კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ მართავთ საჭეს

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

თუ მანქანის საჭეს უზიხართ, მაშინ ეს ტესტი  თქვენთვისაა. არასოდეს დაკვირვებიხართ, როგორ მართავთ საჭეს? ანუ როგორ გიჭირავთ ის. დაფიქრდით, გაიხსენეთ და ნახეთ ჩამონათვალი.  ძალიან საინტერესოა.
1.  მარჯვენა ხელს საჭის შუა ნაწილს ჰკიდებთ, მარცხენა მუხლზე გიდევთ – მინიმალისტი
 თქვენ გარშემო არც ზედმეტ ადამიანს იჩერებთ, არც ნივთებს.  გიყვართ წესრიგი. პედანტი ხართ.  გვერდით მუდამ ერთგული და პირდაპირი ადამიანები გყავთ და გაქვთ მხოლოდ ის ნივთები, რაც სიამოვნებას განიჭებთ. შეიძლება ითქვას, მარტოობის არ გეშინიათ, მაგრამ არ მიილტვით მისკენ. ხშირად ხართ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ.
2.    ორივე ხელით საჭის შუა ნაწილს ხართ ჩაფრენილი – მშვიდობისმოყვარე
გაურბიხართ კონფლიქტებს. თუ ხმას აუწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ზღვარს გადავიდა. ახლობლები ხვდებიან, როდის არ  ხუმრობთ და ასეთ მომენტებში თქვენგან მოშორებით ყოფნას ამჯობინებენ.  შეგიძლიათ, შეითავსოთ „მშვიდობის მტრედის ფუნქციაც“ – ცდილობთ, შეარიგოთ ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანები და გამოგდით კიდეც.  
3.  ორივე ხელი საჭის ზემო ნაწილზე გაქვთ ჩავლებული, ერთმანეთთან ახლოს – პერფექციონისტი
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ დეტალებს. მუდამ კარგად გამოიყურებით. თუ რამე საქმეს მოჰკიდებთ ხელს, იდეალურად ასრულებთ. ამასვე მოითხოვთ ახლობლებისგანაც, რაც მათთან ურთიერთობაში სირთულეებს გიქმნით. ზოგჯერ ებრძვით შიშებს. მილიონჯერ ამოწმებთ ჩაკეტეთ თუ არა კარი, გამორთეთ თუ არა უთო. არ რისკავთ. მხოლოდ საკუთარ თავს და გამოცდილ მეთოდებს ენდობით.
4. ორივე ხელი საჭეზე ქვემოდან გაქვთ ჩავლებული, თითებით ზემოთ... ანუ,  მუჭში გაქვთ საჭე – ავანტიურისტი
თქვენი ცხოვრების პრინციპია – არცერთი დღე თავგადასავლის გარეშე. მეგობრებს უკვირთ თქვენი ტემპერამენტი, ხიბლავთ თქვენი საინტერესო ცხოვრება. თუმცა, იშვიათად იზიარებენ თქვენს გატაცებებს. იქნებ იმიტომ, რომ გარისკვა არ სურთ.
5. მარცხენა ხელს საჭეს ზემოთ ჰკიდებთ, მარჯვენა კი ქვემოთ, მსუბუქად გაქვთ ჩამოდებული  – საიმედო
 ლიდერი ხართ, ამას თქვენი მტრებიც კი აღიარებენ. გარშემო მყოფები ხშირად გაკითხავენ რჩევისთვის. თქვენი ორგანიზატორული ნიჭი აღფრთოვანებას იწვევს. ყველას უყვარხართ და თქვენი იმედი აქვს. სხვების წარმატება საკუთარივით გიხარიათ. დადებითი და კეთილი ადამიანი ხართ. ცდილობთ, პრობლემები არავის შეუქმნათ. განდიდების მანია თქვენთვის უცხოა. ეს იზიდავს ჩვეულებრივ ადამიანებს.
6. მარცხენა ხელი საჭის შუაგულში გიდევთ, მარჯვენა ჩვეულებრივად გაქვთ ჩავლებული – უბრალოდ, კარგი ადამიანი
რთულ მომენტებშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებთ. ყველაფერი გულთან ახლოს არ მიგაქვთ. იცით, რომ ყოველი ახალი დღე დღესასწაულია და მისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ. არ გაინტერესებთ კონკურენტები. ყოველთვის გაქვთ მიზანი, იცით, რა გზით იაროთ და მას მაინც მიაღწევთ. მეგობრები აღფრთოვანებულები არიან თქვენი ასეთი შეუპოვრობით.
скачать dle 11.3