კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რამ შეიძლება, გაანადგუროს სიცოცხლე დედამიწაზე და რა საფრთხე გვემუქრება მზის სისტემისა და ვარსკვლავის შეჯახებით

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარსკვლავი, სახელად „გლიზე 710” ჩვენი მზის სისტემისკენ მოემართება. მეცნიერები ამჟამად აქტიურად მუშაობენ, რათა მისი ჩვენთან მოახლოების ზუსტი დრო განსაზღვრონ. ეს ვარსკვლავი გველის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 64 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და კოსმოსში 52 000 კილომეტრ-საათის სიჩქარით მოძრაობს. „გლიზე 710” ზომით ჩვენი მზის ნახევარია. ვარსკვლავი დედამიწას შესაძლოა, 77 სინათლის დღის მანძილზე მოუახლოვდეს. ერთი სინათლის დღე ის მანძილია, რასაც სინათლე ერთი დღის განმავლობაში გაივლის, რაც 26 მილიარდი კილომეტრის ეკვივალენტია. უსწრაფესად მქროლავმა ვარსკვლავმა შეიძლება ოორტის ღრუბელი გაარღვიოს და იქ არსებული ყინულის ობიექტები და კომეტები მზის სისტემის მიმართულებით ისროლოს. აქედან გამომდინარე, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომელიმე მათგანი დედამიწას შეეჯახოს.
პოლონეთის, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ობსერვატორია „გაიას“ მონაცემები გამოიყენა.  ეს ახალი კოსმოსური ობსერვატორია ყველაზე დიდი და ზუსტი, 3D კოსმოსური კატალოგის შექმნის პროცესშია, რომელიც უკვე მოიცავს დაახლოებით, მილიარდ ასტრონომიულ ობიექტს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს მონაცემები ათჯერ უფრო ზუსტია, წინასთან შედარებით. კატალოგის ცდომილების მაჩვენებელი 50 პროცენტით, იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავმა „გლიზე 710-მა” შესაძლოა, ჩვენთან უფრო ახლოს, 40 სინათლის დღის მანძილზეც ჩაიაროს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მსგავსი მოვლენა წარსულში უკვე მოხდა — 65 მილიონი წლის წინ, დედამიწას შეეჯახა ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გადააშენა, რაც სწორედ ოორტის ღრუბელში ვარსკვლავის ჩავლის შედეგად იყო გამოტყორცნილი.  თუმცა, „გლიზე 710-ის” მოახლოებას შესაძლოა, სულაც არ ჰქონდეს დინოზავრების გადაშენების მსგავსი ეფექტი. როდესაც ის მზის სისტემასთან ახლოს მოვა, ცის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა და სწრაფად დაკვირვებად ობიექტად გადაიქცევა. როგორც კვლევის ავტორები წერენ: „ის იქნება უძლიერესი, შემთხვევით შემხვედრი გამანადგურებელი მზის სისტემის ისტორიასა და მომავალში“.  უფრო დაწვრილებით ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე, საქართველოს ასტრონომიის კლუბის ერთ-ერთი ხელმძღანელი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრა.

– ბატონო კახა, რამდენად საშიშია ეს ყოველივე დედამიწისთვის?
– ეს ვარსკვლავი დიდი ხანია, უკვე ცნობილია. ამ საუკუნის დასაწყისში იცოდნენ მის შესახებ. მასთან ერთად სხვა ვარსკვლავებიც გაივლიან ახლოს, მაგრამ ეს პირდაპირ მზის სისტემას შეეხება, კერძოდ, ოორტის ღრუბელს, რომელიც სავსეა გაყინული სხეულებით. საშიშროება კომეტებშია. დედამიწას პირდაპირ არ შეეხება ვარსკვლავი, მაგრამ მზესთან მისი შეჯახება გრავიტაციას გამოიწვევს, რის შედეგადაც, ზოგი კომეტა დატოვებს მზის სისტემას და წამოვა დედამიწისკენ. აი, ეს არის საშიში. ასეთი რამ დამღუპველია სიცოცხლისთვის.
– ანუ, დედამიწა შეიძლება განადგურდეს?
– განადგურდეს არა, ზამთარი იქნება სამ წლიანი, მთელი ატმოსფერო დაიფარება კომეტისგან დაცვენილი ყინულით. გააჩნია, როგორ და სად დავარდება. დედამიწა ხომ მოძრაობს მზის გარშემო, მნიშვნელოვანია რა მხრიდან შეეჯახება. თუმცა, ეს შეჯახება გამოიწვევს იმას, რომ ყველაზე გამძლე სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლებელი იქნება. მხოლოდ მცირე სხეულების გადარჩენის შანსია. მოხდება ლოკალური განადგურება – დედამიწის რა ნაწილსაც დაეცემა, მხოლოდ ის მხარე განადგურდება.  მთლიან დედამიწას არაფერი ემუქრება.  
– უახლოეს მომავალში რაიმე საფრთხე არსებობს?
– არა, არანაირი საფრთხე არ არსებობს. გავიდა ეს კონკრეტული  წელი და მოვიდა ვარსკვლავი, მისი ელვარება ვარსკვლავური მაჩვენებელით იქნება – 5, რომლის გარჩევაც შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი გახდება. შესაბამისად, შესამჩნევი იქნება მისი მოძრაობის განსაზღვრაც. ვიდრე კომეტები აკრიფავენ სიჩქარეს, ძალიან დიდი დრო გავა. იქამდე ტექნოლოგია იმ ეტაპამდე მივა, რომ კომეტისგან თავის დაცვა შეგვეძლება. ახლა, რომ გამოჩნდეს კომეტა, რომელიც ჩვენკენ მოემართება, დიდი პრობლემებს შეგვიქმნის. რადგან არ არსებობს 100-პროცენტიანი თავდაცვის საშუალება.
– შესაძლებელია, კომეტა ან ასტეროიდი მოულოდნელად, ყოველგვარი პროგნოზის გარეშე ჩამოვარდეს?
– ზოგადად, დაკვირვებისას ათ მეტრზე დაბალი ზომის ასტეროიდებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რადგან მათი დანახვა თანამედროვე აპარატით რთულია – ძალიან პატარებია და არ გამოჩნდება  ტელესკოპზე. შეიძლება, ზოგი გამორჩეთ კიდეც.  მაგალითად, რუსეთში რომ ჩამოვარდა 2015 წელს მეტეორი, ის იყო ძალიან პატარა ზომის. თუმცა, ჩვეულებრივმა სათვალთვალო კამერამაც კი დააფიქსირა. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ის აღმოჩნდა მზის მიმართულებით, რის გამოც მკვლევრებს მხედველობის არედან გამოეპარათ. იყო 17-მეტრიანი და გამოიწვია შემდეგი დაზიანებები: კედლების ნგრევა და ფანჯრების მსხვრევა. როცა 17-მეტრიან სხეულს ასეთი დაზიანების მიყენება შეუძლია, წარმოიდგინეთ, რამდენიმეკილომეტრიანი რას იზამს. თუმცა, ამ ეტაპისთვის, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.
– კიდევ, რა ვიცით ვარსკვლავ „გლიზე 710-ის” შესახებ?
– მისი სახელწოდებიდან დავიწყებ. გლიზე არის გერმანელი ფიზიკოსის გვარი, რომელმაც მზის ახლობელი ვარსკვლავების კატალოგი გააკეთა და სწორედ ამიტომ უწოდეს ეს სახელწოდება აღნიშნულ ვარსკვლავს. ახლა სულ სხვა სახელწოდებითაც მოიხსენიებენ აქვს ინდექსი HD და გლიზე აღარ არის. ეს არ იციან და სხვადასხვა ვარსკვლავები ჰგონიათ. ის  მზეზე პატარა ვარსკვლავია და ნარინჯისფერ ჯუჯას უწოდებენ. ფერები დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე, რაც უფრო ელვარეა, მით უფრო მკვეთრია. ნარინჯისფერი ჯუჯა ზეგიგანტებს შორის ძალიან დიდიხანს ცოცხლობს, რადგან თერმობირთვული რეაქცია მასში დიდხანს მიმდინარეობს – მილიარდ წელზეა ლაპარაკი. მის ირგვლივ პლანეტები არ არის, რაც კიდევ ერთი გამართლებაა. პლანეტა შეიძლება, დიდ დისტანციაზე მოჰყვებოდეს და მოულოდნელად, აღმოჩნეს მზის სისტემემის მხარეს. ხოლო, პლანეტის ზომის ობიექტმა რომ გაიაროს მზის სისტემაში, ყველაფერი აირევა. მისი გრავიტაცია საერთოდ მოშლის ყველაფერს, დაიწყება შეჯახებები და ათასი უბედურება. გლიზე მარტოხელა ვარსკვლავია. აღსანიშნავია, რომ „გლიზე  710-ის” გარდა, მომდევნო მილიონი წლის განმავლობაში, მინიმუმ 14 ვარსკვლავი მოუახლოვდება მზეს, რომელთაგან ორი ოორტის ღრუბელში ნამდვილად გაივლის.
скачать dle 11.3