საგანგებო თათბირზე შეგვკრიბა და გვითხრა:
 – პარადოქსულად ჟღერს, ამხანაგებო, მაგრამ ატომური ბომბის დაუფლებამ დიდი საფრთხის ქვეშ დაგვაყენა. სასწრაფოდ სწორი და ერთადერთი გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ აქ და თქვენი მოსაზრებები გამოთქვითო.
ხეირიანი ვერავინ ვერაფერი ვთქვით და ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ყველა კარგად ხვდებოდა, რომ კატასტროფა გარდაუვალი იყო. ამერიკელებზე დიპლომატია უკვე აღარ იმოქმედებდა და საკუთარი უსუსურობა გვთრგუნავდა.
პოლემიკის დროს, თითქოს შთაგონება ეწვიაო, ბერიამ თვალები დახუჭა და მივხვდით, გონებაში რაღაცას იაზრებდა. შემდეგ თვალები გაახილა და გვითხრა:
– აი, რა, ამხანაგებო. ვიფქრობ, სხვა გზა არ გვაქვს და ამერიკა იქით უნდა დავაშანტაჟოთ ატომურად.
– როგორ? ჩვენ ხომ მარაგში მხოლოდ ერთი ბომბი გვაქვს და რას გავხდებით, შტატებს კი უკვე ორასამდე ქობინი დაუგროვდა, თანაც სტარტზეა და ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვარტყას, – ვუთხარი ბერიას, რადგან საბჭოთა ატომურ პროექტში ღრმად ვიყავი ჩახედული და ჩვენს იმჟამინდელ პოტენციალს კარგად ვიცნობდი.
– პაველ ანატოლიევიჩ, თქვენ ღრმად ჩახედული ხართ ატომურ საქმეში და იცით, რომ კიდევ ორი დიდი ბომბის დასამზადებელი მასალა გვაქვს.
– დიახ. სულ რაღაც ერთი კვირა სჭირდება აწყობას, ლავრენტი პავლოვიჩ, – დავუდასტურე ბერიას. გულში კი გავიფიქრე: „დიდი ვერაფერი ბედენაა ორი ბომბი ორასის წინააღმდეგ“.
ბერიამ ზუსტად ამოიკითხა ჩემი აზრი და მითხრა:
– ამერიკელების ორასი ბომბის წინააღმდეგ ორი ბომბით ვერაფერს გავხდებით, მაგრამ მე სხვა რამეს ვფიქრობ. ჩემი აზრით, ჩვენი ორი საბომბე მასალიდან, მცირე სიმძლავრის ორმოცი-ორმოცდაათი ატომური ბომბი უნდა დავამზადოთ. ისინი სპეციალურ საკვოიაჟებში მოვათავსოთ და შტატებსა და სხვა, ჩვენთვის საშიშ ქვეყნებში ფარულად შევიტანოთ. პოსტ-ფაქტუმ კი ვაცნობოთ მათ მთავრობებს ამის თაობაზეო.
ბერიას იდეა იმდენად მარტივი და გენიალური იყო, რომ ყველა მაშინვე დათანხმდა. მისი კურატორობა კი მე დამევალა და ერთი კვირის შემდეგ მაგიდაზე უკვე გამზადებული სამოქმედო გეგმა გვედო, რომელსაც თავად ბერიამ მიანიჭა სახელი – „საკვოიაჟი“.
ოპერაცია „საკვოიაჟს“ საბჭოთა დაზვერვის ისტორიაში ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ადგილი უჭირავს. მართალია, მის ყველა დეტალს ბოლომდე არ ახდია ფარდა,  მაგრამ ხელშესახები მასალებიდანაც ნათლად ჩანს მისი უდიდესი წვლილი საბჭოეთის გადარჩენის საქმეში. „ცეერუს“ დირექტორი ალენ დალესი თავის მემუარებში წერდა: „ბერიას მიერ ჩატარებულმა აქციამ, სახელწოდებით „საკვოიაჟი“, წყალში ჩაყარა „დრობშოტის“ ყველა უპირატესობა და იმის შიშით, რომ შტატებში შეიძლებოდა, ათეულობით მინი-ატომური აფეთქება განხორციელებულიყო, პრეზიდენტს კატეგორიულად ვურჩიეთ, ხელი აეღო საბჭოეთის ატომურ ბომბარდირებაზე...“
გეგმის მიხედვით, გენერალ პავლე სუდოპლატოვის ხელქვეითებმა ამერიკაში 25 ცალი ატომური საკვოიაჟი შეიტანეს და სხვადასხვა ადგილას საიმედოდ გადამალეს, რომ დღე X-ის, ანუ „დრობშოტის“ ამოქმედებისთანავე, ერთბაშად აემოქმედებინათ. ერთი ასეთი ჩემოდანი კი, ბერიას ბრძანებით, „ცეერუს“ შტაბ-ბინაში, ლენგლიში გაგზავნეს. თან, დაწვრილებით ინსტრუქციაც მიაყოლეს. სულ, 40 ბომბიანი ჩემოდანი იყო დამზადებული, რომლებიც 40 დღეში შექმნეს. დანარჩენი 15 ბომბი კი, კაპიტალისტური ევროპის დედაქალაქებშიც განათავსეს – ყოველი შემთხვევისთვის.
სუდოპლატოვი იხსენებდა: „ატომური შანტაჟის კონტროპერაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა და სტალინი დიდად კმაყოფილი იყო ჩვენი მუშაობით. ყველანი მეფურად დაგვაჯილდოვეს. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო სამშობლოს გადარჩენა გახლდათ და ამის ავანგარდში მარშალი ლავრენტი ბერია იდგა...“
მოგვიანებით, ბერიას მარშლობაც ჩამოართვა შეთქმულთა ხროვამ. მისი ყველა დამსახურება ისტორიიდან ამოშალეს და მხოლოდ დღეს გამოდის დღის სინათლეზე ამ არაორდინარული ადამიანის ნამდვილი ბიოგრაფია“.
скачать dle 11.3