№40 კითხვა-პასუხი
კითხვა: დაბანის მერე, თმაზე პირსახოცს ვიხვევ და ასე ვიშრობ. ეს ხომ არ გამოიწვევს მომავალში თმის ცვენას?
პასუხი: ცუდი ჩვევაა თმის პირსახოცით შეხვევა დაბანის მერე. მართალია, ეს არ გაგამელოტებთ, მაგრამ ასეთი მავნე ჩვევით თმის სტრუქტურას ნამდვილად აზიანებთ. თანაც, სველი თმა გაცილებით სუსტია. ჭარბი ტენიანობის შესამცირებლად, გაიმშრალეთ პირსახოცით და დაიტოვეთ გაშლილი, რომ უფრო სწრაფად გაშრეს. ზამთარში, გამოიყენეთ თმის საშრობი საშუალებები.
კითხვა: როგორ დავირბილო გაუხეშებული ქუსლები და ფეხები, რომ მთელი დღის დამღლელი სამუშაოს მერე, დავამშვიდო?
პასუხი: 3 სადილის კოვზი სოდა გახსენით წყალში და ჩააწყვეთ ფეხები წყლის გაგრილებამდე. სოდა დაამშვიდებს კანს, ქუსლებს კი დაარბილებს.
კითხვა: დაბანის შემდეგ, ღრუბელს რომელსაც ვიყენებ, საშხაპეში ვტოვებ. მითხრეს, რომ ეს არ შეიძლება და მასში ამ გზით ბევრი ბაქტერია ჩნდება. ეს სიმართლეა?
პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ღრუბელი საშხაპეში. გამოყენების შემდეგ ის აუცილებლად დაკიდეთ ისეთ ადგილას, სადაც გაშრობას მოახერხებს. სველ ღრუბელში, აუცილებლად გავრცელდება ბაქტერიები.
კითხვა: როდის ჯობია კრემებით კანის დატენიანება – საღამოს, შხაპის მიღების მერე, თუ დილით, ახალ გაღვიძებულზე?
პასუხი: შხაპის მიღების შემდეგ, ფორები გახსნილია და კანი კრემს უფრო იოლად იწოვს. თუ ამ პროცედურას 10-20 წუთის შემდეგ ჩაიტარებთ, შედეგი არც ისე ეფექტური იქნება. ამიტომ, სასურველია, დამატენიანებელი კრემი, აბაზანიდან გამოსვლისთანავე წაისვათ.
კითხვა: რამდენად აუცილებელია შრატის გამოყენება სახის კანზე? როგორ შევარჩიო და რისთვისაა კონკრეტულად ის განკუთვნილი?
პასუხი: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მათ. ისევე, როგორც კანის ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის გამღიავებელი, ასევე აკნეს და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ აირჩიეთ, რომელი გჭირდებათ – ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, მკვებავი თუ ასე შემდეგ. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი. თუმცა, მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, შედეგს უფრო ნაკლებ დროში იღებთ, ვიდრე მხოლოდ დამატენიანებლის გამოყენებისას. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაბამისი ფორმულის შრატი შეარჩიეთ. შრატი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ. შეგიძლიათ, ის დამოუკიდებლად ან კანის სხვა პროდუქტებთან ერთად იხმაროთ.