კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ გვიჩვენებს საათი მარჯვენა ხელზე მომავალს, მარცხენაზე კი – წარსულს და როდის იცავს ის მფლობელს ჯადოს, ავი თვალისა და ყოველგვარი უბედურებისგან

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

დრო და ჟამთა სვლა – რომლის წინაშეც უძლურია ყველა და ყველაფერი... „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ და რაც არ უნდა „ტკბილად ნაგემნი“ გავატაროთ, ჩვენი სასიქადულო პოეტისა არ იყოს, მაინც გვათქმევინებს: „წარილტვნენ გაჰქნენ, სიზმრებრივ ჩქარად“... რჩება მხოლოდ მოგონება და დროის ათვლა: ამ და ამ დროს, ამ და ამ დღეს, ამ და ამ საათზე... და ვითვლით, ვჩქარობთ, ვცდილობთ, დრო არ გაგვეპაროს და არ დავაგვიანოთ... სულ საათს შევცქერით თუ დავცქერით და ვემორჩილებით სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ამ მაგიური ნივთის მაგიურ ძალას... მას ხომ აქსესუარის სახით, მაჯაზეც ვატარებთ და უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ასეთი საათი განსაზღვრავს უცხოს თვალში ჩვენს იმიჯსა თუ კომპენტენციას. თუმცა, ის მხოლოდ მოდური აქსესუარი როდია – ძლიერი დამცველი თილისმაცაა, თუ, რა თქმა უნდა, სწორად შევარჩევთ. ამაში კი დაგვეხმარება, კვალიფიციური ექსტრასენსი, ქალბატონი ზინა.
– მართალია, რომ მაჯის საათის საშუალებით, საკუთარი ბედის კორექტირებაც კი შეიძლება?
– მაჯის საათის ფორმას, ზომას, ისტორიასა და მის მდებარეობას ხელზე, შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანის კარმაზე. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, საათის მოპყრობის წესები და ის მინიშნებები, რასაც წარმატების მოტანა შეუძლია.
– ისტორია ახსენეთ და ალბათ, წინაპართაგან მემკვიდრეობით დანატოვარ სახსოვარს გულისხმობთ?  
– ერთ ამბავს გიამბობთ და თვალნათელი გახდება, რასაც ვგულისხმობ. ჩვენს პატარა, პროვინციულ ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთი ოჯახი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, როგორც სოციალური სტატუსითა და განათლებით, ისე შეძლებითა და პატიოსნებით. ყველასთვის პატივსაცემი კი ოჯახის უფროსი, ბატონი ოთარი გახლდათ: ექიმი, კარგი გვარისშვილი, ზრდილი და განათლებული... მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, აგული ერსთავის არ იყოს, ჩვენს ქალაქსაც ჰყავდა თავისი „დიმიტრი გელოვანი“... თუმცა, ჩვენში მოიძებნა რამდენიმე გარეწარი და ზაფხულის ერთ ღამეს, როცა ყველამ იცოდა, რომ ოჯახი დასასვენებლად აგარაკზე გაემგზავრა, სახლში ქურდები შეიპარნენ. თუმცა, მოულოდნენლად, აღმოჩნდა, რომ ოჯახის უფროსი, იმის გამო, რომ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს, სხვებთან ერთად აღარ წასულა და ხმაურზე გამოეღვიძა. მისაღებში, რომ გამოსულა, ქურდები ნაძარცვიანად, უკვე კარში გადიოდნენ. სახლის პატრონი დაინახეს, უფრო აჩქარდნენ და ის იყო, ბოლო მძარცველიც უნდა გასულიყო, რომ მოტრიალდა და პირდაპირ გულში დამიზნებით, ესროლა ექიმს. გასროლას რაღაც ტკაცანის ხმაც მოჰყვა და ბატონი ოთარი მოცელილივით დაეცა იატაკზე... და მოხდა საოცრება, ტკაცანი რომ ვახსენე, ეს საათის გატეხის ხმა აღმოჩნდა, ექიმი კი უვნებელი გადარჩა – ძირს მოულოდნელობის ელდამ და ჰაერის ტალღამ დასცა... საქმე ის გახლავთ, რომ ბატონ ოთარს წინპართაგან ძველთაძველი, ვერცხლის საგვარეულო საათი ერგო მემკვიდრობით. რა თქმა უნდა, ადრე მაჯის საათები არ იყო და ისიც მსხვილ ჯაჭვზე დაკიდული, ორნამენტებით მოტვიფრული, ხუფიანი საათი გახლდათ. ბატონი ოთარი მას არასდროს იშორებდა, თუმცა ერთი ის ქნა, რომ ოქრომჭედელს მაჯის საათად გადააკეთებინა, რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო სატარებლად... და სწორედ ამ ნივთმა მიიღო თავის თავზე, პატრონისთვის გამიზნული ტყვია. თქვენ წარმოიდგინეთ, ტყვიამ მარილივით დაფშვნა ციფერბლატის მინა, მაგრამ მექანიზმი არ გაჩერებულა, დროის ათვლა არ შეუწყვეტავს. აი, ასეა, საათი წინაპართა ენერგიას ინახავს, რითაც მფლობელს ჯადოს, ავი თვალისა და ყოველგვარი უბედურებისგან იცავს.
– რაც შეეხება საათის ფორმას...
– საათის ფორმა ადამიანის ხასიათსა და ქცევის მანერებზეც კი მოქმედებს. მაგალითად, კვადრატული ფორმის საათი უნდა ატაროს არაორგანიზებულმა და თავქარიანმა ადამიანმა. საათი მას დაეხმარება, დასერიოზულდეს და გონება მოიკრიბოს. რომბისებრ მაჯის საათს შეუძლია, სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე მოგანიჭოთ. მაგრამ, არ არის რეკომენდებული, სერიოზული, სამსახურებრივი საკითხის გადაწყვეტისა თუ აქტიური მოქმედების დროს გაიკეთოთ. მრგვალი საათი უნდა ატაროს კონსერვატიული შეხედულებებისა და ცხოვრების წესის მიმდევარმა, რომელიც მკაცრად იცავს თავის მოძველებულ შეხედულებებს. ასეთი საათი მას უფრო შემწყნარებელს გახდის სხვისი აზრის მიმართ და ნაკლებად კრიტიკული იქნება. ოვალური ფორმის მაჯის საათი – მისთვისაა, ვისაც უჭირს ხალხთან კონტაქტი და ურთიერთობა. ოვალური საათი საუკეთესო თილისმაა სამსახურში დაწინაურების მსურველთათვის. მართალია, უფროსს თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერც კი ამჩნევს ამ ჩვენი, ცოტა არ იყოს უჟმური თანამშრომლის პროფესიონალიზმს, მაგრამ, თილისმა რის თილისმაა, თავისი საქმე თუ არ გააკეთა – სწორედ მის ოვალურ საათზე ჩამოჰკრავს „ჟამი წარმატებისა“ და დიპლომატიური უნარის გაძლიერებით, საწადელასაც მიაღწევს. სამკუთხა საათი უხდება მას, ვისაც ლიდერობა სურს. ასეთი საათი მას თავდაჯერებულობასა და პრინციპულობას შეჰმატებს და აუმაღლებს თვითშეფასების უნარს. მაგრამ, დიდხანს ამ აქსესუარის ტარება არ არის რეკომენდებული, რადგან დროთა განმავლობაში, თავდაჯერებულობა შეიძლება, ამპარტავნებასა და თვითკმაყოფილებაში გადაიზარდოს. ექვსკუთხა ფორმის მაჯის საათი უფრო გამჭრიახს ხდის პატრონს, აძლიერებს მის ინტუიციას და ახალი იდეებით ავსებს. ის შემოქმედ, ხელოვან ადამიანს მოუხდება. ექვსკუთხა საათს, ასევე შეუძლია, სრული ჰარმონია შექმნას მის პატრონსა და გარე სამყაროს შორის. უცნაური ფორმის საათი უხდება ისეთ ადამიანს, მოწესრიგებულ და სტაბილურ ცხოვრებას რომ ვერ იტანს. ასეთი საათი მუდმივ ცვლილებებსა და მოულოდნელ სიტუაციებს იზიდავს. მაგრამ, ეს ცვლილებები და სიურპრიზები ყოველთვის როდია სასიამოვნო და ამისთვისაც მზად უნდა იყოთ.
– მთელი აქ ჩამოთვლილი სიკეთის მიუხედავად, გამიგია, რომ საათის ჩუქება, არც ისე კარგია...
მართალია. სათის ჩუქება არ ვარგა, მაგრამ გააჩნია, სიტუაციას. თუ საათი საქორწილო საჩუქარია, წყვილს მალე განქორწინება ელის. თუ დაბადების დღეზე აჩუქებთ იუბილარს, ის იმ მომენტიდან დაიწყებს დროის ათვლას მფლობელის სიკვდილამდე. თქვენ იტყვით, ალბათ, მაშინ ღირს კი, რომ საათი საჩუქრად მიიღოო? თუმცა, არის გამოსავალიც, თუ მჩუქნელს სამაგიეროდ მონეტას მისცემთ, მაშინ საჩუქარი ნეგატიურ ძალას კარგავს.
– მაშინ ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ ხელზე იკეთებ საათს?
რომელ ხელზეც გაქვთ საათი, იმაზეა დამოკიდებული თქვენეული დროის აღქმა. წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ჩვეულებრივი მაჯის საათის საშუალებით, შეგვიძლია, ვმართოთ დრო. თუ გინდათ, დრო ჩქარა გავიდეს, გაიკეთეთ საათი მარცხენა ხელზე. თუ თქვენთვის ყოველი წუთი ძვირფასია, ატარეთ საათი – მარჯვენაზე. ეს სრულიად გასაგებია: ადამიანის გონება დროს შეიგრძნობს იმ სივრციდან, საითკენაც ბრუნდება, რომ საათს შეხედოს. მარჯვენა მხარე პასუხს აგებს მომავალზე, მარცხენა კი – წარსულზე. გამოდის, როცა მარჯვენა ხელს ვუყურებთ, მომავლისკენ ვისწრაფვით და მას ველით; მაგრამ, როცა მარცხენაზე ვიყურებით, მაშინ წარსულში ვბრუნდებით.   

скачать dle 11.3