კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მამაკაცები ირჩევენ...

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი პარტნიორი სჭირდება სხვადასხვა ტიპის მამაკაცს, მაგალითად, მდიდარს და ღარიბს. საზოგადოება შეეჩვია, რომ მდიდარი ბიზნესმენებისა  და წარმატებული სპორტსმენების გვერდით, არიან მოდელის გარეგნობის ქალები. ყველა ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ სიმდიდრე მამაკაცს მეტად მომთხოვნს ხდის ქალის გარეგნობის მიმართ.
სოციოლოგებმა აღმოაჩინეს საინტერესო თავისებურება:  ქალები და კაცები, რომლებიც თავს შეძლებულ და მატერიალურად უზრუნველყოფილად გრძნობდნენ მეტად აქტიურობდნენ. თანაც, მამაკაცები კიდევ მეტად აქტიურობდნენ, ვიდრე ქალები. ისინი უფრო ახლოს სხდებოდნენ პარტნიორებთან. უმზერდნენ შეყვარებული თვალებით. ასევე, გაირკვა, რომ თუ მამაკაცი მდიდარია, უფრო მეტი მოთხოვნები აქვს, რჩეულის გარეგნობის მიმართ. საინტერესოა, რომ ქალებს ასეთი მოთხოვნები არ გასჩენიათ.
ეს კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანი ცვლის თავის ურთიერთობის სტრატეგიას გარემო ფაქტორების მიხედვით. თუმცა, გამონაკლისიც არის – ქალები არ ცვლიან მოთხოვნებს მამაკაცის გარეგნობის მიმართ, გამდიდრების შემდეგ, განსხვავებით მამაკაცებისგან.  საქმე ისაა, რომ ქალები და კაცები სხვადასხვანაირად აფასებენ საპირისპირო სქესის მიმზიდველობას, რადგან სხვადასხვა დროს უთმობენ თავის შთამომავლობას.
ქალები ხომ მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან: ორსულობისას, ლაქტაციის დროს, ბავშვებზე განსაკუთრებით ზრუნავენ მათი სიცოცხლის პირველ წლებში. ამიტომ, ქალებისთვის რეპროდუქციული წარმატება მნიშვნელოვანია. მათ სურთ, იპოვონ მამაკაცი, რომელიც ფლობს საკმარის რესურსებს იმისთვის, რომ კომფორტულად აღზარდონ შთამომავლობა. მამაკაცები კი ქვეცნობიერად აფასებენ ქალს, მხოლოდ გარეგნული მონაცემებით. ამას გარდა, მამაკაცებს აქვთ მისწრაფება, ხანმოკლე ურთიერთობებისკენ, ქალებისგან განსხვავებით.
თუ ქალი ფინანსურად დამოუკიდებელი გახდება, მან შეიძლება, მეტი ყურადღება მიაქციოს პარტნიორის რესურსებს.
მამაკაცებიც სხვანაირად აფასებენ პარტნიორს, როცა არ აქვთ დიდი რესურსები. უცნაურია, მაგრამ ღარიბი მამაკაცები უფრო სერიოზულად ეკიდებიან თავის მეორე ნახევარს და ნაკლებ არიან მიდრეკილნი, ჰქონდეთ შემთხვევითი კავშირები. ნაკლები მოთხოვნები აქვთ ქალების მიმართ და უფრო კმაყოფილი არიან პარტნიორით.

„მაგარი ტიპი“

თუ გათხოვილი და გასათხოვარი ქალების კაცებზე წამოჭრილ დიალოგს მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ ძალიან ხშირად, ერთი ფრაზა „აქტიურობს:“ „ერთი კაი კაცი გინდა ახლა შენ და ნახავ, როგორ დაგილაგდება ცხოვრება“.   თუმცა იმის თქმა, თითქოს ყველა დაოჯახებული ქალის მეორე ნახევარი „კაი“ კაცების კატეგორიას მიეკუთვნება, მართალი არ არის.
მოდი, ცოტა ჩავუღრმავდეთ „მაგარი ტიპის“ თემას. მაინც, ვინ არის ეს კაცი? რანაირია? ვინმეს უნახავს ახლოდან? ვინმემ იცის, რომელ ნაკრძალში ზრდიან ისეთ უიშვიათეს ეგზემპლარებს, სულ რამდენიმე საათში ან სულაც წუთში რომ ძალუძთ, ვინმეს ცხოვრების აწყობა-დალაგება? სწორედ ასეთი „მაგარი ტიპების“  ძებნაში უწევთ ქალებს არაერთი, მცდარი ნაბიჯის გადადგმა, რაც  შემდგომში ქალებს ჭკუას ასწავლის იმედგაცრუების ხარჯზე. მოკლედ, თუ კაცმა მოახერხა და პირველსავე ოცდაათ წამში შექმნა ვითარება: „ვაიმე, შოკში ვარ!“, ქალი ისეთი სისწრაფით უნდა მოწყდეს ადგილიდან, რამდენის განვითარების საშუალებასაც მისცემს ფეხსაცმლის 12-სანტიმეტრიანი ქუსლები! ხოლო, თუ მამაკაცი პირველსავე წუთებში მოახერხებს „მაგარი ტიპის“ იმიჯის დემონსტრირებას ქალში მტაცებლურ-მომხვეჭელური ინსტინქტი უნდა ამუშავდეს – ასეთები  დეფიციტში არიან.
„მაგარი ტიპის“ პირველ ნიშნად   ამ საქმის ზოგ „ექსპერტს“ პირად შიშებთან გამკლავების უნარი მიაჩნია. არავინ ითხოვს კაცისგან, რომ იყოს „უშიშარივით უხორცო“, არც არავის სჭირდება გვერდით მოჩვენებითი ვაჟკაცი, რომელსაც სინამდვილეში, კბილის ექიმისაც ეშინია. მაგრამ, არსებობს განსაზღვრება, როგორი უნდა იყოს კაცი, რომ მასზე გათხოვება ღირდეს:
„კარგი  ტიპი“ – ანუ ღირსეული მამრი  იქცევა  ასე:
•   მართალია, კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც წავა ექიმთან და საქმეს „სასწარაფოს“ გამოძახებამდე არ მიიყვანს;
•  თუ დასჭირდა, ფულის ეკონომიასაც ისწავლის და მეტის შოვნასაც შეეცდება;  
•  მანქანის საჭესთან მთვრალი კი არა, ოდნავ ნასვამიც კი არ დაჯდება;
• გააცნობიერებს, რომ ქალთან კამათში ხანდახან მარცხიც „მოსულა“;
• არავის დაადანაშაულებს, მე რაც მჭირს, ეს ამისა და იმის ბრალიაო.
ღირსეულ მამრს ქალის უგუნებობა, ბავშვის ფაღარათი, ან პირღებინება ტრანსში არ აგდებს. „ექსპერტების“ დაკვირვებით, სწორედ ასეთი არაჭირვეული და არაფხუკიანი კაცები არიან საუკეთესო ქმრები. ისინი ქალს ისეთს იღებენ, როგორიც არის და არ ცდილობენ მათი ფიზიოლოგიის საკუთარი ახირებებისთვის მორგებას.
მათ შესანიშნავად იციან, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია განსხვავდება ქალის ფსიქოლოგიისგან; რომ ქალი ემოციური, რთულად ამოსაცნობი არსებაა. ამიტომაც, პრეტენზიების სიას კი არ უყენებს მას, არამედ აძლევს საშუალებას, იყოს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა. რატომ? – იმიტომ რომ, სწორედ ამაშია სქესთა შორის ურთიერთობის მთელი მომაჯადოებლობა.
ღირსეულმა მამრმა ზუსტად იცის, როდის რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს. ეძინება – დაიძინებს, შია – შეჭამს. აღარ უნდა დალევა – აღარ დალევს… მოკლედ, სწრაფად ხვდებიან, რაშია პრობლემა და მათთვის თავგზის არევა არც ისე იოლია.
ღირსეული მამრი აზარტული თამაშების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან, კარგად ესმის, ზედმეტის მოხვეჭის იმედად გარისკვა, თუ „დიდი ფულის“ პატრონი არ ხარ, სისულელეა.
შეცდომის აღიარებაც შეუძლია და პატიების თხოვნაც. არ იტყუება! – მას ეს არაფერში სჭირდება და იმიტომ. მოსკანდალე ტიპებთან უცებ აგვარებს საქმეს. რა მეთოდით, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა სახისაა ეს პრობლემა.
გრძნობებს არ გაურბის. უყვარდება და თავსაც აყვარებს. სხვათა შორის, ასეთები ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ რომანტიკული სიყვარულის უნარს. თავის ქალს სხვების დასანახად კი არ უვლის და უფრთხილდება, მართლა ხელისგულზე ატარებს.
„გადამკვდარი“ მამაა. ვერც ცოლთან გაყრა, ვერც უცხო ქვეყანაში გადახვეწა, ვერც ყოფილი ნათესავების თავგამოდებული წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს, იყოს მამა. ის მამაა და მორჩა!
აი, ასეთია ქართველი ქალის საოცნებო კაცის აუცილებელი ნიშნები. თუმცა, რატომ მხოლოდ ქართველი ქალის, ასეთ კაცზე არც სხვა ერის წარმომადგენელი ქალბატონები იტყოდნენ უარს.скачать dle 11.3