კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი მუცლის არედან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მუცლის ცხიმის პრობლემა, ბევრ ადამიანს აწუხებს. ღიპის მოსაცილებლად, დიეტის დაცვა, ხშირად შედეგს ვერ იძლევა და ეს იმის გამო, რომ ამას არასწორად აკეთებთ. თუ გინდათ, მოიშოროთ ის ცხიმი, რაც ტანსაცმლის მორგებისას გაწუხებთ და ლამაზი მუცლის ფორმა შეინარჩუნოთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ.
1. იკვებეთ ჯანსაღად. მუცლის არეში ცხიმის დაგორვების მთავარი პირობა, არასწორად შერჩეული კვების რაციონი და სხეულის მოდუნებაა. დაიცავით უცხიმო დიეტა. დიეტა, უმეტესწილად, უნდა შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულსა და ნაკლებ ცხიმებს, პროტეინებს – როგორიცაა ქათმის ხორცი. გაეცანით იმის შემადგენლობას, რასაც მიირთმევთ. მოერიდეთ ტკბილეულობას და დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველ საჭმელებს.
2. ისეირნეთ ფეხით, დაახლოებით, ორი საათი ან ირბინეთ ყოველდღე. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის დაწვაში. გააკეთეთ ვარჯიში რეგულარულად და ყოველდღე. ნუ მისცემთ კუნთებს მოდუნების საშუალებას. კარგია, ყოველ დილით, ახალგაღვიძებულზე ვარჯიში, მუცლის პრესი. ძილის დროს თქვენი ორგანიზმი იყენებს დაგროვილ ცხიმს, ხოლო გაღვიძებისთვანავე ვარჯიში, მას სხვა გამოსავალს არ უტოვებს და ისევ ორგანიზმში არსებულ ცხიმს გამოიყენებს. გაითვალისწინეთ, საუზმემდე ოცი წუთით ვარჯიში, საკმაოდ შედეგიანია, ღიპის დასაგდებად.
3. დალიეთ ბევრი წყალი. წყალი, ავსებს კუჭს და გიკარგავთ შიმშილის გრძნობას. კარგია დღეში დაახლოებით სამი ლიტრი წყალი. თუ ბევრს ივარჯიშებთ, წყალი ოფლის სახით, ორგანიზმიდან გამოიდევნება. ამიტომ, ვარჯიშის დროს, სითხის მიღება აუცილებელია.
4. ჭამეთ ცოტ-ცოტა და დღეში 6-ჯერ. მიიღეთ საკვები პატარა ულუფებით. შეეცადეთ, დღეში 3-ჯერ მიიღოთ ჩვეულებრივი საკვები, ხოლო, 3-ჯერ – მსუბუქი კვება გამოუწეროთ ორგანიზმს. თუ დღის განმავლობაში, ყოველ სამ საათში მიირთმევთ, შიმშილის გრძნობაც გაქრება და მიეჩვევით მცირე ულუფებით დანაყრებას. გაცილებით ენერგიულადაც იგრძნობთ თავს და ზედმეტ ცხიმებსაც ადვილად მოიცილებთ.скачать dle 11.3