№40 ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
ნასვამმა მძღოლმა, მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და პირდაპირ სახლში შეუვარდა გურულს. გურული გაოგნებული უყურებს. მძღოლი ეკითხება:
– ბიძია, თბილისამდე როგორ მივიდე?
– როგორ ბიძია და... ა, ასე გადახვალ მოკლეზე, „ჩერეზ კუხნით“.
***
პატარა მიხო, სკოლიდან მშენებლობაზე წაიყვანეს ექსკურსიაზე. მშენებლობის ხელმძღვანელი ბავშვებს ჩაფხუტების აუცილებლობასა და უსაფრთხოებაზე ესაუბრება:
– ამ რამდენიმე თვის წინ, აქ ერთი თქვენსავით პატარა და საყვარელი გოგონა იყო ექსკურსიაზე. თავზე „კასკა“ ეხურა და რომ ჩამოვარდა მაღლიდან აგური და თავში დაეცა, გაეცინა და უვნებელი წავიდა სახლში.
– მე ვიცნობ მაგ გოგოს! – წამოიყვირა მიხომ, – ჩემს სოფელში ცხოვრობს და სულ იცინის, დღესაც „კასკით“ დადის.
***
სასამართლოში:
– თქვენ მასზე ძალა იხმარეთ?
– არანაირი ძალდატანება არ ყოფილა. ეს ყველაფერი ექსტაზში მოხდა.
– რა ექსტაზში, არ დაუჯეროთ, ბატონო მოსამართლევ! ზუსტად მახსოვს, სარდაფში მოხდა.
***
ოსს ეკითხებიან:
– კოსტა, რა მოხდება, თუ მდივანი გენერალური დირექტორისგან დაფეხმძიმდება?
– რა მოხდება და, დაიბადება გენერალური მდივანი, სენი წილიმე.
***
ორი ქალი საუბრობს:
– როგორ მომრავლდა განქორწინებები. ამბობენ, მხოლოდ ყოველი მეათე ქორწინებაა იღბლიანიო. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
– ვერ გეტყვით, მე ჯერ მესამე ქორწინებაში ვარ.
***
შვილი ეკითხება დედას:
– დედიკო, მამაჩემი მორცხვი კაცია?
– მორცხვია აბა რა, თორემ ახალა შენ, ხუთი წლით უფროსი იქნებოდი.
***
რაჭველ ექიმთან, შვილიშვილებმა მიიყვანეს ბაბუა. ექიმი ეკითხება:
– რა სჭირს, ბოშო, ამას?
– ვერ შარდავს.
– რამდენი წლისაა?
– ოთხმოცდაათის გახდა ახლახანს.
– ოთხმოცდაათის? გამოელია ალბათ, ქვე შენი ჭირიმე.
***
გადაპრანჭული ქალი მივიდა ვოკალის პედაგოგთან, წაიმღერა და ეკითხება:
– შეიძლება, ჩემი მონაცემებით ოპერაში მოვხვდე?
– რა თქმა უნდა, თუ ბილეთს აიღებთ.
***
გურულმა სპექტაკლზე დააგვიანა, გიჟივით შეაღო კარი და გარბის. კორიდორში დაეწია კარისკაცი და ეუბნება:
– იცით, სპექტაკლი უკვე დაიწყო და გთხოვთ ფეხაკრეფით შეხვიდეთ.
– რავა, ძინავენ უკვე თუ?
***
ჟურნალისტი ეკითხება ქუთაისელ რესპონდენტს:
– რა მოგწონთ ქალში ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, ენა.
– როგორი უნდა იყოს – თეთრი, წითელი, რბილი თუ?
– მოკლე!
***
სასამართლოზე, სვანს ეკითებიან:
– თქვენ მიერ გაუპატიურებულ ქალს ტყუპები შეეძინა.
– მერე, ხომ ვაღიარებ ერთს?
– ვერ გაიგე? ტყუპები შეეძინა! ორი ბავშვი.
– გასაგებია, მაგრამ მეორე ჩემი არ არის.
– ვითომ რატომ?
– მაგ ქალთან, მხოლოდ ერთხელ ვიწექი და...
***
სიდედრი მივიდა სიძესთან და ხედავს, სამზარეულოში ჭურჭელი დამტვრეულია. მიუბრუნდა სიძეს და ეკითხება:
– რა ხდება? რატომ არის ჭირჭელი დამტვრეული?
– შენი შვილი და მე ვჩხუბობდით.
– და დივანი რატომღაა ჩანგრეული?
– ვრიგდებოდით!
***
ქუთაისელმა პატრულმა გააჩერა მანქანა და მძღოლს ეკითხება:
– ვერ დაინახეთ, სიჩქარის 40 კილომეტრამდე შეზღუდვის ნიშანი?
– როგორ არა.
– აბა, რატომ მიქროდით 100 ლარით მეტი სიჩქარით?