კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ვინ გახდა კახა ბენდუქიძის ქალიშვილის, ანასტასიას, მეუღლე და რატომ მოუწონებდა მას არჩევანს მამა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილმა



ცოტა ხნის წინ, ბიზნესმენისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის,  კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე გათხოვდა. მან თავისი ქორწინება ბიზნესმენ ივანე მხეიძესთან ერთად, თბილისში, იუსტიციის სახლში დააკანონა და ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც ატვირთა. როგორც ცნობილია, ანასტასიას მეუღლე, ივანე მხეიძე, თბილისში რესტორნების ქსელის, „სტრადას“ ერთ-ერთი მესაკუთრეა. წყვილმა ერთმანეთი სწორედ „სტრადაში“ გაიცნო. მას შემდეგ მათი ურთიერთობა კარგად განვითარდა და ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ კიდეც. ვანო მხეიძე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, განათლებაც სწორედ იქ მიიღო და რამდენიმე წლის წინ, საქართველოში დაბრუნდა. მან მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი დაამთავრა და როგორც ნასტია ამბობს: მამა მის არჩევანს აუცილებლად მოიწონებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ფიზიკოსები ძალიან ჭკვინი ხალხია. ერთ-ერთ ინტერვიუში ნასტია იმასაც იხსენებდა, რომ მამას ძალიან უნდოდა, მის შვილს საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. თუმცა, ქალიშვილმა სხვა გზა აირჩია. ახალდაქორწინებულმა წყვილმა ქორწილი მეგობრებისა და ახლობლების წრეში, საბერძნეთში გადაიხადა. ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი ნასტია ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ოფიციალური ქორწინება ღია ცისქვეშ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან შედგა, ხელისმომკიდეების თანდასწრებით. მას სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვივინენ. საღამოს წყვილმა დაქორწინება უკვე მხიარულად და ხალისიანად აღნიშნა. ლამაზი საღამო ფოიერვერკით დასრულდა. როგორც ცნობილია, წყვილი სქართველოში აპირებს ცხოვრებას და ისინი, როგორც აქამდე, შემდეგშიც, შეეცდებიან, ერთამანეთს მუდმივად გვერდში დაუდგნენ.
მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა, ნასტია სასამართლოს გზით, მის მემკვიდრედ აღიარეს. ის საქართველოში ცხოვრობს და მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებს. ანასტასია „ცოდნის ფონდის“ ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე გახდა, რომელიც, თავის მხრივ, თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებელ ორგანიზაციას წარმოადგენს. „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, უნივერსიტეტების დასაცავად. ვფიქრობ, მამა იამაყებდა ჩემით. მე ვთქვი, რომ ვიბრძოლებდი უნივერსიტეტებისთვის, მამაჩემის მთავარი საქმის გასაგრძელებლად და
შევასრულე. გავაკეთე ყველაფერი მამაჩემის საქმის დასაცავად და გასაგრძელებლად“.  ანასტასია ბენდუქიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მამამისის საქმის გაგრძლება გახლდათ. კახა ბენდუქიძის ქალიშვილი მამის საქმეს ძალიან წარმატებულად აგრძელებს.
 ანასტასია დაიბადა მოსკოვში 1990 წლის 1 ნოემბერს. პირველად მამის დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა საქართველოში და საზოგადოებამ სწორედ მაშინ გაიგო, რომ ის ბიზნესმენისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ერთადერთი ქალიშვილია. მან განმარტა, რომ ამ ფაქტს, დედის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარეები, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მრავალი წლის განმავლობაში არ ააშკარავებდნენ.
ანასტასიას დედა და კახა ბენდუქიძე წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ და მუდმივად ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ანასტასიამ მოგვიანებით შეიტყო, რომ კახა მამამისი იყო და მას შემდეგ, მათი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა. ისინი ხშირად დადიოდნენ ერთად უცხოეთში, ბევრს საუბრობდნენ და რაც მთავარია, როგორც გარეგნობით, ხასიათითაც ანასტასია მამას ძალიან ჰგავს. ანასტასია რუსეთში ცხოვრების შემდეგ, 14 წლის ასაკში, სასწავლებლად ინგლისში, კერძოდ, ბრისტოლში, გაუშვეს. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რადგან იმ დროს არ ლაპარაკობდა ინგლისურად და ჰქონდა გრძელი თმა, ყველა რუსს ეძახდა. დასცინოდნენ და მეგობრობის დამყარებაც უჭირდა მათთან. თუმცა, ერთ წელში მან ინგლისურიც შეისწავლა და მალე მეგობრებიც შეიძინა. ანასტასიამ შემდეგ სწავლა ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო, ტოპ 25-ში შესულ უნივერსიტეტში ჩააბარა ესპანური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მამამ მას არჩევანი დაუწუნა, რადგან სურდა, შვილს სწავლა ბიზნესის მიმართულებით გაეგრძელებინა, ან საინჟინროზე ჩაებარებინა. გარდა ამისა, ის ფიქრობდა, რომ
ინგლისში კარგ განათლებას არ იძლეოდნენ და ამბობოდა: დამიბრუნეთ ჩემი ფული, სხვა რამეს ვიყიდიო. როგორც ანასტასია იხსენებას, მამა აიძულებდა, გაევლო ტესტი, თუ რამდენად შეეძლო მას სირთულეების, პრობლემების გადალახვა, რაშიც უმაღლესი შეფასება მიიღო. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ანასტასია მამის დაწყებული საქმის გასაგრძელებლად თავდაუზოგავად შრომობს, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს წარმატებულად ხელმძღვანელობს, რამდენიმე  ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის, ქართულზეც. ის სოციალურ ქსელში ხშირად წერს პოსტებს ქართულ ენაზე და მუდმივად აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან უყვარს და აქ თავს შესანიშნავად გრძნობს.
 ჟურნალი „თბილისელები“ შეყვარებულ წყვილს ულოცავს დაქორწინებას და უდიდეს ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულსა და ბევრ წარმატებას უსურვებს.
მოამზადა

скачать dle 11.3