კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ აშენდა მიწისქვეშა მოსკოვი სტალინის საიდუმლო განკარგულებით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი წინასწარმჭვრეტელი იყო და ყველა მისი დიდი, წინასწარ გამზადებული პროექტი, თავის ფარულ და ძირითად მხარესაც მოიცავდა. პროფესორი კონსტანტინე გურინი წერს: „თუ მხედველობაში არ მივიღებთ ატომურ, წყალბადის, სარაკეტო-კოსმოსურ და სხვა მსგავს პროექტებს, რომლებიც თავისთავად, ზესაიდუმლოთა კატეგორიაში გადიოდა და ყოველმხრივ დაცული გახლდათ, სხვა დიდი, წინასწარანონსირებული პროექტები, საიდუმლო ნაწილსაც მოიცავდა. ასეთი პროექტი იყო მოსკოვის მეტროს მშენებლობაც, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს. თუმცა, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა იცოდა, რომ მოსკოვის მიწისქვეშა რკინიგზასთან ერთად, ბელადი მიწისქვეშა მოსკოვსაც აშენებდა.
88 წლის ლაზარ კაგანოვიჩი იხსენებდა: „ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, წელიწად-ნახევრით ადრე ვარაუდობდა სტალინი, რომ გერმანიის მმართველობის საჭეთმპყრობელები ნაცისტები გახდებოდნენ. სტალინს მრავალმხრივი, კომპლექსური ანალიზის უნიკალური უნარი ჰქონდა. როცა მან მსოფლიო-პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა 1932 წელს, მაშინვე ივარაუდა, როგორც უკვე ვთქვი, ნაცისტების აღზევება და მათთან გარდაუვალი შეტაკება. პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე მან ვრცელი მოხსენება გააკეთა და რეზიუმეს სახით დააბოლოვა:
– „მაინ კამფპის“ („ჩემი ბრძოლა“ – ჰიტლერის წიგნი) შინაარსი პირდაპირ მოწოდებაა სლავების, ანუ ჩვენი, განადგურებისკენ. მასში ნათლადაა ჩამოყალიბებული ნაცისტების სამოქმედო გეგმა. ეს კი დიდ ომს ნიშნავს. დიდ ომს დიდი წინააღმდეგობა სჭირდება და ამითვის, მზად რომ ვიყოთ, აქედანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგიო.
თქმა და შესრულება ერთი იყო. უკვე 1933 წელს, ჩვენ ხელთ გვქონდა ძირითადი თავდაცვითი სისტემების მთელი კომპლექსური გეგმა. ამ გეგმის ქვაკუთხედი კი მოსკოვსა და მოსკოვის ირგვლივ განლაგებული მძლავრი მიწისქვეშა ნაგებობები გახლდათ. მეამაყება, რომ ამ გრანდიოზული პროექტის კურატორობა მე მანდო სტალინმა“.
მოსკოვის მეტროს მშენებლობა საკავშირო მშენებლობად გამოაცხადა სტალინმა და მთელი ქვეყანა ჩართო მასში. საუკეთესო ინჟინერ-მშენებლები და კვალიფიციური მუშები ოთხ ცვლად შრომობდნენ და მუშაობა წამითაც არ წყდებოდა. მშენებლობას უცხოელი ჟურნალისტებიც ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე და აღფრთოვანებით წერდნენ ამ უდიდეს მშენებლობაზე. თუმცა, ათეულ ათასობით მშრომელთაგან, მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, რომ მთავარი გვირაბების ქვეშ, 350 მეტრის სიღრმეში, შენდებოდა და კეთილეწყობოდა მიწისქვეშა მოსკოვი. იქ 4 მილიონი ადამიანი ეტეოდა და მათთვის 1939 წელს, იმდენი პროდუქტი და იარაღი მოიმარაგეს, რომ ფაშისტური ოკუპაციის შემთხვევაში, „მიწისქვეშა მოსკოვს“ ერთი წლის განმავლობაში შეეძლო სრულფასოვანი არსებობა და პარტიზანული ომი. მიწისქვეშა ქალაქს (ის დღესაც არსებობს და ღმერთმა იცის, იქ რა ხდება – ჩაკეტილია და მკაცრად გასაიდუმლოებული.) ავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემა ჰქონდა.
ლაზარ კაგანოვიჩი იხსენებდა: „მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობისას ერთ გადაუჭრელ პრობლემას წააწყდნენ და ეს იყო მისი ელექტრომომარაგება. დენის შეყვანა იქ, რა თქმა უნდა, ზემოდან უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ძალიან ძნელი გახლდათ მსხვილი სადენების ისე დამალვა, რომ ის ოკუპანტ მტერს არ აღმოეჩინა. თუკი ეს პრობლემა გადაიჭრებოდა და სადენებს საიმედოდ შენიღბავდნენ, მეორე პრობლემას ვერაფერს მოუხერხებდნენ. მეორე პრობლემა კი ის გახლდათ, რომ ჰესი, საიდანაც დენი მოდიოდა, საომარი მოქმედების დროს რომ დაზიანებულიყო, ან სულაც, მტერს რომ გაეჩერებინა, მთელი მიწისქვეშეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩებოდა, რაც კატასტროფის ტოლფასი იყო. ამ საკითხზე უმწვავესი კამათი მიმდინარეობდა და უმეტესობას მიწისქვეშა ქალაქის სრულფასოვანი ენერგომომარაგება უტოპიად მიაჩნდა. მოლოტოვმა ისიც კი თქვა – რა ფულიც დახარჯეთ მშენებლობის ამ ეტაპამდე, ყველაფერი ქარმა წაიღოო. ეს ინჟინრებისთვის გადაუწყვეტელი პრობლემა ისევ და ისევ სტალინის უნიკალურმა საზრიანობამ, მისმა გენიალურმა ტვინმა გადაჭრა. ბელადმა ჯერ მოლოტოვი დატუქსა ნიჰილიზმისთვის, შემდეგ კი ინჟინერ გრომოვს უთხრა:
– თქვენც ადექით და მიწისქვეშა ჰესი ააშენეთ. ამაში კი მიწისქვეშა, გამდინარე წყლების ნაკადი შეგიწყობთ ხელს. ასეთ შემთხვევაში, არც მსხვილი სადენები გექნებათ შესანიღბავი და ამ ელექტროსადგურს ვერც მტერი გააჩერებსო.
ამ მარტივი და გენიალური წინადადებით, ყველა განცვიფრებული დარჩა. მოსკოვის მიწისქვეშა ელექტროსადგური ერთ წელიწადში აშენდა და მოსკოვის ქვეშ უზარმაზარი ტბა წარმოიქმნა“.
1940 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის, მიწისქვეშა მოსკოვი უკვე ექსპლუატაციაში შევიდა და სრულფასოვანი ფუნქციონირებაც შეეძლო. სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში, მოსკოვის მიწისქვეშეთში უამრავი მშრალი პროდუქტი და საბრძოლო იარაღი შეიტანეს, რომელსაც საგანგებოდ ამზადებდნენ. სტალინმა პირადად დაათვალიერა იმ პერიოდისთვის უსაიდუმლოესი სამხედრო ობიექტი და დიდად კმაყოფილიც დარჩა. საბედნიეროდ, მიწისქვეშა მოსკოვის დანიშნულებისამებრ გამოყენება, საჭირო არ გახდა. მაგრამ, მას მაინც დიდი სარგებლობა მოჰქონდა. სხვადასხვა დროს მოსკოვის მიწისქვეშეთში გადანახული საკვებისა და იარაღის  მარაგი მოშიმშილეებსა და გმირულად მებრძოლ პარტიზანებს გამოადგათ, რომლებიც სისხლს უშრობდნენ ფაშისტებს. ომის შემდგომ კი, როცა ატომურ პროექტზე გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობდა, სტალინის განკარგულებით, მიწისქვეშა „ჰესი“ აამუშავეს და ელექტროენერგიას სპეციალურ ცენტრიფუგებს აწვდიდნენ, სადაც ურანის გახლეჩა ხორციელდებოდა...
საგულისხმო და შეიძლება ითქვას, სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ მიწისქვეშა მოსკოვის მშენებლობას 45 ათასზე მეტი უცხოელი ტყვე და პოლიტპატიმარი შეეწირა, რომლებიც მოსკოვის მიწისქვეშეთში სამუდამოდ დარჩნენ... ამ სტატისტიკას რომ აცოცხლებენ, მავანნი მას სტალინის დანაშაულად მიიჩნევენ. თუმცა, ბელადი ასე არ ფიქრობდა და უფრო დიდ დანაშაულად მიაჩნდა უზარმაზარი ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) განადგურება და სწორედ მის გადასარჩენად გაიღო მან ეს მსხვერპლი.“
скачать dle 11.3