№40 ბრძნული აზრები
როკფელერი: არ არის საკმარისი სწორად მოიქცე, მთავარია, ხალხმა დაიჯეროს, რომ ნამდვილად სწორად იქცევი.
განდი: გამოცდილებამ მასწავლა. თუ შენს საწინააღმდეგოდ აკეთებენ რამეს, საბოლოოდ, ეს შენს სასარგებლოდ მოქმედებს.
როლანი: ამინდი ჩვენშია, ხოლო წვიმა უბრალოდ, მოდის.
კოელიო: დააფასე ის, ვინც მოვა იმ მომენტში, როცა შენ გიჭირს და არა მას.
ადისონი: ნამდვილი მეგობრობა სიხარულს აორმაგებს, ხოლო გაჭირვებას ორჯერ ამცირებს.
ფორდი: ყველაზე ძნელია, იფიქრო თავად.
სენეკა: ზოგი ისეთი ღარიბია, რომ ერთადერთი, რაც გააჩნია, ფულია.
რემარკი: ყველაზე დიდი სიძულვილი მათ მიმართ გვიჩნდება, ვინც ჩვენს გულს შეეხო, შემდეგ კი სულში ჩაგვაფურთხა.
ლონდონი: როდესაც ადამიანს ეუბნებით, „მე ვწუხვარ“, უყურეთ მას თვალებში.
ესენინი: სანამ სიამაყე გაიმარჯვებს, მანამდე ადამიანები ერთმანეთს კარგავენ.
ჰიუგო: მნიშვნელოვანს თვალით ვერ დაინახავ, მხოლოდ გულით დაინახავ სინამდვილეს.
იუსტინიანე: ზოგჯერ სწორ გზას უნდა გადაუხვიო, რომ მართალი გზა მონახო.
ჩერჩილი: თუ ადამიანი ოცი წლის ასაკში ლიბერალი არ არის, მას გული არა აქვს, ხოლო თუ ორმოცი წლის ასაკიდან კონსერვატორი არ გახდა, ტვინი არა აქვს.
პოლ ვალერი: დაუბრუნდე საკუთარ თავს, ნიშნავს, დაუბრუნდე სხვას.
ლესინგი: კარგ საქმეს რომ არ აკეთებ, ეს უკვე ცუდის კეთებაა.
მოლიერი: კარგი ცხოვრება კომედიაა, ცუდი – ტრაგედია.
ჩესტერფილდი: ვისაც აღზრდის ნაკლები შესაძლებლობა აქვს, მას მეტი შვილი ჰყავს.
ეზოპე: ზოგჯერ იმიტომაც ვიჯერებთ ტყუილს, რომ სიმართლემ თავზარი არ დაგვცეს.
მოპასანი: სიყვარულშია ვნება და არა ვნებაში – სიყვარული.
ბაირონი: ქალი მაშინაა ის, რაც არის, როცა სილამაზეს ჰკარგავს.