კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ქართული პრეპარატი „კამელინი“ – „ოქროს ნომინატი”, „ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის“ ელიტური წევრი, საუკეთესო იმუნომოდულატორი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

რამდენიმე ათეული წლის წინ ცნობილმა ექიმმა და ქირურგმა ძაგული (ბენედიქტე) მაღლაკელიძემ შექმნა უნიკალური პრეპარატი „კამელინი“. ეს იყო სწორედ მაშინ, როცა არ არსებობდა ეფექტური საშუალებები ბაქტერიული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ. სანამ ამ პრეპარატს გამოიგონებდა, ბატონი ძაგული თავის პაციენტებს სუფთა თაფლით მკურნალობდა, რისგანაც შემდეგ უებარი წამალი – „კამელინი“ დაამზადა. პრეპარატის გამოგონებისთანავე დაიწყეს მისი კვლევა სხვადასხვა მიმართულებით. თავიდან შეამოწმეს, როგორც ანტიბაქტერიული საშუალება. წამალმა ყველა ბაქტერია გაანადგურა. შემდეგ გადაწყვიტეს მისი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებების შესწავლა თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის სამეცნიერო-კვლევით და კლინიკურ დაწესებულებებში როგორც ექსპერიმენტული კვლევების, ისე კლინიკური აპრობაციის სახით. დადებითი პასუხების მიღების შემდეგ, დაიწყეს ამ პრეპარატის კლინიკური მოხმარება.
 2004 წელს, ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრებმა შექმნეს ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ და ფარმაცევტული საწარმო. კომპანია „კამელინმა“, დაარსების მომენტიდან, საწარმოში დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები და საწარმო აღჭურვა საუკეთესო მანქანა-დანადგარებით, აწარმოებს პროდუქციას, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, მოთხოვნებს.
 მალე „კამელინი“ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრების გამორჩეული ინტერესის ობიექტი გახდა, რაც ახლაც გრძელდება. ამ პრეპარატის კვლევისა და მათ ქვეყანაში დარეგისტრირების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. წლების წინ კი „კამელინის“ სიმსივნეზე ზემოქმედების მექანიზმი შეისწავლეს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ცენტრებში. საცდელად აიღეს ადამიანის ფილტვისა და სწორი ნაწლავის კიბოს უჯრედები; ასევე, გამოიყენეს კიბოთი ხელოვნურად დაავადებული თეთრი თაგვები. კვლევებით დადგინა, რომ „კამელინი”  კიბოთი დაავადებულ თაგვებში მკვეთრად ზრდის სიმსივნის უჯრედების სიკვდილს და ორგანიზმს უადვილებს, დაძლიოს სიმსივნით გამოწვეული პრობლემები. ამასთანვე, ის უშუალოდ თრგუნავს კიბოს უჯრედებს და დროის გარკვეულ მონაკვეთში სრულად ანადგურებს, ანუ, „კამელინის“ მოლეკულები თავისით „პოულობენ“ სიმსივნურ უჯრედებს და პირდაპირი ზემოქმედებით ანადგურებენ.
უკანასკნელ წლებში, კომპანია „კამელინს” საერთაშორისო მასშტაბით 100 საუკეთესო იმპორტიორს შორის, „ოქროს ნომინაცია“ მიენიჭა  და 24-ე ადგილი დაიკავა. ასევე, „ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის” მიერ „კამელინი,” როგორც საუკეთესო ფარმაცევტული კომპანია, რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდა და „ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის” ელიტური წევრის სტატუსი მიენიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, კიბოს განვითარების ადრეული ეტაპი დაფიქსირდეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინაღმდეგოდ, მისი პროფილაქტიკაა – სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია მეტად საჭირო ნივთიერებების შემცველი მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), ხელს რომ უწყობს იმუნიტეტის გაჯანსაღებას, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას. შედეგად, კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთი შესანიშნავი იმუნომოდულატორია პრეპარატი „კამელინი“.
თ. ლ. (პაციენტი, 55 წლის):
რამდენიმე წლის წინ, მოულოდნელად, თავი შეუძლოდ ვიგრძენი. დამეწყო სისუსტე და თავის საშინელი ტკივილები. არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ მიჩერებდა აუტანელ ტკივილებს. ორჯერ გონებაც დავკარგე. ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში გამოკვლევები ჩამიტარეს. როგორც შემდეგ მითხრეს (როცა უკვე უკეთ ვგრძნობდი თავს, თავიდან კი დამიმალეს), აღმომაჩნდა სარკომა, რაც იწვევდა თავის ტკივილებს, სისუსტეს, უძილობას. მოკლედ, ვგრძნობდი, თანდათანობით როგორ უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. ოჯახის წევრებმა სად არ წამიყვანეს და რა პრეპარატი არ გამიკეთეს, მაგრამ, არაფერი მშველოდა. ცოტა ხანში ლაპარაკი და საწოლიდან ადგომაც გამიჭირდა. ერთ დღესაც, ჩემს სანახავად ნათესავი მოვიდა. მას ადრე საშვილოსნოს სიმსივნე აწუხებდა და ჩემს შვილს ურჩია, ჩემთვის „კამელინის“ ნემსები გაეკეთებინათ. თვითონაც თავის დროზე ამით მკურნალობდა. დამიწყეს „კამელინით“ მკურნალობა. სიმართლე გითხრათ, ცოტა მწარე ნემსია, მაგრამ, გავუძელი. 5 ნემსის გაკეთებისთანავე, თავი უკეთესად ვიგრძენი, ხალისი დამიბრუნდა და საჭმელიც მოვითხოვე. ერთი კურსის შემდეგ სიარულიც შევძელი. უკვე რამდენიმე კურსი ჩავიტარე და აღარც ტკივილები მაწუხებს, აღარც სისუსტე. როგორც მითხრეს, სარკომა საკმაოდ დაპატარავდა. იმედია, აღარასოდეს შემაწუხებს.
რ. კ. (54 წლის): 20 წლის წინ მოხვდა სეფსისის ცენტრში გრამუარყოფითი სეფსისის, სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზით.  დაუდგინდა ლეიკოზიც, ტომოგრაფიული კვლევით კი, ელენთის ქვემოთ დაფიქსირდა ლიმფური კვანძების კონგლომერატი. თამარ ბოჭორიშვილის დანიშნულებით, მკურნალობდა ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატებით. ქალბატონი თამარი წლების განმავლობაში აწარმოებდა დაკვირვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ყველაფერს განაპირობებდა თირკმლის პათოლოგია – ქრონიკული პიელონეფრიტი, რომელმაც გამოიწვია სეფსისი. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენა თირკმელზე. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. 1999 წლიდან 2007 წლამდე მწოლიარე ავადმყოფი იყო, ანუ მანამდე, სანამ პრეპარატ „კამელინის“ არსებობას შეიტყობდა ახლობლისგან. ის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია „კამელინის“ წყალობით. ამ ავადმყოფმაც დაიწყო „კამელინ მ1“ ინიექციის გაკეთება. პირველივე კურსიდან მოემატა ენერგია, გაუუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი. ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ჩაიტარა გამოკვლევები. ლიმფური კვანძების კონგლომერატი აღარ ისინჯებოდა. მე-5 წელია, შეწყვიტა ყველანაირი პრეპარატის მიღება. ყოველ წელს, პროფილაქტიკის მიზნით, სვამს მხოლოდ „კამელინ მ2-ს“.
P.S. „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.

скачать dle 11.3