კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი ქვიშიდან მომდინარე ინფექციებისგან და როგორ ამოვიცნოთ დაავადებები, რომელსაც ქვიშაში თამაში იწვევს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ქვიშის სათამაშო მოედნები ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო ადგილია. ქვიშაში თამაში ხელს უწყობს მათი მოტორული და სოციალური უნარების განვითარებას. თუმცა, 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ ქვიშა შეიცავს 2 000-ჯერ მეტ ბაქტერიას, სოკოსა და პარაზიტს, ვიდრე  საერთო გამოყენების საპირფარეშოს კარი. მართალია, ზოგიერთი მათგანი ბავშვისთვის სასარგებლოა, თუმცა, მათ შორის, მავნე პარაზიტიც ბევრია. რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს ბავშვის ქვიშაში თამაშმა და როგორ დავიცვათ პატარები ამ დაავადებებისგან, გვესაუბრა პედიატრიული „პრივატ კლინიკის,” ბავშვთა გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა.
ნათია ცირდავა:
ქვიშაში თამაში უყვართ არა მარტო ბავშვებს, არამედ კატებსა და ძაღლებსაც. ბავშვების სათამაშო ქვიშის მოედნები, ძირითადად, გადაუხურავია, რაც ბავშვების გარდა, ამ ადგილს ცხოველებისთვისაც მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ადვილად ხდება ქვიშის დაბინძურება ცხოველთა ფეკალური მასით. ასეთი სათამაშო მოედნები შეიძლება, გახდეს ბავშვებისთვის პარაზიტების წყარო. ქვიშაში თამაშმა შეიძლება, უამრავი დაავადება გამოწივიოს. 2017 წელს, უახლესმა კვლევამ, რომელიც ესპანეთში ჩატარადა, აჩვენა, რომ ქვიშის მოედნების 53 პროცენტი, ბავშვებისთვის ერთ-ერთი ისეთი საშიში ბაქტერიული ინფექციის წყაროა,  როგორიცაა დიფიცილე.
–  რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს ბავშვის ქვიშაში თამაშმა?
– არის დაავადება ტოქსოკაროზი. ტოქსოკარა, ძირითადად, ბინადრობს ძაღლისა და კატის ნაწლავებში. გარემოში ტოქსოკარას კვერცხები გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად. პარაზიტის კვერცხი მიწაში ან სილაში თვეების განმავლობაში ძლებს. ასეთი ფეკალიებით დაბინძურებული გარემო  (მათ შორის, ქვიშა) ბავშვებში ტოკსოკაროზით დაინფიცირების ერთ-ერთი წყაროა. ტოქსოკაროზი  ხშირია 2-7 წლის ბავშვებში, თუმცა შეიძლება, შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს  ტოქსოპლაზმოზი, რომლის გამომწვევი პარაზიტიც გვხვდება კატის ფეკალიებში, ოოცისტას სახით. წყალსა და მიწაში პარაზიტი თვეობით ძლებს. ენტერობიოზი წვრილი ჭიაა, რომელიც ხშირია 2-12 წლის ასაკის ბავშვებში. თუმცა, შეიძლება, დასნებოვნდეს ნებისმიერი სოციალურ-ეკონომიური ჯგუფისა და ასაკის ადამიანი. ინფექციის წყაროა ადამიანი, გადაცემის გზა – ფეკალურ-ორალურია. ასკარიდოზი – ეს არის ნაწლავური ინფექცია, რომელიც კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ვითარდება, როგორც  მრგვალი ჭია. ინფექციის  წყაროა დასნებოვნებული ადამიანი, რომელიც ასკარიდას კვერცხს გარემოში გამოყოფს ფეკალიებთან ერთად. ასკარიდას სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-2 წელია. მდედრ ასკარიდას დღე-ღამეში შეუძლია 240 000 კვერცხის დადება.   ლამბლიოზი დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და უპირატესად, მიმდინარეობს დიარეით. მიკროსკოპული გამომწვევი ძლიერი კონტაგიოზური დაავადებაა  და ადვილად ვრცელდება ოჯახის წევრებს შორის. პარაზიტის წყაროა დასნებოვნებული ცხოველის, ძირითადად, ძაღლის და ასევე, ადამიანის ფეკალური მასები. კლოსტრიდიუმდიფიცილე არის ბაქტერია, რომლის გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია. დაავადება ბავშვებში ხშირად ასიმპტომურია.  
– რა სიმპტომებით ხასიათდება თითოეული მათგანი?
– ტოქსოკაროზი ბავშვებში, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება, გამოიწვიოს: ცხელება, ხველა ან ვიზინგი, მუცლის ტკივილი, გადიდებული ღვიძლი ან ელენთა, მადის დაქვეითება, ალერგიული გამონაყარი და გადიდებული ლიმფური კვანძები. ტოქსოპლაზმოზის ბაქტერია, ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გარდაიქმნება ცისტად. ბავშვებში დაავადება, ძირითადად, ასიმპტომურად მიმდინარეობს. შეიძლება, გართულდეს იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში და გამოიწვიოს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, თავის, ყელის კუნთების ტკივილი; ლიმფური კვაძების (ძირითადად, კისრის), ღვიძლისა და ელენთის გადიდება.  დაავადების გადატანის შემდეგ, ვითარდება მყარი იმუნიტეტი. ასკარიდოზის დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია პარაზიტებით ინვაზიის დონეზე და შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში. შევეხები ზოგად სიმპტომებს. მსუბუქი ფორმის დროს შეიმჩნევა: ჭიები განავალში, მადის დაქვეითება, ცხელება, ვიზინგი; მძიმე ფორმის დროს: ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი; ძლიერი ინვაზიის დროს კი შეიძლება, გამოიწვიოს გაუვალობა, სანაღვლე სადინარების დახშობა. ენტერობიოზის დროს, მდედრი მახვილა ღამის განმავლობაში კვერცხებს დებს პერიანალურ მიდამოში. მდედრი მახვილას გადაადგილება იწვევს პერიანალური მიდამოს ქავილს, რის შედეგადაც, ხდება ბავშვის ფრჩხილების დაინფიცირება და სხვადასხვა საგნის (სათამაშო, ტანსაცმელი, ზეწარი და სხვა) დაბინძურება. ჩივილებიდან აღსანიშნავია: უკანა ტანის ან ვაგინის ქავილი, უძილობა, გაღიზიანება, უმადობა, წონაში კლება, მუცლის ტკივილი, კბილების კრაჭუნი. ლამბლიოზის შემთხვევაში, დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.  თუმცა,  სიმპტომების გამოვლენა, დაავადების დასაწყისს მოასწავებს. ჩივილებია: დიარეა; განავალი ხშირად ცხიმის შემცველია; მუცლის ძლიერი, კოლიტის მსგავსი ტკივილი; მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება; ზოგჯერ სუბფებრილური ტემპერატურა. დაავადება გრძელდება 5-7 დღე. თუმცა, შესაძლოა, განვითარდეს ქრონიკული ლამბლიოზი. კლოსტრიდიუმდიფიცილეს ჩივილებიდან აღსანიშნავია: დიარეა, ცხელება, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება.
–  სიცოცხლისთვის სახიფათოა აღნიშნული პარაზიტები?
– ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სწრაფი დიაგნოსტიკა, რომელიც, ძირითადად, განავლის ან სისხლის ანალიზით ხდება და დროულად დაწყებული მკურნალობა არ იწვევს რაიმე სახის გართულებას. თუმცა, შეიძლება კიდეც, გამოიწვიოს რაიმე სახის გართულება ან სავალალო შედეგი.  ტოქსოკაროზი, არ არის საშიში ინფექცია და ხშირად მკურნალობასაც არ საჭიროებს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, თავის ტვინის ფორმამ, შეიძლება, გამოიწვიოს მენინგიტი, ენცეფალიტი და ეპილეფსია. თვალის ფორმა კი, შეიძლება, სიბრმავით დასრულდეს. ტოქსოპლაზმოზი  საშიშია იმუნიკომპრესირებულ პაციენტებთან. ამიტომ, მათთან აუცილებელია მკურნალობის დროულად დაწყება. თუმცა ლამბლიოზმა, შეიძლება, გამოიწვიოს წონაში კლება, საკვების მონელების პრობლემები და ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ლეტალური გამოსავალიც (რაც, ძირითადად დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვითაა გამოწვეული). ასკარიდოზი – ასკარიდა ბავშვთა ასაკში ხშირად შეიძლება, იყოს ნაწლავური გაუვალობის, ქოლეციტიტების, პანკრეატიტის მიზეზი. კლოსტრიდიუმდიფიცილე – შეიძლება, გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, დიარეა და ზოგიერთ შემთხვევაში ძლიერი დეჰიდრატაციის მიზეზიც შეიძლება, გახდეს. აუცილებელია მიმართოთ სპეცილისტს და არ დაიწყოთ ბავშვის თვითმკურნალობა.
– როგორ შეიძლება, დავიცვათ ბავშვები აღნიშნული ინფექციებისგან?
– საჭიროა თავდახურული ქვიშის სათამაშო მოედნები, რაც უზრუნველყოფს ქვიშის დაცვას დაბინძურებისგან. სასურველია, ქვიშა, სადაც ბავშვი თამაშობს, იყოს მშრალი. სველი, ნესტიანი ქვიშა ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აუცილებილია ქვიშის ხშირი გასუფთავება; ბავშვებმა ხელები ხშირად უნდა დაიბანონ (თამაშის, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ და სხვა); უნდა გადაეჩვიონ ფრხილების კვნეტას, პირში ხელის, სათამაშოს ჩადებას; უნდა გაიყვანოთ ბავშვების სათამაშო სივრციდან, მათ შორის, ქვიშიდან, ცხოველები (კატა, ძაღლი).


скачать dle 11.3