კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ კურნავენ სხვადასხვა უკურნებელ დაავადებას წალკის მონასტრის კალმახები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

წალკიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში, სოფელი ბერთა (ოლიანკა) მდებარეობს. იქ, ერთი პატარა ტაძრის ძირში, რომელიც წყალზეა აგებული, საკურთხევლის ქვეშ, იქვე აღმოცენებული სასწაულმოქმედი წყარო გამოედინება. მსგავსად ნაკურთხი წყლისა, ის უხრწნელია და იქ მკურნალი კალმახები ბინადრობენ. კალმახები თავისი არაბუნებრივი საქციელით გამოირჩევიან. მაგალითად, ისინი ყველას კი არა, მხოლოდ მათ მიერ გამორჩეულ ადამიანს აძლევენ მოფერების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ, ამ აუზში მრავალი ადამიანი განიბანება კურნების მიზნით, ისინი აუზს არ ტოვებენ.  გასაოცარია ის ფაქტიც, რომ წყარო, რომელიც ტაძრის საძირკვლიდან აღმოცენდება, ნაკურთხი წყლის მსგავსად, არ იხრწნება და ვფიქრობთ, ეს წყარო არანაკლებ გასაოცარია, ვიდრე კალმახები, რადგან ყოველი ადამიანი განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სულიერ სიმშვიდეს განიცდის, წყალში განბანვის დროს. ამ კალმახებთან და წყალთან დაკავშირებულ სასწაულებზე გვესაუბრა ბერი ილია ჭოხონელიძე:
– წალკის კალმახები – როგორც ამბობენ, ეს თევზები უხსოვარი დროიდან არიან მონასტერში. აქ ადრე ბერძნები ჩამოასახლეს, რომლებმაც სოფელს „ოლიანკა“ დაარქვეს. აქ უკვე ბერძნები აღარ არიან. პირველი ქართველი მოსახლეები იყვნენ ბერები და სოფელსაც სახელი შეეცვალა – „ბერთა“ ეწოდა. აქ იყო ნაეკლესიარი, რომლის გვერდით არის ქვა. როდესაც რესტავრაცია ჩავატარეთ, მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ისე იყო განთავსებული, რომ ჩვენ ხელუხლებლად დავტოვეთ. თურმე ერთი ბერძენი ქალი სულ ამ ქვაზე ჯდებოდა და ერთხელ ხილვა ჰქონია – ღვთისმშობელმა უთხრა: ეს წმიდა ქვაა და მასზე ნუ ჯდები, რადგან, სანამ ტაძარი აშენდებოდა, ხალხი მოდიოდა და ამ ქვაზე სანთელს ანთებდა და ლოცულობდა, როგორც წმიდა ადგილზე და თუ ამ ტაძარს აღადგენ, სასწაულს მოგივლენო. არ ვიცით, როგორი იყო ტაძრის პირვანდელი სახე, სავარაუდოდ, მცირე ზომის ბაზილიკური ტაძარი უნდა ყოფილიყო, რადგან ამ მხარეში ასეთი ტაძრები მრავლადაა. ამ ქალმა აღადგინა მცირე ზომის ბაზილიკა. ამ ტაძრის ეზოში წყალი ამოდის, იქვე აქვს სათავეც და შემოსულან კალმახები.  წყალი აუზსა და ეკლესიის ქვემოთ, სიღრმეში შედის და კალამხები იქ ცხოვრობენ.
– გვიამბეთ ამ კალმახების შესახებ...
კალმახები ხშირად იმალებიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანებს თავს აფერებინებენ. ვინც კალამახი იცის, ისიც ეცოდინება, რომ ძალიან ფრთხილი თევზია – არათუ აფერებინებს, ადამიანს საერთოდ არ ენახვება. მოხდა ასეთი ფაქტები. ერთი ზომით ყველაზე დიდი კალმახი, სახელად „ვასკა,“ გამოვიდა და ყველაზე ისეთ ადგილას, რომელიც ოჯახის უფროსს  შეესაბამება, კედელს იქამდე ეჯახებოდა თავით, სანამ არ მოკვდა. ამ „ვასკას” ჰყავდა კიდევ ასეთივე დიდი მდედრი კალმახი, რომელიც  „ვასკას” გვერდზე დგებოდა და ისიც ანალოგიურად მოკვდა. ერთი პერიოდი სეპარატისტულად განწყობილი ხალხი, რომელთაც არ აწყობდათ, რომ აქ მონასტერი ყოფილიყო, გვივრცელებდნენ ხმებს, რომ მამები კალმახებს ჭამენო. „ვასკა“ რომ თავს იკლავდა, მაშინ შეგვეშინდა და მართლა ვინერვიულეთ. ამ ფაქტს შეესწრნენ ბერძნები და თქვეს, რომ თურმე, წინა წლებშიც მომხდარა ასეთი ფაქტები, მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრის ჯვარცმის დღეს.
– ამ კალმახების შესახებ ბევრ სასწაულს ყვებიან. ალბათ, თქვენც უამრავის შემსწრე ხართ...
– ამ სასწაულთმოქმედი წყაროსა და თევზების შესახებ, რომელთაც ადამიანები ხელით ეხებიან და იკურნებიან, მართლაც ბევრი გადმოცემა არსებობს. გადმოცემებზე რომ არ ვილაპარაკოთ, რაც ჩვენი თვალით გვიხილავს, იმაზე გიამბობთ. თავიდან თევზები ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებული (საკურთხევლის ქვეშ). აქ დაავადებული ადამიანები მოდიოდნენ, მათ ხელით ეხებოდნენ და იკურნებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, კალმახი საერთოდ არ უნახავთ აქ მოსულებს და მაინც განკურნებულან. ამიტომ, თქმა იმისა, რომ გინდა თუ არა კალმახია მკურნალიო, არ იქნება სწორი. მე უფრო მგონია, წყალია განსაკუთრებული. ის წყალი, მსგავსად ნაკურთხი წყლისა, არ იხრწნება. წყალიც და კალმახიც ძალიან არაბუნებრივი მოვლენაა – ჯერ რომ გაფერებინებს და ისიც თავს იკლავს, ასევე, წყალი რომ მიაქვთ და იმით მკურნალობენ ადამიანები. ერთხელ მოხდა ასეთი უცნაური შემთხვევა, ქარელიდან მოჰყავდათ პატარა ბავშვი, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. აქ მოსასვლელი გზა ისეთია, ახლაც უჭირთ მოგნება და ამ ბავშვმა, თითქოს ზეპირად იცოდა, ისე მოიყვანა მშობლები აქამდე. ეუბნებოდა – აქ შეუხვიე, ახლა იქითო და ასე შემდეგ... იმ ბავშვმა თქვა, რომ წვერიანი კაცი გამოეცხადა და მან ასწავლა გზები. ბავშვი წყალში ჩავიდა და ვთხოვეთ, რომ დაბრუნდებოდნენ, შედეგი გაეგებინებინათ ჩვენთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც შაქრის ინდივიდუალური საზომი აპარატები ჯერ კიდევ არ იყო შემოსული. მართლაც, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ როგორც კი ჩავიდნენ და გაუზომეს, უკვე დაბალანსებული ჰქონდა შაქარი. ეს იყო პირველი სასწაული, რომელსაც მე შევესწარი და დამამახსოვრდა. მას შემდეგ ბევრი სასწაული ხდება, რომელი ერთი გავიხსენო... სასულიერო პირს ჰქონდა ტანზე გამონაყარი, ჩავიდა აუზში და როგორც კი გამოიცვალა, ნახა, რომ გამონაყარი საერთოდ აღარ ჰქონდა. ერთ ბავშვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა, ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და წაიღეს წყალი. რომ დაალევინეს, არანაირი ოპერაცია და მკურნალობა აღარ დასჭირდა, ისე განიკურნა. ამ წყალთანაც ბევრი სასწაულია დაკავშირებული. სიმსივნით დაავადებულებიც დადიან და ბევრია კმაყოფილი. ასეთი შემთხვევაც იყო – ერთი კაცი ჩამოვიდა ყავარჯნებით, მაგრამ ყავარჯნებითაც ვერ მოძრაობდა. ორმა კაცმა ძლივს შემოიყვანა. წყალში დახმარებით ჩაიყვანეს, ამოიყვანეს და თავისით გაიარა იქვე, პატარ-პატარა ნაბიჯებით. იყო კიდევ მოხუცი კაცი, რომელსაც კალმახები არ უნახავს. აუზთან დაჯდა, ფეხებზე გადაისხა წყალი, მუხლებზე... ვერ დადიოდა და ერთი კვირის მერე ჩამოვიდა ისე, რომ აღარ სტკიოდა. გვიამბო: ტკივილების გამო დილის გათენება არ მინდოდა. იმ დღესვე არა, მაგრამ დილით, რომ ავდექი, ვერ ვიჯერებდი, ისეთი სხვა შეგრძნება მქონდა და აღარ მტკიოდა. ვერ ვიჯერებ, რომ დავდივარო. ერთ ადამიანს ფსორიაზი ჰქონდა და მოურჩა.
– უშვილობის პრობლემით თუ მოდიან და შველის?
უშვილობის პრობლემითაც მოდიან. ძალიან ბევრი უშვილო მოსულა. იყო შემთხვევა, წყვილს რვა წელი არ ჰყავდა შვილი და აქ მოსვლის შემდეგ შეეძინა. ბავშვი ჩვენთან მონათლეს. ერთ ბიჭს თითზე დიდი სისხლჩაქცევა ჰქონდა. ჩავიდა წყალში, განიბანა, ამოვიდა და აღარ ჰქონდა. იმას ნამდვილად არ ულოცია იმ თითზე, ყურადღებაც არ მიუქცევია, მაგრამ ასეთი რაღაცებიც ხდება.
– წყლის წამოღება შეიძლება?
– კი, როგორ არა. ხალხმა არც იცის ეს ინფორმაცია. მოვლენ, კითხულობენ, თევზი სად არისო. ვეუბნები, წყალი წაიღე-მეთქი. ლატვიიდან არის ახლა კაცი ჩამოსული და იქ მიაქვს. არ იყო მართლმადიდებელი და არც სჯეროდა ასეთი რაღაცების. ახლა კი მოექცა და სურვილი აქვს, მოინათლოს. რუსეთიდან, საქართველოს ბევრი რეგიონიდან მოდიან და ვინც იცის, ამ წყლის ფასი, მიაქვთ.
– რატომ უწოდებენ „სიბრძნის წყაროს“?
– ამ წყალს კიდევ „სოფია“, ანუ „სიბრძნის წყაროც“ ჰქვია. ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა და აღუნიშნავს, არ ვარ კეთილად განწყობილი მართლმადიდებლობის მიმართო. ზოგი აგრესიულიცაა და მათაც კი უთქვამთ, სულ სხვანაირად დავინახეთ ყველაფერიო. რაღაც გონებაგანათებულები მიდიან აქედან.  ისეთი მადლი აქვს, ძალიან ბევრმა აქ მოხვედრის შემდეგ, სხვანაირად გადააფასა თავისი შეხედულებები. პირადად მე, როცა დიდი რაღაცების გაკეთება მინდა, რომელსაც შეჭიდება სჭირდება და მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამ წყალში ჩავდივარ, რომ გონება გამეხსნას. მართლა ისეთი შედეგიანი წყალია, რომ სულ სხვანაირად მინათდება გონება. ძალიან ბევრს სჯერა, რომ ამ წყალში ჩასვლით, გონებისა და სხეულის განწმენდა და განათება ხდება.
        скачать dle 11.3