№40 როდის ჰქონდა აჩი ფურცელაძეს „სულიერი ორგაზმი“ და როდის ღალატობდა ის მეუღლეს
აჩი ფურცელაძის მიერ რუსი და ქართველი ქალების შედარება, სადაც ის ამბობს, რომ რუსმა ქალებმა იციან კაცის მოვლა, დიდი განხილვის საგანი გახდა. ბევრმა ქალმა გააკრიტიკა, ზოგიც იუმორით მიუდგა. რას გულისხმობდა ამ ნათქვამში და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, აჩი ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა.
აჩი ფურცელაძე: იმდენად გოგონებზე არ მქონდა აქცენტი და იმ ამბავზე, რაც იქ ვახსენე. მე ვისაუბრე დედებისა და შვილების ურთიერთობაზე. დედები არ უჯდებიან შვილებს – აღარ არის ის ინსტიტუტი, როცა დედა დაუჯდებოდა გოგოს და ქალურად ასწავლიდა, როგორ უნდა იყოს კარგი ქალი. მე გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ ეს სკოლა, დედა-შვილის ურთიერთობისა, აღარაა. დედები ნუ დაკარგავენ ამ ინსტიტუტს – დასვი შენი გოგო და ესაუბრე. განა ის, თუ როგორ სწავლობ, ჰკითხე: შვილო, შენს პირადულში რა ხდება, როგორ უყურებ ამას. ამ შემთხვევაში, ქალი იზრდება თავისივე მაგალითებით. სადაც ცხვირი მოიტეხა – არავინ უთხრა, რომ, შვილო, შენ მართალი არ იყავი, ასე არ უნდა მოქცეულიყავი, ასე არ მოხდებოდაო... აქ ყველა თვითონაა მართალი და დამნაშავე მეორე მხარეა. რა თქმა უნდა, წაიკითხეს ის, რომ მე რუს ქალს შევადარე. რუსზე რომ იყო ლაპარაკი, მაგიტომ გადაირივნენ, თორემ ბრაზილიელის გამო არ ატყდებოდა ასეთი ამბავი. იმ გოგომ ხომ საერთოდ „დახურა,” რომ დაწერა: თურმე, ჩაბანა და დაძინება მინდა, დიდი სიამოვნებით, თუ ვინმე ჩამბანს და დამაძიებს. კი არ ვსაჭიროებ, თვითონაც ვაკეთებ ამას, მაგრამ რატომაც არა – რამხელა სითბო და სიყვარულია. მოვლაში მარტო ის იგულისხმეს, რომ თურმე, მე უნდა დამაძინონ და ჩამბანონ. ვიტყვი, რომ ვინც თავს დამესხა, თავის თავზე მიიღო ჩემი ნათქვამი. ქალიშვილობის ინსტიტუტი რომ დავკარგეთ, მაგაზე აღარავინ ლაპარაკობს. მე ვეთანხმები ამას – ადამიანები უნდა იყვნენ ერთად. .„გერლფრენდ-ბოიფრენდი“ გულისხმობს სექსს და რა თქმა უნდა, აუცილებელია სიახლოვე. თუ არ მოგწონს სუნი, ქიმია – შეუძლებელია, მასთან რამე გქონდეს. მაგრამ, მერე ისევ ჩვენს მენტალიტეტზე, ტრადიციებზე გადავდივართ და ეს არის აღრევა და შეხედულებების შეტაკება.
– რუსეთში როგორ ხდება. რა განსხვავებაა ქართველ და რუს გოგონებს შორის?
– როცა ამ თემაზე ვსაუბრობდი, შედარება მოვახდინე ჩემი გარშემო მყოფების მაგალითზე და არა, სტატისტიკის მიხედვით. სტატისტიკას რომ მივყვეთ, რუსები ბოზები არიან – ყველა „იძლევა“. გეგონება, ჩვენები ასეთები არ არიან და ვაკლებთ ამაში. სულ მახსენდება ის ამბავი, კუზანოვი რომ გამოვიდა რამდენიმე წლის წინ და თქვა: ქალიშვილობის აპკის აღდგენაში ვართ პირველებიო. როგორი სირცხვილია, ვის ატყუებ ამ დროს. თურმე, რუსები „იძლევიან”, მაგათ მაგრად „ჰკიდიათ”, ეს აპკი აქვთ თუ არა. გამოვიდა, რომ ისინი ცუდები არიან, მარტო საწოლზე გადავიდა ეს თემა, თორემ სულ არ იციან, მოვლის მხრივ, როგორები არიან ოჯახში. არც უნახავთ იქაური ოჯახები, როგორ ექცევა რუსი ქალი კაცს. რუს ქალებს „ევასებათ“ ის მომენტი, როცა „პარადი“ მიჰყავთ. მაგრამ, გააჩნია, ქმარი ვინ ჰყავს. რუსი კაცები სუსტები არიან. ქართველ კაცებთან ასე არ ხდება. ამტანები და გამტანები არიან, თუმცა ძალიან მომთხოვნებიც. ეს ლოგიკურია, რადგან მე თუ ამდენი ავიტანე და ამდენს ვაკეთებ შენთვის, შენც მომაქციე ყურადღება და შენც იყავი ჩემ გვერდით. რუსები ძალიან გახსნილები არიან. მათ არ აქვთ დოზირების მომენტი. შეიძლება, პირველ დღესვე არ გაგიხსნას გული, მაგრამ თუ ხვდება, რომ მას სიამოვნებს შენთან საუბარი, მეორე, მესამე დღესვე გეხსნება და ხვდები, როგორია. ჩვენთან გეჭიდავება, „გეძერსკება“. სამ სიტყვას მისწერ და ცდილობენ, შვიდი-რვა სიტყვით მეტი გითხრან. ართულებენ. ჩემთან გართულება ძნელია, ყველა შემთხვევაში წააგებ. არ მიყვარს ეს ჭიდაობა, მაგრამ ეგრევე „აქანა სტენკას დავდგამ, აქანა ტროიკას“ თემა შეჰყავთ. არ მინდა, ეს „სტენკა” და „ტროიკა,” ჯერ ოთახი დავათვალიეროთ. გამომეკიდნენ ამ გენდერზე, პროცენტებსაც ვერ დააკვირდნენ, რომ ვთქვი – 51-49 პროცენტზე. ერთი პროცენტის ამბავია, რომ ვიგრძნო – მე კაცი ვარ. მე შენთან თანატოლი ვერ ვიქნები, იმიტომ კი არა, რომ მე არ მწამს შენი – კაცი ვარ და ჩემი კაცური ნატურა ხომ უნდა მქონდეს?!
– კაცებს ეშინიათ ჭკვიანი ქალების?
– ჭკვიანი ქალი არცერთ კაცს არ მოსწონს, იმიტომ რომ, სახიფათო მეტოქესავითაა. მას ყველაფერზე აქვს პასუხი და ძალიან ჭკვიანი რომ არის, შენც გიჩნდება მერე კომპლექსი და ხვდები, მასზე დაბლა რომ ხარ. ეს ამბავი კი არ მოგწონს. იცი, რატომ? მერე შორს გათვლა ხდება და ხვდები, რომ ამ ქალს, თავისზე დაბლა მყოფი კაცი მობეზრდება. დაიწყებს თავისნაირის ან თავისზე ძლიერის ძებნას და იპოვის კიდეც. მერე იმასაც შეჭამს. ქალებს ახასიათებთ ეს ამბავი. უნდათ, რომ ხერხემალში დაამტვრიონ, რქები მოტეხონ – მე ვარ და ჩემი ნაბადიო... რაც არ შეიძლება. ქალმა კაცი უნდა გაზარდოს. ნებისმიერი მეფე, ნებისმიერი პრეზიდენტი, რომ არა ქალი, ვერ გახდებოდა ის, ვინც იყო. ეს ავიწყდებათ.
– შენ თავზე რას იტყვი. გაფრთხობს ჭკვიანი ქალი?
– მე, პირიქით, მსიამოვნებს ჭკვიან ქალთან ურთიერთობა. სულ ვამბობ, „ნაშები” რომ გყავს და სექსუალური ურთიერთობა გაქვს, პატივს ვცემ ვიზუალისთვის და მე ვამატებ, რომ „აიქიუ ნაშები“ „მევასებიან“. გარდა იმისა, რომ ქალთან დაწექი, ისიამოვნე, მერე კი არ ტრიალდები და მადლობას კი არ ეუბნები, აგრძელებ საუბარს და გსიამოვნებს. მე ყოველთვის მყავდნენ „აიქიუ გოგონები“. ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა. რომ დავსხედით, დავიწყეთ საუბარი და საწოლში რომ აღმოვჩნდით, მთელი ღამე ლაპარაკში დაგვათენდა. მე ბევრად მეტი სიამოვნება მივიღე და იმ აქტს ეს ამბავი მერჩივნა. ის გოგოც იყო ძალიან ნასიამოვნები და გაკვირვებულიც, თან, ქართველთან რომ ასეთი რამ მოხდა. ეს იყო სულიერი ორგაზმი. რომ მიდიოდა, მითხრა, ასეთი ღამე არასდროს მქონია, იყო ის, რაც საერთოდ არ არის ხოლმეო. კი ვამბობდი იმ მომენტში, შევარცხვინე კაცები, უნდა უქნა, როგორ არა, მაგრამ ადამიანთან ასეთი ურთიერთობის შემდეგ, ნდობის ფაქტორი გიჩნდება და უფრო დიდი სიამოვნებით აძლევ ყველაფრის საშუალებას.
– პირადი ურთიერთობების დასრულება შენი ბრალი არ არის ხოლმე?
– ყველა იტყვის, რომ მე ძალიან გახსნილი ვარ. ძალიან ხმამაღლა ვხსნი ხოლმე, რაღაცას – რა ნაგავიც ვარ, აქ ვარ, შენ უცებ იღებ ჩემზე ინფორმაციას და ხვდები, გინდა თუ არა. მერე სულ ვახერხებ ურთიერთობაში ქალის გაკვირვებას. ჩემს მეუღლესთან ექვსწლიანი თანაცხოვრების პერიოდში, ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, სულ ვაოცებდი. თან, ამბობს და: თითქოს გიცნობ თავიდან ბოლომდე და მაინც ახერხებ ჩემ გაკვირვებასო. პადმასკოვიეში არის სააგარაკო ზონა და ჩემს მეუღლეს იქ ჩავაკითხე ბიჭებთან ერთად, 101 ვარდით და სერენადა ვუმღერეთ. მე და ყვავილები არ ვმეგობრობთ. არ მიყვარს, მერე რომ ჭკნება. გაგიჟდნენ მეზობლები, არ ყოფილა ასეთი რამ ჩვენს ქუჩაზე. აი, ქართველი რას ნიშნავსო. ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერი იყო. იქ „მოსულა” მსგავსი რამ, მაგრამ ასე, ვიღაცამ ვიღაცას უმღეროს – არა. ჩემთან სტაბილური ცხოვრება არავის გამოსდიოდა, იმიტომ რომ, მე არ ვარ სტაბილური, ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული ურთიერთობის შენარჩუნება. ყველაზე მთვარია სექსი. სექსი როგორც კი ფუჭდება, ფუჭდება ყველაფერი. ამ კვადრატულ სანტიმეტრებზე წყდება დიდი პრობლემა. ჩხუბის შემდეგ შერიგების სექსი ყველაზე მაგარია, მერე ხვდები, რისთვის, რა გინდოდა.
– ცოლისთვის არასდროს გიღალატია?
– კი, მიღალატია, ოღონდ აზროვნებით. ვიღაცასთან რომ მოგინდება და ამას ფიზიკურად არ აკეთებ, თუმცა, თავში მოგივა აზრი, ამას მე რაღაცას ვუზამდიო – შემდეგ გააკეთებ თუ არა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. რთულია, ერთ ქალზე შებმული ვერ იქნები. ის გიყვარს, მაგრამ ცხოველური ინსტინქტია – ის „დაგევასა” როგორც ქალი... მჯობნის მჯობი ხომ არ ილევა. თან, მე „ნაგლი” ვარ, მითქვამს ცოლისთვის: ნახე, რა მაგარი „ნაშაა”-მეთქი. ქართველი ტიპები ისეთები ვიყავით, რასაც მეძავთან ვიზამთ, იმას არ ვიზამთ ცოლთან. მე არ მესმის ეს ამბავი. ჩემი ცოლი უნდა იყოს ყველაზე ლამაზი; სამზარეულოში ყველაზე გემრიელ კერძებს უნდა ამზადებდეს და საწოლში უნდა იყოს ყველაზე მაგარი. ჩემი ქალი ყველა ამ პუნქტში უნდა იყოს ყველაზე მაგარი.
– შენ და შენი ცოლი ხშირად შორდებით და მერე – რიგდებით. ახლა ერთად ხართ?
– გაცილებულები ვართ. ერთ-ერთი ფილმი მახსენდება – ერთადაც რომ ვერ არიან და უერთმანეთოდაც ვერ ძლებენ. სულ მქონდა ხოლმე ურთიერთობა ახლა კი ვაიგნორებთ ერთმანეთს. ყველგან დავბლოკეთ ერთმანეთი და არც ერთმანეთის ცხოვრებას ვადევნებთ თვალს. ეს მომენტი „ტეხავს,” მაგრამ, ალბათ, ასეა ახლა საჭირო. არც მე მაინტერესებს, არც – მას. ერთმანეთის პატივისცემა არ დაგვიკარგავს, მაგრამ იმდენჯერ დავშორდით უკვე, რომ შერიგება აღარ მოხდება. ცხოვრება გრძელდება. ის ჩემ გარეშე ცხოვრებას გააგრძელებს, მე – მის გარეშე.