კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ამ სამყაროს შემორჩე ადამიანად, ყველაზე დიდი ნიჭია!

თათია ფარესაშვილი მაკა გიგინეიშვილი

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ერთ-ერთი წარმატებული სამშენებლო, დეველოპერული კომპანიის, შპს GDG+ -ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბატონი ბეჟან წაქაძეა. მისი აშენებული სახლები გამორჩეულია ორიგინალური არქიტექტურით, მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასებით. კომპანია ყოველთვის ასრულებს მყიდველზე მიცემულ სიტყვას და ეტევა ზუსტ ვადებში.
მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე  ამ ინტერვიუს ჩაწერა, მხოლოდ ეს არ არის. ბატონი ბეჟანი ქველმოქმედია. მას ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. თუმცა, არასდროს არსად საუბრობს ამ თემაზე. ფიქრობს, ადამიანად შემორჩე ამ სამყაროს, ყველაზე დიდი ნიჭი და მადლია! დღეს ის ამ ინტერვიუში მოკლედ ისაუბრებს იმაზე, რაზეც აქამდე არ უსაუბრია.

– ბატონო ბეჟან, თქვენ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესმენი ბრძანდებით. ყველამ იცის, რომ ეს გონივრული და  მძიმე შრომის შედეგად მიღებული სტატუსია. სად არის თქვენი წარმატების გასაღები, მკითხველს რომ გაუზიაროთ?!
ნამდვილად, რთული გარჯის შედეგად მიიღწევა ყველა წარმატება. მართლაც რომ, მძიმე შრომა ჩავდე ყოველივეში, რაც კი დღემდე შემიქმნია. თუ დაისახავ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად, ყოველდღიურად იშრომებ; არ შეუშინდები, არ დაემორჩილები ბიზნესის კეთების პროცესში შექმნილ წინააღმდეგობებს და ზოგჯერ ჩავარდნასაც, მიზნის მისაღწევად, უკომპრომისოდ იბრძოლებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. დოსტოევსკი ამბობდა: „თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად შეჩერდები და ყველა ძაღლს, რომელიც შემოგყეფს, ქვების სროლას დაუწყებ, მიზნამდე ვერ მიაღწევ.“
გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. თქვენი აშენებული სახლები დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა...
– სანამ უშუალოდ სამშენებლო ბიზნესში საქმიანობას დავიწყებდი, რამდენიმე წელი მსხვილ სამშენებლო კომპანიებში ვმუშაობდი ფინანსურ მენეჯერად. ბევრ კომპანიაში კი, უშუალოდ მე ვახორციელებდი როგორც ფინანსურ, ასევე მშენებლობის მენეჯმენტს. პროფესიით ფინანსისტი გახლავართ, რაც  ძალიან მიადვილებს ბიზნესის მართვას. მე ვურჩევდი ყველა ბიზნესმენს, რომ ფინანსები შეისწავლოს საფუძვლიანად. მათ ეს აუცილებლად დასჭირდებათ და ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის მართვას. მე გახლდით კომპანია  GDG-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 5 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი ამ კომპანიას. ამ პერიოდში 10-ზე მეტი საცხოვრებელი და საოფისე ფართი ავაშენეთ.
– ვიცი, არ გიყვართ ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ქველმოქმედი ბრძანდებით. სვირში თქვენ მიერ აგებულ ტაძარზე ბევრი მსმენია. კიდევ რას მეტყვით იმაზე, რაც საზოგადოებამ არ იცის?
– ქველმოქმედება ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ზომაზე მეტადაც. ეს სიამოვნებას მანიჭებს. თითქმის არ არსებობს მიმართულება, ეს იქნება ადამიანების დახმარებიდან დაწყებული, სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობის ჩათვლით, რომ არ ვმონაწილეობდე. მაგრამ, ყველაზე დიდი დოზით მე და ჩემი შვილი ჩართული ვართ ტაძრების მშენებლობის დაფინანსებაში. ჩემი მშობლიური სოფლის, სვირის ტაძარი, რომელიც 2 წლის წინ გავხსენით, ერთ-ერთია მათ შორის. მშენებლობა დასრულდა და ქვით მოპირკეთება დაიწყო ახალი საკათედრო ტაძრისა ქალაქ ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება მთელ იმერეთში. ჩემს მეგობრებთან ერთად, საპატრიარქოს ტელევიზიის ეზოში ავაშენე დიდებული ტაძარი. გალაკტიონის სოფელ ჭყვიშში, მოვაპირკეთეთ და გადაიხურა წმიდა დავითის ტაძარი. ბევრი სხვა ტაძარი ზესტაფონში, ვანში.
– ვიცით, რომ თქვენი ერთადერთი ვაჟი ღირსეულად აგრძელებს თქვენს საქმიანობას.
ჩემი ვაჟი, ბიძინა, უნივერსიტეტის დამთავრების დღიდან, უკვე 6 წელია, ჩემ გვერდშია. თანაბარი სტატუსითა და პასუხისმგებლობით ვუძღვებით კომპანიას. პროფესიით ისიც ფინანსისტია და ერთმანეთს ვუგებთ. თუმცა, ხშირად მის შეხედულებებს უფრო მეტად ვითვალისწინებ. ძალიან მიყვარს ახალგაზრდების წინ წამოწევა და დამოუკიდებლობის მიცემა. ეს შეეხება, როგორც ჩემს შვილს, ასევე, ჩემს კომპანიაში მომუშავე ყველა ახალგაზრდას. ისინი შრომაში იხვეწებიან და იმ გამოცდილებასაც იძენენ, რომლითაც ჩვენ თითქოს ოდნავ წინ ვართ დედაქალაქში. უკვე 3 წელია, ჩემს შვილთან ერთად, დავაფუძნე კომპანია GDG+ და მასთან ერთად ვხელმძღვანელობ. ამ პერიოდში უკვე 5 სახლი აშენდა ამ კომპანიის მიერ თბილისში. 4 საცხოვრებელ სახლზე კი, ძირითადში, ჩვენი ოპერირებით, უკვე დაწყებულია მუშაობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში – ვაკე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი და საბურთალო. ყოველთვის მიზიდავდა გამორჩეული არქიტექტურა.  ვცდილობ, ჩვენი აშენებული სახლები იყოს გამორჩეული და ალამაზებდეს ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს. თუ როგორ ვაშენებთ, ამაზე პასუხს ქალაქის მცხოვრებლები და ჩამოსული სტუმრები, ისტორია გასცემს. ვფიქრობ, ურიგო მშენებლები არ ვართ.
– თქვენი ოქროს რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს.
– ყველას ვურჩევთ, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, არ შეუშინდნენ სირთულეებს და თუ ბიზნესში სურთ, თავი დაიმკვიდრონ, იარონ სწრაფად, დაფიქრებული და აწონილი ნაბიჯებით. თუ იღბალიც მათ მხარეს იქნება და აუცილებლად იქნება, წარმატება გარდაუვალია!
скачать dle 11.3