კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როდის უშლის ცოლ-ქმარს ხელს წარსული და რატომ ეძებს კაცი ბედნიერებას სხვა ქალის კალთაში

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ბედნიერი ოჯახი ბედნიერების წლებში ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, იდილია ერთ წუთში დასრულდეს. განსაკუთრებით ქალს უჭირს რეალობის აღქმა. როცა ქმარი უყვარს, სჯერა მისი და სიმართლეს გაურბის. ყველაზე ბოლოს იჯერებს ღალატს, ყველაზე ბოლოს იხსნება რეალობისთვის და ყველაზე ბოლოს კარგავს იმედს იმისას, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ცუდი, საშინელი სიზმარი აუცილებლად დასრულდება. რა თქმა უნდა, არავის უნდა, თავს გადახდეს ის, რაც სხვის შესახებ გაუგია და „ის სხვა“ ძალიან შესცოდებია. მაინც, რატომ არ ჰყოფნის ზოგიერთ კაცს ოჯახში ბედნიერება? 


მაკა (34 წლის):
რამდენიმე წელი უბედნიერესი ცოლი და ქალი ვიყავი. ალბათ, ამას არ უნდა ვამბობდე, რადგან ძალიან სულელურად ჟღერს. სულ მეღიმებოდა, როცა ტელევიზიით უჩვენებდნენ ძალიან ბედნიერ წყვილებს, რომლებიც თავიანთ „უღრუბლო“ სიყვარულზე ყვებოდნენ, მერე კი საჯაროდ ლანძღავდნენ ერთმანეთს. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ბრმები ხომ არ არიან, რატომ ვერ ხვდებიან, ურთიერთობაში პრობლემები რომ აქვთ. თავს რისთვის იმასხარავებენ-მეთქი.
– ანუ, ბედნიერებაზე არ უნდა ილაპარაკო?
– არ ვიცი. შეიძლება, უნდა ილაპარაკო კიდეც, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ ამართლებს. იმიტომ რომ, საფრთხე ყოველთვის იმაზე ახლოსაა ჩასაფრებული, ვიდრე შენ გგონია. კაცის ნდობა კი, ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება. ხუთი წლის წინ, როცა ქორწინების ორი წლის თავს ზეიმითა და სიურპრიზებით აღვნიშნავდით, ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ სასწაულად გამიმართლა. ქმარი ყოველდღე მეუბნებოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო ჩემთან. მართლა ყოველდღე ამბობდა, არ ვაჭარბებ. შემომხედავდა, გამიღიმებდა, ჩამეხუტებოდა და... როგორ გამიმართლა შენში, რა ბედნიერი ვარო. ახლაც მჯერა, რომ გულწრფელი იყო. შეიძლება, თავს ვიტყუებ, მაგრამ ეს ის ხავსია, რომელსაც ვებღაუჭები. სხვანაირად ოჯახს ვერ გადავარჩენ.
– თქვენი ოჯახი დანგრევის საფრთხის წინაშეა?
– ძალიან არ მინდა, ასე იყოს. მაგრამ, რეალობას ვერ გავექცევი. ძალიან მტკივნეულად ჩამავლო ხელი და მომიჭირა. ეს ისაა, რასაც ქვეცნობიერად, ყოველთვის გავურბოდი, იმიტომ რომ, მეშინოდა მისი.
– იმის აღიარების გეშინოდათ, რომ ქმარმა გიღალატათ?
– ვიცი, ისიც გაინტერესებთ, თუკი ერთად ასეთი ბედნიერები იყავით, რატომ წავიდა ქმარი სხვასთან, სხვა ქალთანო.
– მიგატოვათ?
– არა. დღესაც ჩემი ქმარია, მაგრამ რამდენიმე მწარე, ტკივილით, ცრემლითა და იმედგაცრუებით სავსე დღე გამოვიარე – რომ გგონია, გული გაგიჩერდება და მაინც ცოცხალი  ხარ. ახლა წარსულის დავიწყებას ვცდილობთ. მე მართლა ვცდილობ. ის მეუბნება, რომ ცდილობს – იძულებული ვარ, დავუჯერო.
– რატომ ხართ იძულებული? არჩევანი ყოველთვის არის.
– არჩევანი შეიძლება, არის, მაგრამ მე მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მაქვს, ვერაფერს ვიზამ. რადგან მიყვარს, თუ წავა, უფრო ცუდად ვიქნები. ვფიქრობ, ჭკუა მანაც ისწავლა და უნდა მივცე ჩვენს ურთიერთობას შანსი. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ მაქვს პასუხი შეკითხვაზე, რატომ მივედით აქამდე. ჩვენ ხომ ბედნიერები ვიყავით ოჯახურ ცხოვრებაში.
– იქნებ ის არ იყო ბედნიერი? ქალები მოვლენებს ხშირად ისე ვხედავთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ.
– შეიძლება, მაგრამ დღემდე ცდილობს, დამიმტკიცოს, ბედნიერი ვიყავი და ახლაც ვარო. არც შენგან წასვლაზე მიფიქრია ოდესმეო. ბედნიერი ოჯახი მაქვს და რაც მოხდა, მხოლოდ შემთხვევითი ამბავი იყო, რომელსაც გრძნობასთან კავშირი არა აქვსო. გიღალატე, მაგრამ შენ მიყვარხარ და არა ისო. ვტიროდი, ამას რომ მეუბნებოდა, თან ისეთი სახე ჰქონდა...
– თქვენც დაუჯერეთ...
– მისი გამომეტყველება რომ გენახათ... ძალიან ვინერვიულე. ისიც ვიგრძენი, რომ ძალიან ჩემი იყო და ვერავის დავუთმობდი.
– ამას კაცები ქალის მესაკუთრულ ეგოისტობას ეძახიან.
– ვიცი, თუმცა, ჩემს ქმარს არ უთქვამს მესაკუთრე ხარო. ზოგადად, სწორედ მისმა საქციელმა გადამაწყვეტინა, რომ უნდა ვაპატიო. იქნებ, მეც შეცდომა დავუშვი და რაღაც ისე ვერ გავაკეთე. სრული იდილია და კომფორტიც მოსაბეზრებელია. მამაკაცს ადუნებს და მერე ეს არ მოსწონთ. ყველაფერი დოზირებულად უნდათ, ბედნიერებაც კი.
– ანუ, „ისტერიჩკა“ ქალი ურჩევნიათ სიმშვიდეში ცხოვრებას?
– არ ურჩევნიათ. ამას არ ვამბობ, მაგრამ რაღაც ექსტრემიც აუცილებლად სჭირდებათ. სხვათა შორის, ძნელი კი იყო, მაგრამ მე და ჩემმა ქმარმა შევძელით და ყველაფერზე ვილაპარაკეთ, იმ ქალზე, მიზეზებზე... რამაც მასთან ურთიერთობის სურვილი გაუჩინა. მე მოვინდომე, რომ ყველა დეტალი მცოდნოდა. სწორედ ეს პირობა წავუყენე შერიგებისთვის. არაფრის თქმა არ უნდოდა. უჭირდა და დრო გაჰყავდა. რად გინდა დეტალების გაგება, მაზოხისტი ხომ არ ხარ. გული გეტკინება და ინერვიულებ. მოდი, ისე სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თითქოს არაფერი მომხდარაო. ცოტა კი შევყოყმანდი, ვიფიქრე, ხომ არ ჯობია, მართლა უხმოდ გავაგრძელოთ ცხოვრება და აღარ გავიხსენოთ მომხდარი-მეთქი, მაგრამ მივხვდი, არ გამომივიდოდა. გულში ჩარჩენილი კითხვები არ მომცემდა ამის საშუალებას და ჩვენ შორის გაუცხოებას ვერ მოვერეოდი. უმჯობესია, ერთხელ მაგრად გეტკინოს და მოისვენო, ვიდრე სულ გტკიოდეს და ეს ტკივილი გულს გიღრღნიდეს.
– ფიქრობთ, ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ შეძლებთ ბედნიერად ცხოვრებას, სრულ ჰარმონიაში?
– ალბათ, ვერა და ვფიქრობ, ეს უკეთესიცაა. ზედმეტი სიმშვიდე და კომფორტი მოსაბეზრებელია. ფაქტია, რომ ამან ორივე დაგვაზარალა. მე ისე მომადუნა, რომ ქმრის ღალატი გამომეპარა, ქმარმა კი, მოწყენილობისგან საყვარელი გაიჩინა.
– მოწყენილობის გამო იჩენს კაცი საყვარელს? ამის გჯერათ?
– რატომ არ უნდა დავიჯერო? ვიცი, ქალები, რომლებმაც ქმრებს სწორედ მოწყენილობის გამო უღალატეს. რატომ არ შეიძლება, იგივე მიზეზით კაცსაც ჩაედინა ეს საქმე?! ცოლებისგან ძალიან განებივრებული ქმრებიც ხშირად ღალატობენ. ესეც ხომ ფაქტია.
скачать dle 11.3